ქართველურ ენათა განყოფილება

ქართველურ ენათა განყოფილება

ისტორია

ქართველურ ენათა განყოფილება შეიქმნა 1936 წლის 23 იანვარს ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მეტყველების კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი) ”ენის სექტორის” (ასე ეწოდებოდა განყოფილებას 1937-1941 წლებში) სახელწოდებით და დაევალა ქართულ-მეგრულ-ჭანურ-სვანური ლექსიკონის შედგენა. განყოფილებისხელმძღვანელად დაინიშნა აკაკი შანიძე. 1941 წლიდან 1961 წლამდე განყოფილებას ხელმძღვანელობდა ვარლამ თოფურია. 1961 1965 წლებში განყოფილების გამგის მოვალეობას ასრულებდა ივანე გიგინეიშვილი.
განყოფილების გამგეებად მუშაობდნენ:
ვლადიმერ ფანჩვიძე (1966 -1975წ.წ.)
ივანე ქავთარაძე (1976-1982 წ.წ.).
ბესარიონ ჯორბენაძე (1982-1986 წ.წ.).
თედორე უთურგაიძე (1986-2002 წ.წ.)
მურმან სუხიშვილი (2002-2006 წ.წ.).
მერაბ ჩუხუა (2006-2009 წ.წ.)

