საერთაშორისო კონფერენცია – სალიტერატურო ენის საკითხები:
ძირითადი ტენდენციები და პრობლემები
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მართავენ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები.
კონფერენცია გაიმართება 2025 წლის 14-15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თეზისები მიიღება ელფოსტით შემდეგ მისამართზე: interconference@tsu.ge
კონფერენციის ძირითადი თემები:
· სალიტერატურო ენის ნორმები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა;
· ენათა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის პრობლემები: კოდიფიკატორ(ებ)ის როლი; ენის კოდიფიკაციის ძირითადი ტენდენციები;
· ენის სტანდარტიზაციაზე მოქმედი ფაქტორები (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ტექნოლოგიური…);
· სალიტერატურო ენის ნორმების დანერგვა საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით;
· საზოგადოების დამოკიდებულება სალიტერატურო ენის ნორმებისადმი;
· სალიტერატურო ენის საკითხების კვლევა და სწავლება
თეზისების მიღების ვადა: 25 თებერვალი, 2025
თეზისების შეფასება (დადასტურება): 5 მარტი, 2025
კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 მარტი, 2025
Language Standardization: Trends and Challenges (LSTC)
Language policy makers, literary language theorists, language standardization and codification specialists are invited to the international conference “Language Standardization: Trends and Challenges” (LSTC) organized jointly by the State Language Department of Georgia, Arnold Chikobava Institute of Linguistics, Tbilisi State University and Giorgi Akhvlediani Society for the History of Linguistics.
The conference will be held on 14-15 April 2025 at Tbilisi State University (Tbilisi, Georgia).
Send abstract to interconference@tsu.ge
Main topics of the conference:
· De facto and de jure norms of languages
· History of standardization and codification of languages
· The role of the codifier(s)
· Main tendencies of language codification
· Factors (political, economic, cultural, technological…) influencing language standardization
· Dissemination of rules and guidelines for standardization through educational policies and various types of computer technology
· Attitudes towards literary norms
· Research and teaching of literary language issues
Important dates:
Submission of abstracts: 02/25/2025
Notification of acceptance: 03/05/2025
Draft program: 03/10/2025
თეზისების გაფორმების წესი
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word-სა და იდენტური შინაარსის შემცველ PDF-ში) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. თეზისების სათაური ქართულად;
2. თეზისების სათაური ინგლისურად;
3. ავტორის სახელი და გვარი ქართულად;
4. ავტორის სახელი და გვარი ინგლისურად;
5. ორგანიზაციის დასახელება ქართულად;
6. ორგანიზაციის დასახელება ინგლისურად;
7. ფაკულტეტის დასახელება ქართულად;
8. ფაკულტეტის დასახელება ინგლისურად;
9. თეზისების ძირითადი ტექსტი გამოყენებული ლიტერატურის სიითურთ (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად;
10. თეზისების ძირითადი ტექსტი გამოყენებული ლიტერატურის სიითურთ (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ინგლისურ ენაზე; ლიტერატურის სიისთვის გამოიყენეთ ტერმინი: References;
11. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
12. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
13. ფორმატი — A4
14. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
· სათაური — 24 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ავტორები — 16 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ორგანიზაცია, მაგ., „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“— 14 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ფაკულტეტის დასახელება — 14 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ბოლოს — საკვანძო სიტყვები.
15. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
16. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
17. თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა თითოეულ ენაზე.
გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესი:
1. წიგნის/კრებულის მითითებისას:
➢ გამოცემის თარიღი;
➢გამომცემლობა;
➢სტატიის შემთხვევაში ჟურნალის (კრებულის, რომელშიც განთავსებულია სტატია) დასახელება;
➢ჟურნალის (კრებულის), წიგნის, წიგნის ნაწილის, ღონისძიების ISSN, ISBN;
➢სპონსორ(ებ)ის დასახელება, თუ თქვენი კვლევა შექმნილია რომელიმე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით;
2. ბიბლიოგრაფიული დამოწმებისას ტექსტში დასახელებული ყველა ავტორი მიეთითება APA-ს სტილის დაცვით (ანბანის თანმიმდევრობით):
2.1.წიგნის მითითების ნიმუში:
კვაჭაძე, ლ. (1977). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბილისი: „განათლება“
შანიძე, ა. (1953). ქართული გრამატიკის საფუძვლები, მორფოლოგია, I, თბილისი:
„თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“
2.2.სტატიის დამოწმების წესი ბიბლიოგრაფიაში:
2.2.1. ელექტრონული: ვებგვერდის მითითებამდე აუცილებელია ავტორის, წიგნის/სტატიის სათაურის, ჟურნალის, ჟურნალის ნომრის (# და № სიმბოლოების გარეშე), გვერდის (გვ.-ს გარეშე) გამოყოფა წერტილით, და ამის შემდეგ ვებგვერდის მისამართის მითითება; სათაურის დამაზუსტებელი ქვესათაური უნდა გამოიყოს ორწერტილით (მაგ., ხევსურულის თავისებურებანი: ტექსტებითა და ინდექსით). ავტორის გვარი უნდა იყოს მარცხნივ გაწეული, დამოწმების ყველა მომდევნო სტრიქონი — შეწეული (TAB-ღილაკით), მაგ.:
ნიკოლაიშვილი, მ. (2012). რა განსაზღვრავს ზმნის კონსტრუქციებს ქართულში?
„სპეკალი“, 5. http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/5/49
2.2.2. ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში კრებულში მოცემული სტატიის გვერდები მიეთითოს პირდაპირ, მძიმით გამოყოფილი ტომის ნომრის შემდეგ, დეფისით:
შარაშენიძე, თ. (1955). ენათა კლასიფიკაცია ენობრივ წრეებად ვილჰელმ შმიდტისა, იკე,VII,
1-31, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“
3. ბიბლიოგრაფიის ინგლისურ ვერსიაში ნაშრომის სათაური მიუთითეთ ჯერ ქართული სიტყვების ტრანსლიტერაციით, უთარგმნელად, ლათინური ასოებით, რომელსაც წერტილის შემდეგ მოჰყვება კვადრატულ ფრჩხილში ჩაწერილი ინგლისურად თარგმნილი სათაური);
Chincharauli, A. (1960). Khevsurulis taviseburebani: tekstebita da indeksit. [Peculiarities of
Khevsur: with texts and an index]. Tbilisi: press of the Georgian SSR Science Academy.
4. სტატიის ციფრული იდენტიფიკატორის (DOI) არსებობის შემთხვევაში (როგორც წესი, გამოიყენება ვებმისამართის ნაცვლად) საჭიროა ვებმისამართის პრეფიქსის (https://) მითითება: https://doi.org/საიდენტიფიკაციო ნომერი (როგორც წესი, 10-ით იწყება):
ციტირების წესები სრულად იხ. APA-ს სტილის ბოლო გამოცემის ოფიციალურ (განახლებულ) ვებგვერდზე: https://apastyle.apa.org/