ამა წლის 14-15 აპრილს გაიმართება თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია „სალიტერატურო ენის საკითხები“ – VII, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავს. მოხსენებათა თეზისები მიიღება 15 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: normebi@gmail.com
თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (ფორმატი − A4, შრიფტი − Sylfaen, შრიფტის ზომა − 12).