2009 წლის ნოემბერში გაყოფილების გამგედ აირჩიეს გიორგი გოგოლაშვილი.
სხვადასხვა დროს განყოფილებაში მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ: თ. ანდღულაძე, ივ. გიგინეიშვილი, ალ. დავითიანი, გ. თარგამაძე, არს. ონიანი, შ. ძიძიგური. არ. მარტიროსოვი, კ.დანელია, თ. ზურაბიშვილი, ლ. ნადარეიშვილი, ნ. ნათაძე, ი. ქერქაძე, ნ. ჩართოლანი, ბ. ცხადაძე, გ. გოგოლაშვილი, გრ. იმნაიშვილი, ლ. კვანტალიანი, კ. კაკიტაძე, ც. კვანტალიანი, ა. კიზირია, ნ. როსტიაშვილი, დ. ჩხუბიანიშვილი, მ. ძიძიშვილი,გ. ბედოშვილი, ქ. ძოწენიძე, კ. გაგუა, ლ. ბაბლუანი, ე. გაზდელიანი, რ. იოსელიანი, მ.საღლიანი, მ. გუჯეჯიანი, მ. ქალდანი, ი. ჩანტლაძე, რ. ჭკადუა, თ. ბურჭულაძე, ლ. გიგლემიანი, ნ. ჭუმბურიძე, შ. გაბესკირია, მ. რობაქიძე, პ. ცხადაია, ც. ჯანჯღავა, რ. შეროზია, ნ. გულუა, მ. ბერიძე, რ. ლა ნდია, ლ. ბაკურაძე, ლ. ეზუგბაია, მ. მანჯგალაძე, ნ. ლოლაძე, კ. გაბუნია, ჭ. ქირია, ლ. გოგოხია, გ. ცოცანიძე, დ. შენგელია, ს. თოდუა…
განყოფილებაში შედგა ქართულის ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვ. თოფურია, ი. გიგინეიშვილი, 1941, 1947, 1949, 1968 წ.წ.). ქართულ-რუსული ლექსიკონი (გ. ახვლედიანი, ვ. თოფურია, 1942 წ.). რუსულ-ქართული ლექსიკონი (საშუალო სკოლისათვის) (ვ. თოფურია, ს. ყაუხჩიშვილი, 1958 წ.).
დაიწერა ვ. თოფურიას შესახებ მონოგრაფიული ხასიათის გამოკვლევა (ა. კიზირია, მ. ქალდანი, 1968 წ.).
გამოიცა ვ. თოფურიას ”შრომების“ I და III ტომი (1967 წ., 1979 წ.). მიმდინარეობდა სალექსიკონო მუშაობა, სახელდობრ, სვანურ დოკუმენტურ ლექსიკონზე და ქართული ენის დიალექტურ ლექსიკონებზე.
გამოქვეყნდა გურული, ზემოიმერული და ლეჩხუმური ლექსიკონები ვუკ. ბერიძის რედაქციით (გ. შარაშიძე, ბ. წერეთელი, მ. ალავიძე, 1938 წ.); ქიზიყური ლექსიკონი ვ. თოფურიას რედაქციით (სტ. მენთეშაშვილი, 1943 წ.); ინგილოური ლექსიკონი (ნ. როსტიაშვილი, 1978 წ.), თუშური ლექსიკონი ( გ. ცოცანიძე, 2002 წ.)
გამოვიდა ქართული დიალექტოლოგიის ბიბლიოგრაფია (გრ. იმნაიშვილი, 1969 წ.). ქართული ენის მოხეური დიალექტი (ივ. ქავთარაძე, 1985 წ.); ფშაური დიალექტი (გ. ცოცანიძე, 1978 წ.); ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, ტ. I, 1989 წ, ტ. 2, 1999 წ. ბ. ჯორბენაძე ქართველური ენების დიალექტები, 1995წ.
განყოფილების თემატიკაში შედიოდა აგრეთვე ძველი ქართული ენის სტრუქტურის კვლევა. გამოიცა ჭილ-ეტრატის იადგარი (ა. შანიძის რედაქციით, 1977 წ.). მიმდინარეობდა «ვეფხისტყაოსნის“ ტექსტისა და ენის კვლევა.
1950-1955 წლებში განყოფილება მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის III და IV ტომების სარედაქციოდ მომზადებაში.
1961 წლიდან განყოფილებამ არნ. ჩიქობავას საერთო ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა მრავალტომიანი ”ქართული ენის სისტემური კურსის” შესაქმნელად. მასზე მუშაობა ამჟამადაც გრძელდება თ. უთურგაიძის ხელმძღვანელობით. ”კურსი” ითვალისწინებს ”ქართული ენის დიალექტოლოგიასაც”. მიმდინარეობს მუშაობა ქართული დიალექტოლოგიური ატლასის შესადგენად (ხელმძღ. თ. უთურგაიძე).
”კურსის“ სამუშაოების პარალელურად ინტენსიური მუშაობაა გაჩაღებული განყოფილებაში სვანურ-ზანური ენებისა და მათი დიალექტების შესასწავლად. ჩამოყალიბებულია ჯგუფები, რომლებიც იკვლევენ ამ ენების ფონეტიკურ სისტემას, გრამატიკულ წყობასა და ლექსიკას დიალექტების მიხედვით. დაიბეჭდა: რ. შეროზიას ნაშრომი ო. მემიშიშთან ერთად: ხალხური სიბრძნე მეგრული და ლაზური ანდაზები, 1994 წ., სვანური პროზაული ტექსტები, I, ბალსზემოური კილო, სვანური პოეზია, I, ა. შანიძე, ვ. თოფურია 1939 წ.; სვანური პროზაული ტექსტები, II, ბალსქვემოური კილო, ა. დავითიანი, ვ. თოფურია, მ. ქალდანი 1957 წ,; სვანური პროზაული ტექსტები, III, ლენტეხური კილო, ვ. თოფურია, მ. ქალდანი 1967 წ. დაიბეჭდა სვანური ლექსიკონი. განყოფილება გამოსცემს კრებულებს: ”ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები” (გამოვიდა 9 კრებული) და ”დიალექტოლოგიური კრებული ” (გამოიცა 2 ნომერი). ქართველურ ენათა განყოფილების ქ. ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოსაცემად მომზადდა ”ქართველოლოგიური კრებული”, I-IV.
განყოფილების თანამშრომლები სისტემატურად აქვეყნებენ სტატიებს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ორგანოებში (იხ. კრებულები: История лингвистических учении,С. – Петербург, 1991; Kaukasische Sprachprobleme, Oldenburg, 2003; Georgica, 28, 2005). მონაწილეობას იღებენ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხაზით ჩატარებულ სამეცნიერო სესიებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. განყოფილების ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ტარდება რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.
განყოფილების საკვლევ თემატიკაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართულ ქართველური ზმნის პრობლემატიკას. აქ მუდმივად დიდი ყურადღება ეთმობოდა სტატიკური და დინამიკური, გარდაუვალი თუ გარდამავალი ზმნების, გვარის, ქცევის და სხვა მორფოლოგიური კატეგორიების რაობის განსაზღვრას. განყოფილების მეცნიერ თანამშრომლები ასევე ნაყოფიერად იკვლევდნენ და იკვლევენ ქართველური შესიტყვების (სინტაგმის), მარტივი წინადადების, ჰიპოტაქსის, პარატაქსის, ერგატიული კონსტრუქციისა და, საერთოდ, სინტაქსის (ისტორიული, თანამედროვე) სხვა პრობლემურ საკითხებს. ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები განხილულია პროფ. ლ. კვანტალიანის წერილებსა და მონოგრაფიაში (მონოგრაფია: 1990 წ.).
არაერთი მნიშვნელოვანი სტატია თუ მონოგრაფია მიეძღვნა ქართველურ ენათა ლექსიკის შედარებით შესწავლას (ლ. ნადარეიშვილი, მ. სუხიშვილი, ი. ქერქაძე, ი. ჩანტლაძე, ე. გაზდელიანი, მ. ჩუხუა…). უკვე ფაქტობრივ მზად არის გამოსაცემად ქართულ სვანური შედარებითი ლექსიკონი (შემდგენელთა ჯგუფი: ი. ჩანტლაძე, ე. გაზდელიანი, რ. ჭკადუა, მ. საღლიანი, რ. იოსელიანი).
ქართველურ ენათა განყოფილებაში მომზადდა: ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი (გ. გოგოლაშვილი, ც. კვანტალიანი, დ. შენგელია, თბილისი, 1989 წ.), ქართული ენის სახელმზმნური ფუძეების ლექსიკონი (გ. გოგოლაშვილი, ც. კვანტალიანი, დ. შენგელია, 1991 წ.). ამჟამად გამოსაცემად მზადდება ზანური ენის ლაზური დიალექტის ლექსიკონი (მასალები).
განყოფილების წევრები წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს შინამრეწველობის მასალების შვიდივე წიგნის გამოსაცემად მომზადებასა და საძიებლების შედგენაში (ც. კვანტალიანი, დ. შენგელია); მზადდებოდა მასალები შინამრეწველობის ენციკლოპედიური ტიპის განმარტებითი ლექსიკონოსათვის…
არაერთი ნაშრომი მიეძღვნა მწერლის ენის პრობლემურ საკითხებს (ბ. ჯორბენაძე, ბალავარი მწერლობისა, 1987 წ., ბ. ჯორბენაძე, პოეზიის ენა, 1999წ.); გ. გოგოლაშვილი, წერილები: გიორგი ლეონიძის ქართული, აკაკი წერეთელი და გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი და ვაჟა. ენისა და კულტურის პრობლემური საკითხები ასევე შეადგენს განყოფილების საკვლევ თემატიკას ბ. ჯორბენაძე, ენა და კულტურა, 1997 წ.
ქართული ონომასტიკონის კვლევა-ძიების შესწავლის მიზნით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებასთან 1993 წელს ჩამოყალიბდა ქართული ონომასტიკის პრობლემური კვლევის ლაბორატორია (სამეცნიერო ხელმძღვანელი მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გურამ ბედოშვილი).
2001 წელს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გურამ ბედოშვილმა გამოსცა ”ქართულ ტოპონიმთა განმარტებით ეტიმოლოგიური ლექსიკონი”, ტ. I. 2003 წელს ლაბორატორიამ აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის 10 წლის იუბილე (შედგა სამეცნიერო კონფერენცია, დღის წესრიგი დაიბეჭდა).
2006 წელს ლაბორატორია შეუერთდა ქართველურ ენათა განყოფილებას.
, _unk. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტრადიციული და პრიორიტეტული ქართველური ენების განყოფილების ძირითად მიმართულებებად რჩება ქართულის, სვანურისა და მეგრულ-ლაზურის კვლევა. უფრო მეტიც, ყურადღება გამახვილდება სვანურისა და მეგრულ-ლაზურის ფონოლოგიურ და მორფოლოგიურ სისტემებზე, სინტაქსისა და სემანტიკის საკითხებზე.

