***
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მდიდარი სამეცნიერო ტრადიციებითა და მიღწევებით გამორჩეული სამეცნიერო დაწესებულებაა, რომლის საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენისა და მის მონათესავე ენათა აგებულებისა და ფუნქციონირების კვლევის უმთავრესი ცენტრისა, საყოველთაოდ არის აღიარებული.
ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა ქართული ენის შესწავლა როგორც ნორმატიული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით; აღსანიშნავია, რომ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი წარმოადგენს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის საბაზო დაწესებულებას.
ინსტიტუტში მეცნიერულად შეისწავლება სხვა ქართველური ენა-კილოები: მეგრულ-ჭანური/ლაზური) და სვანური.
ასევე მუშავდება მთის იბერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ, ნახურ, დაღესტნურ) ენათა ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის კარდინალური საკითხები სინქრონიულად და დიაქრონიულად .
ინსტიტუტში მიმდინარეობს აღნიშნულ ენათა სხვა ჯგუფის ენებთან კონტაქტების კვლევაც ტიპოლოგიური თვალსაზრისითაც.
ენათმეცნიერების ინსტიტუტი ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც შეისწავლება იბერულ-კავკასიური (პალეოკავკასიური) ოჯახის 30 -ზე მეტი ენა, რომელთაგან დამწერლობის მქონეა 15.
კვლევის შედეგები ქვეყნდება როგორც მონოგრაფიების სახით, აგრეთვე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში, სესიების, კონფერენციების, კონგრესებისა თუ სიმპოზიუმთა მასალებში.
იხ. დანართი1.
იხ. დანართი3.
იხ. დანართი4.