2009 წელს ქართველურ ენათა განყოფილების გამგედ აირჩიეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი

თანამშრომლები

გიორგი გოგოლაშვილი

გიორგი ცოცანიძე
იზოლდა ჩანტლაძე
მურმან სუხიშვილი
ჭაბუკი ქირია

ნარგიზა სურმავა
მედეა საღლიანი
როენა ჭკადუა
ნანა ლოლაძე
ნინო ჭუმბურიძე
მანანა ბუკია
ცირა ჯანჯღავა
ელიზავეტა გაზდელიანი
მარინე ჯღარკავა

ხათუნა ყანდაშვილი
ნატო შავრეშიანი
ლელა გიგლემიანი

ნინო ციხიშვილი

გრანტი (# FR – 17-158)

2020 წლის 17 დეკემბერს გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „ქართული ენის გრამატიკა ნორმასა და ვარიაციებს შორის“  (# FR – 17-158)  შემაჯამებელი პრეზენტაცია.

პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი გ. გოგოლაშვილი არის ცნობილი ენათმეცნიერი, რომელსაც აქვს სამეცნიერო და ორგანიზაციული მუშაობის დიდი გამოცდილება. არის მრავალი მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი; მონაწილეა მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმისა. მისი ხელმძღვანელობით სადოქტორო დისერტაცია მოამზადა 15 ენათმეცნიერმა. იგი იყო საერთაშორისო პროექტის „სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში“ ჯგუფის ხელმძღვანელი (დააფინანსა ფოლკსვაგენის ფონდმა 2006-2009 წ.); გ. გოგოლაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა რუსთაველის ეროვნული ფონდის ორი პროექტი: 2009-2011 წლებში „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია. I. სალიტერატურო ენა“ # A 06-09 და 2013-2016 წლებში „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია. II. დიალექტები“ # 31/12 , რომელთა საფუძველზე გამოქვეყნდა ორი მონოგრაფია. პროფ. გ. გოგოლაშვილი არის ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; თბილისის სახ. უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ქართული ენის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ავტორობით გამოცემული მონოგრაფიებია „ქართული ზმნა“ (2010); „ქართული სალიტერატურო ენა (ნარკვევები)“ (2013). იგი გახვავთ ასევე ხელმძღვანელი და თანაავტორი გამოცემებისა: „თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია“, ტ. I, 2011; ტ. II, 2016. „ახალი ქართული ენა“, წიგნი I და II, 2016. ქართველოლოგიის დარგში ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს: 1. ი.ჭავჭავაძის ფონდის პრემია „საგურამო“ (2012); 2.არნ. ჩიქობავას სახ. სამეცნიერო პრემია (2014) და 3. ი. გოგებაშვილის სახ. სამეცნიერო პრემია (2015).

პროექტის კოორდინატორი პროფესორი თამარ ლომთაძე არის წარმატებული ენათმეცნიერი. ავტორია სამი მონოგრაფიისა, სამოცდაათამდე სტატიისა და ოთხი სახელმძღვანელოსი. მათ შორის სახელმძღვანელო „ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა“ (2008) და მონოგრაფია „თანამედროვე ქართული სოციოლექტები“ (2010). მონაწილეობდა საერთაშორისო გრანტებში, რომლებშიც უკავშირდებოდა სალიტერატურო თუ დიალექტურ ვარიაციებში მიმდინარე ტენდენციების ასახვასა და ანალიზს. მაგალითად, ფოლტსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში“ (2006-2009) შეკრიბა და გააანალიზა თანამედროვე საქართველოში სოციალურ, ეთნიკურ და ასაკობრივ ჯგუფებში გავრცელებული ლექსიკური ერთეულები. 2014-15 წლებში ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით როგორც მიწვეული მკვლევარი (პოსტდოქტორანტურის დონე) იმყოფებოდა ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის გალიციური ენის ინსტიტუტში, სადაც განახორციელა კვლევა „ენობრივი პოლიტიკის დაგეგმარება და იმპლემენტაცია ევროპის ქვეყნებში“. აღნიშნული თემა სწორედ სტანდარტიზაციის, ნორმალიზაციის, კორპუსისა და ენის შეთვისების დაგეგმის საკითხებს მოიცავდა. იგი ასევე გახლავთ ლატვიის მეცნიერებისა და კვლევების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017, 2018 და 2019 წლების კონკურსის გამარჯვებული, თემებით „ენობრივი პოლიტიკა პოსტსაბჭოთა ლატვიაში“, „ტერმინოლოგიური მუშაობა ლატვიაში“ და „ ლატვიურის ენობრივი სახესხვაობანი და დიალექტები“. ხელმძღვანელობდა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ქართველ ებრაელთა მეტყველება ისრაელში“.

ახალგაზრდა მკვლევარი დოქტორი ხ. ყანდაშვილი არის წარმატებული სპეციალისტი. იგი არის რამდენიმე საინტერესო გამოკვლევის ავტორი. მისი ინტერესის სფერო არის როგორც სალიტერატურო ენა, ისე დიალექტები. მან 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხებზე. იგი იკვლევს ახალი ქართული სალიტერატურო ენის პრობლემურ საკითხებს.

ახალგაზრდა მკვლევარი მაგისტრი რ. ჯაიანი არის ანგლისტი. იგი ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობს მთარგმნელ-ლინგვისტის პოზიციაზე. ამიტომ მას ყოველდღიური შეხება აქვს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ნორმებთან. კარგად იცნობს ევროპულ და ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურას. აქვს სამეცნიერო თარგმანის გამოცდილება. იგი გახლავთ რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართველ- ებრაელთა მეტყველება ისრაელში“ ძირითადი მონაწილე.

პროექტის „ქართული ენის გრამატიკა ნორმასა და ვარიაციებს შორის“ მიზანი იყო, შეგვესწავლა ენის გამოყენების, ნორმისა და ვარიაციების ურთიერთმიმართების საკითხები ისტორიულ ჭრილში. ენობრივი დაგეგმარება, რომელიც მოიცავს სტატუსის, კორპუსისა და ენის შეთვისების დაგეგმარებას, არის ენობრივი პოლიტიკის ნაწილი; ენობრივი პოლიტიკა თავის მხრივ არის საგანმანათლებლო, კულტურული, საკომუნიკაციო და ადმინისტრაციული სფეროების ენობრივი ორიენტირების მექანიზმი.  კვლევა დაემყარა სოლიდურ თეორიულ და ემპირიულ მასალას. კვლევის განხორციელების აუცილებლობა გამოწვეული იყო არსებული სიტუაციით: ენის სხვადასხვა ფორმის  ლიმიტაცია და სტრატიფიკაცია რეალობაა, თუმცა ის განიცდის სერიოზულ კრიზისს, რაც გავლენას ახდენს სამაგალითოობისა და ენობრივი იერარქიის იდეაზე. ენობრივმა იერარქიამ, რომელიც წერილობით (ნორმირებულ) ენას ზეპირ ენაზე მაღლა აყენებდა და მას უფრო მნიშვნელოვნად თვლიდა (ეს კი, თავის მხრივ, უფრო მეტ პრესტიჟს ანიჭებდა სალიტერატურო ენას), დაამკვიდრა მიღებადობისა და პრესტიჟის სოციალური ნორმები და დაგმო  ენის გარკვეული ფორმები ვულგარულობისა და უხეშობისათვის. დღეს სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ე. წ. ელიტარული ჯგუფები სალაპარაკო ენას აყენებს წერილობით ენაზე წინ, უნდობლად მიიჩნევს ლიტერატურულ მოდელებს და ახალისებენ ორიგინალურობას. მართებულ და უხეშ სიტყვებს შორის ბარიერი პრაქტიკულად გაქრა. ორთოგრაფიული შეცდომები აღარ აკნინებს მათ, ვინც ამგვარ შეცდომებს უშვებს. ამგვარ სიტუაციაში ნორმების გადახედვა და მოწესრიგება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად იქცა.

ახალი ნორმების ფორმირების პროცესში, ერთი მხრივ, სპეციალისტები მონაწილეობენ, ხოლო მეორე მხრივ, აკანონებენ  ენაზე ძალაუფლების მქონე ინსტიტუციები და პირები. ჩვენ შევისწავლეთ, როგორია მიმართება ნორმირებულ და ვარიაციულ ვარიანტებს შორის, როცა ნორმათა დარღვევიდან ახალ ნორმათა დადგენამდე მივდივართ.

კვლევა გამოდგება ინტერდისციპლინარული კვლევებისათვის, რადგან ენის გამოყენება, ნორმა და ნორმირების პროცესი, როგორც ენობრივი პოლიტიკის ნაწილი, თავისთავად მოიცავს ენობრივი, პოლიტიკური და სოციოლოგიური კვეთის ელემენტებს. ცალკეული ქვეყნების ენობრივი პოლიტიკა კი, თავის მხრივ, საერთაშორისო თანამშრომლობის  ფართო გასაქანს იძლევა, რაც დადასტურდა კიდეც სამეცნიერო ღონისძიებებში წარმოდგენილი თემატიკისადმი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მაღალი ინტერესით.

ენათა განვითარების თანამედროვე ეტაპზე ენის გამოყენების, ნორმისა და ვარიაციების ურთიერთმიმართების შედეგი თითქმის ყველა ქვეყანაში დადგა სამეცნიერო კვლევის დღის წესრიგში. შეიქმნა შრომები და ჩატარდა შესაბამისი სამეცნიერო ღონისძიებები. აღნიშნული მიმართულებით კვლევები საქართველოშიც მიმდინარეობდა. გამოკვლეულია როგორც ენების გამოყენების, ასევე ნორმირების და  დიალექტური ვარიაციების საკითხებიც, თუმცა მათ შორის ურთიერთმიმართებაზე, ახალი ნორმების ფორმირებისას რა შემთხვევებშია ენის ნორმათა დარღვევა გამოსადეგი, როგორ მივდივართ ახალ გრამატიკულ კონსტრუქციებამდე და სხვა მსგავს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო ენის ნორმათა ტიპების, მათი მახასიათებლების, ზოგ შემთხვევაში ენის ნორმათა დარღვევის უპირატესობების, გზა ნორმათა დარღვევიდან ახალ ნორმათა დადგენამდე და სხვა ურთიერთობათა საკითხების კვლევა, რაც ქართულ სინამდვილეში ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის შემდეგ (გასული საუკუნის 30-იანი წლები) კომპლექსურად აღარ მომხდარა.

თანამედროვე ქართული ენა რთული ფენომენია: იგი არის ერთობლიობა, ერთი მხრივ, ქართული სალიტერატურო ენისა და, მეორე მხრივ, ქართული ენის ტერიტორიული, სოციალური თუ პროფესიული დიალექტებისა. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ენობრივი დაგეგმარების შედეგად ((სტანდარტიზაცია, კოდიფიკაცია, ნორმალიზაცია, ენის შეთვისება…) მიღებულ და დამკვიდრებულ სალიტერატურო ენასა და ბუნებრივ ნაირსახეობებთან – დიალექტებთან – ერთად, მულტილინგვისტურ და მულტიკულტურულ საქართველოში არაქართულენოვანი მოსახლეობის ქართული (და არა მხოლოდ ქართული) მეტყველებაც არის საერთო-ეროვნული ენის ვარიაცია; გრამატიკული ვარიაცია არის ყველაზე მზარდი საკვლევი ლაბორატორია ენის ნორმების და მათი მახასიათებლების შესახებ დასკვნების შესამუშავებლად თუ დასამკვიდრებლად. ყველა არსებული ვარიანტის ურთიერთმიმართება _ ურთიერთგავლენა და ურთიერთშეპირობებულობა _ გარდაუვალი აუცილებლობაა. ამიტომაცაა, რომ ერთ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ნორმად მიჩნეული ფორმა, ხოლო მეორე მხრივ – არანორმირებული ვარიანტი შეენაცვლებიან ხოლმე ერთმანეთს. თუ როგორ მიმდინარეობს ენაში ეს პროცესები, როგორია არსებული ვარიანტების ურთიერთმიმართება,  როგორ ხდება გადასვლა ერთი ფორმიდან მეორეზე, ერთი ნორმის ჩანაცვლება მეორით, რას ითვალისწინებენ, რას ემყარებიან ამ დროს საზოგადოება და ენის კანონმდებლები, როგორია ეს პროცესები მსოფლიოში და როგორ უწყობს თანმდევ პროცესებს ნაბიჯს ქართული ენა – ყოველივე ამის ილუსტრირება და მეცნიერული საფუძვლების გარკვევა, ნორმირების პროცესის განვითარების გზების ძიება, ამ გზებზე წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი იყო ჩვენი კვლევის ობიექტი.

პირველად  ქართულ სინამდვილეში (ქართულ ენათმეცნიერებაში)  მოხდა 40 წელზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ, მეცნიერულ ნიადაგზე დამყარებული, მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პირობების გათვალისწინებით, ნორმათა დადგენის პრინციპების შემუშავება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რაც შეიძლება მკვიდრი საფუძველი გამოდგეს ენის ნორმათა დამდგენ მუდმივმოქმედი კომისიისათვის.

ქართული ენის ნორმათა და ვარიაციათა სფეროებში მიმდინარე ტენდენციების საფუძველზე შესაძლებლობა მოგვეცა  გაგვეთვალისწინებინა და გაგვეანალიზებინა ის პრობლემები, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები აყენებს თითქმის ყველა ენის წინაშე, მიმოვიხილეთ სალიტერატურო ენის განვითარების ყოველ ეტაპზე ის რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები, რომლებმაც ენაში დროთა განმავლობაში იჩინა თავი. შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ამ მხრივ სალიტერტურო ქართულსა და ვარიაციების მიხედვით როგორც სახელები და ზმნები (ასევე სხვა მეტყველების ნაწილთა მიხედვითაც), ასევე კომპოზიტური, სინტაქსური, პუნქტუაციური, ლექსიკური ვარიაციები.

სოციოკულტურული ფონის გათვალისწინებით, ვარიაციებში მიმდინარე პროცესების გაანალიზების საფუძველზე, დავასაბუთეთ ახალი ნორმების სისტემაში დანერგვის აუცილებლობა. აღნიშნული მიზნის მიღწევა ქართული ენობრივი სივრცის ზუსტი სურათის წარმოჩენით და იმ ენობრივი ვარიანტების შესწავლით დავიწყეთ, რომლებიც ამ სივრცის ორგანული ნაწილია. არსებული ვარიანტები ორ ჯგუფად დავყავით: 1.სალიტერატურო ნაწილი ქართული ენობრივი სივრცისა (სალიტერატურო ენა, პროფესიული ტერმინოლოგია) და 2.არასალიტერატურო ნაწილი ქართული ენობრივი სივრცისა (ტერიტორიული და სოციალური დიალექტები; მულტილინგვისტური სიტუაციით ნაკარნახევი ვარიანტები, უცხოენობრივი გარემოს გავლენა…). ორივე მათგანის მიხედვით შევისწავლეთ ქართული გრამატიკის პრობლემური არეები გამოყენებას, ნორმასა და ვარიაციას შორის. ვარიაციათა რიგში განვიხილეთ როგორც ტერიტორიული და სოციალური ჯგუფების მეტყველება, ასევე ინტერნეტჩატების, ინტერნეტფორუმებისა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ქართული ენა. თუმცა, მზარდი ინტერესი გრამატიკული (მიკრო) ვარიაციებსა და ემპირიული მასალებისადმი მხოლოდ ლინგვისტური კვლევის ფარგლებში არ იკვეთება. არაპროფესიონალებიც, თავად მოსაუბრეები და არალინგვისტური საზოგადოება მზარდ ინტერესს იჩენს გრამატიკული საკითხების მიმართ, რასაც ასახავს დღევანდელი ტერმინოლოგიური პრობლემებისადმი საზოგადოების ფართო მასების დამოკიდებულება.

წინამდებარე კვლევაში განსაკუთრებულ ყურადღება გავამახვილეთ თემის „ენობრივი პოლიტიკა (სტატუსის, კორპუსისა და შეთვისების დაგეგმვა) და სალიტერატურო ენა“; შესწავლის საჭიროებაზე, როგორი იყო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების როლი ქართული სალიტერატურო ენის ნორმირების ისტორიაში; როგორ იცვლებოდა სხვადასხვა ეტაპზე სალიტერატურო ენისათვის საყრდენი დიალექტი თუ დიალექტთა ჯგუფი. აქვე განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ სამაგალითო ტექსტებს, რომელთა წყაროდ მიჩნეულია მოლაპარაკეები: ცნობილი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სატელევიზიო გადაცემების წამყვანები, მწერლები. ნორმის სპეციალისტების რეაქციები, პირველ რიგში, მათ მეტყველებასთანაა დაკავშირებული. ამასთანავე ენობრივი პოლიტიკა თითქმის ყველა ქვეყნის მაგალითზე გვაჩვენებს, რომ ენის კანონის დამდებნი, ენაზე ძალაუფლების მქონე ინსტიტუციები განსაზღვრავენ სტანდარტული ენის ბედს. კვლევამ აჩვენა, რომ გამონაკლისი არც ქართულია.

ნორმალიზაციის პროცესის ზუსტი აღწერისათვის მოვახდინეთ ქართული სალიტერატურო ენის, ასევე უცხო ენების ნორმირების ტრადიციული გზების, პრინციპებისა და პრაქტიკის შესწავლა-ანალიზი. ენის ნორმების ცვლილების მიზეზებთაგან წამყვანია 4 ფაქტორი: 1. ლინგვისტური ეკონომია; 2. ინოვაცია; 3. ვარიაცია; 4. ევოლუცია. აქედან, ეკონომიურობის ფაქტორი თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებულია, აღნიშნული მოვლენების შემდგომ ენაში იკვეთება  ეფემერული და ტრადიციის დამაფუძნებელი გრამატიკული კონსტრუქციების თანაარსებობა.

ქართული ენობრივი სივრცის ანალიზმა წარმოაჩინა, რომ უცხოური ენების გავლენა საკმაოდ მასშტაბურია ქართულ ენაზე. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ტერმინოლოგიის სფეროში; სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ტერმინოლოგიურ რეკომენდაციებზე გავამახვილეთ, რისთვისაც ტერმინოლოგიური პროცესის წარმატებით წარმართველი ქვეყნების ანალოგიები მოვიშველიეთ. ვიმსჯელეთ სესხებისა და პურიზმის საკითხებზე თანამედროვე განვითარებული ქვეყნების მაგალითების მიხედვით. სესხების პროცესის შედეგების წარმოსაჩენად ყურადღება გავამახვილეთ კალკის შესახებ, განსაკუთრებით, სინტაქსური კალკირების საკითხებზე. ეს გავლენები არის ერთ-ერთი წყარო ვარიაციების წარმოქმნისა.

რადგან თანამედროვე ეპოქაში ნორმირების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეების წინაშე ვდგავართ, ამიტომ კარგი იქნება, თუ აღნიშნულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს შესაბამისი ინსტიტუციები და ამავდროულად, მუდმივად მოხდება ზეპირ მეტყველებაზე დაკვირვება და სადავო ფორმებისათვის დროის მოკლე მონაკვეთში შესაბამისი სტატუსის მიცემა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ენობრივ იდეოლოგიებზე ყურადღების გამახვილება, რაც მომავალი პროექტის თემად გვესახება. აღნიშნული მიმართულებით კვლევები კიდევ უფრო გაამყარებს ნორმირების აუცილებლობის დასაბუთებას. კვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციები შემდეგი სახით შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

ნორმათა დადენის ძირითადი პრინციპები უნდა დაზუსტდეს:

  • როცა ვსაუბრობთ „გავრცელებულობის“ პრინციპზე, დასკვნების სიზუსტისათვის აუცილებელია ანგარიში გაეწიოს საანალიზო მასალის არა მხოლოდ მოცულობას (საანალიზო გვერდების რაოდენობა…), არამედ მასალის შინაარსს, თემატიკას…ეს შესაძლებლობას მოგვცემს მეტნაკლებად ზუსტი დასკვნებისას…
  • ნორმის დადგენისას ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ისტორიზმის პრინციპი: მაგ.: თუნდაც -ავ თემისნიშნიანი  ზმნების  I თურმეობითში პარალელურ -ავ//-ია თითქმის თანაბარი გავრცელების ვარიანტთაგან -ავ-ს უპირატესობა სწორედ ისტორიული პრინციპის გამო მიენიჭა; მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ -ავ თემისნიშნიანთა იმ ჯგუფში, რომლებიც ისტორიულად უთემისნიშნონი იყვნენ, ისტორიულად სწორი -ია დაბოლოებაა… ამის გათვალისწინება დასკვნისას აუცილებელია…
  • ნორმის დადგენისას პრინციპულად გათვალისწინებული უნდა იქნეს ენობრივი ფაქტის განვითარების ტენდენცია; სიფრთხილეა საჭირო, ენობრივი ტედენციის საწინააღმდეგო ნორმა არ იქნეს მიღებული (ასე მოხდა ვტირი//ვტირი-ვარ ვარიაციების შემთხვევაში… ნორმა ამ შემთხვევაში ტენდენციის შემაფერხებელ საშუალებად იქნა გამოყენებული)…
  • აუცილებელია თუ არა ყველა პარალელურ ვარიანტთაგან ნორმატული ვარიანტის ძიება? მაგალითად, დარგა//დარგო, დაამყნა//დაამყნო (შესაბამისად: დავრგი//დავრგე, დავამყენი//დავამყნე; ან: დავრგა//დავრგო, დავამყნა//დავამყნო)? გრამატიკული ფორმაწარმოების თვალსაზრისით ეს ვარიანტები თანაბარუფლებიან ჩანს… საჭიროა მათი ისტორიის კვლევა და განვითარების ტენდენციის გარკვევა, რომ სწორი ნორმატული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული; მაგრამ ამ ეტაპზე არ ჩანს აუცილებელი ერთერთისათვის უპირატესობის მინიჭება…
  • დაუდგენელი ნორმის „ნორმად მიჩნევა“ სახიფათო მოვლენა ჩანს: იქნეს თუ იქნას? ორთოგრაფიული ცნობარები და ნორმატული ლექსიკონები პირველს წარმოგვიდგენს ნორმად; ე.ი. იქნას არასწორიაო… ნორმის უქონლობა ზოგადად ამ საკითხში აბნევს მკითხველს – სხვა მსგავს შემთხვევაში რომელს მიენიჭოს უპირატესობა: გაიხსნას//გაიხსნეს; დაიძრას//დაიძრეს? (ამ სინქრონულად ერთგვარი ფაქტების ისტორია პრინციპულად განსხვავებულია…). ორთოგრაფიული ლექსიკონის ინიციატივები ნორმის დადგენის პროცესის ხელისშეშლელი არ უნდა იყოს…
  • ამ პროექტზე ჩვენმა მუშაობამ კარგად აჩვენა, რომ, მართალია, არ მოხერხდება ყველა საკითხის ერთბაშად მოგვარება, მაგრამ მოსაგვარებელ საკითხთა ერთგვარი აღნუსხვა მაინც უნდა ხდებოდეს; ნორმატულმა სახელმძღვანელოებმა და ორთოგრაფიულმა ცნობარებმა ხელი რომ არ შეუწყოს არასწორი ფორმების დამკვიდრებას, ასე ვთქვად, „ნორმად ქცევას“ (მაგ.; ამგვარ ცნობარებში „ამქვეყნად“ ერთად იწერება და „იმ ქვეყნად“ ცალცალკე…).
  • ნორმალიზაციის ხაკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მწერლის „ენობრივი თავისუფლების“ პრობლემას; ეს გარკვეულწილად გრამატიკასაც ეხება, მაგრამ გაცილებით ფართოდ პუნქტუაციას (ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცადეთ ამის ჩვენება პროექტში)… აუცილებელია ამ „ენობრივი თავისუფლების“ ჩარჩოებზე ფიქრი…

მეორე სფერო გახლავთ ლექსიკა. თანამედროვე ქართული მოდერნიზაციას სწორედ ამ მხრივ საჭიროებს. ტერმინის საბოლოო დამკვიდრებამდე რამდენიმე აუცილებელი საფეხურის გავლა უნდა მოხდეს, რომელთაგან ზოგი გადამწყვეტია, ზოგიც კი სასურველი:

  • ტერმინის შექმნა,
  • ტემინის დამტკიცება,
  • ტერმინების გასაჯაროება/რეკლამირება
  • ტერმინთა მოდიფიკაცია,
  • ტერმინთა განსაზღვრებების სრულყოფა
  • საზოგადოების ტერმინოლოგიური საჭიროებების გამოკვლევა.

საბოლოო პრეზენტაცია ჩავატარეთ თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში, რომელიც გახლავთ ძირითადი ბაზა სახელმწიფო ენის დეპარტამენტისათვის ახალ ნორმათა მიწოდების მხრივ. როგორც მოსალოდნელი იყო პროექტის შედეგებმა დიდი ინტერესია გამოიწვია როგორც მეცნიერთა, ასევე ფართო საზოგადოებრივ წრეებში.

ბიბლიოგრაფია:

  • Abraham, Werner & Josef Bayer, eds. 1993. Dialektsyntax (Linguistische Berichte, Sonderheft 5). Opladen: Westdeutscher Verlag;
  • Barbiers, S., L. Cornips & J.P. Kunst. 2007. “The Syntactic Atlas of the Dutch Dialects (SAND): A corpus of elicited speech and text as an on-line Dynamic Atlas”. Creating and Digitizing Language Corpora: Vol. 1, Synchronic Databases ed. by J. Beal, K. Corrigan & H. Moisl. Palgrave-Macmillan: Hampshire;
  • Cornips, Leonie & K.P. Corrigan. 2005. Syntax and Variation. Reconciling the Biological with the Social (Current Issues in Linguistic Theory 265). Amsterdam & Philadelphia: John Benjamins;
  • Deumert, Anna & Wim Vandenbussche, eds. 2003. Germanic Standardizations. Past to present. Amsterdam&Philadelphia: Jonh Benjamins;
  • Dubenion-Smith, Shannon Andrew. 2007. Verbal Complex Phenomena in the West Central German Dialects. Dissertation, University of Wisconsin-Madison;
  • Duden-Grammatik. 1935. Der grobe Duden. Grammatik der deutschen Sprache. Bearb. von Otto Basler. Leipzig: Bibliographisches Institut;
  • Gilles, Peter & Claudine Moulin. 2003. “Luxembourgish”. Germanic standardizations. Past to present ed. by A. Deumert & W. Vandenbussche, 303-329. Amsterdam & Philadephia: John Benjamins.
  • Labov, William. 1966. The Social Stratification of English in New York City. Washington, DC: Centre or Applied Linguistics;
  • Milroy, James & Lesley Milroy. 1985. Authority in Language. Investigating Language Prescription and Standardisation. London & New York: Poutledge&Kegan Paul;
  • Milroy, James & Lesley Milroy. 1997. “Varieties and Variation”. The Handbook of Sociolingusitics. ed. by F. Coulmas. 47-64. Oxford: Blackwell.
გრანტი (# 217430) “სვანური ტოპონიმიკა“

 

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი N 217430 სვანური ტოპონიმიკა“

 

2020 წლის 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე, შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ პლატფორმა ზუმის მეშვეობით გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური საგრანტო პროექტის ”სვანური ტოპონიმიკა” (№ 217430) ფარგლებში მომზადებული ამავე სახელწოდების მონოგრაფიის  პრეზენტაცია. (გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს: როენა ჭკადუამ, ელისაბედ გაზდელიანმა, ლელა გიგლემიანმა, მედეა საღლიანმა, ნატო შავრეშიანმა)

შო­თა  რუს­თა­ვე­ლისეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის 2016  წლის კონ­კურს­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის „სვა­ნუ­რი ტონ­პო­ნი­მი­კა (ფუნ­და­მენ­ტურ-გამო­ყე­ნე­ბი­თი გამო­კვლე­ვა ტო­პო­ნი­მუ­რი ლექ­სი­კო­ნითურთ)“ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად გამოიცა ვრცე­ლი მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­შრო­მი დიდ­ძა­ლი ტო­პო­ნი­მუ­რი მა­სა­ლის შე­მცვე­ლი ლექ­სი­კო­ნით. ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი წიგ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ბეჭ­და ფი­ლო­ლოგ­ი­ის მე­ცნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის ამ­ბა­კო ჭკა­დუ­ას მი­ერ სვა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი და აღ­ნუს­ხუ­ლი ტო­პო­ნი­მუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­სკო­ლო რვე­უ­ლის ფურ­ცლებ­ზე იყო ჩა­წე­რი­ლი. ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ პრო­ექტ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­მა (ე. გა­ზდე­ლი­ა­ნი, რ. ჭკა­დუა, მ. სა­ღლი­ა­ნი, ლ. გიგ­ლე­მი­ა­ნი, ნ. შავ­რე­ში­ა­ნი) ა. ჭკა­დუ­ას ხელ­ნა­წე­რი შრო­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლად და­ა­მუ­შა­ვა და გამოსცა. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იქ­მნა ელექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სია. მონოგრაფია შედგება 756 გვერდისაგან.

წიგ­ნის მე­ო­რე  ნა­წი­ლი ეთ­მო­ბა ფუნ­და­მე­ნტურ გამო­კვლე­ვას სვა­ნურ ტო­პო­ნიმ­თა შე­სა­ხებ.

  1. პროექტის განხორციელების (მიმდინარეობის) მოკლე აღწერა:

წინამდებარე კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2016 წელს დაფინანსებული პროექტის − “სვანური ტოპონიმიკა (ფუნდამენტურ-გამოყენებითი გამოკვლევა ტოპონიმური ლექსიკონითურთ)”) №217430− ფარგლებში.

სამეცნიერო პროექტის მიზანი იყო მონოგრაფიის მომზადება.

I ნა­წილ­ში და­ი­ბეჭ­და ტო­პო­ნი­მურ ერ­თე­ულ­თა ლექ­სი­კო­ნი, რი­თაც ხორ­ცი შე­ეს­ხმე­ბა მრა­ვა­ლი თა­ო­ბის ლინ­გვისტ­თა ოცნე­­ბას – დღის სი­ნათ­ლე ეხი­ლა ხელ­ნა­წე­რის სა­ხით გა­სუ­ლი გა­უკ­უ­ნის 60-70-იან წლებ­ში ჩა­წე­რილ უნი­კა­ლურ ნა­შრომს, რის შე­დე­გა­დაც რო­გორც ქარ­თველ, ისე უცხო­ელ ქარ­თვე­ლო­ლო­გებს ხელ­თ ექ­ნე­ბათ დიდ­ძა­ლი მა­სა­ლა შე­მ­დგო­მი ტო­პო­ნი­მი­კუ­რი კვლე­ვა-ძი­ე­ბი­სა­თვის.

II ნა­წილ­ში და­ი­ბეჭ­და ტო­პო­ნი­მუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვა-ანა­ლი­ზი. უა­ფიქ­სო ტო­პო­ნიმ­თა პა­რა­ლე­ლუ­რად შე­სწავ­ლილ იქ­ნა ძი­რე­უ­ლი მო­რფე­მე­ბი, სა­წარ­მო­ე­ბე­ლი აფიქ­სე­ბი, კომ­პო­ზი­ტუ­რი ტო­პო­ნი­მე­ბის ტი­პე­ბი, სინ­ტაგ­მუ­რი ტო­პო­ნი­მე­ბი, რო­გორც ატ­რი­ბუ­ტუ­ლი, ასე­ვე გე­ნე­ტი­ურ მსა­ზღვრე­ლი­ა­ნი ტო­პო­ნიმ­ები. და­დგე­ნილ იქ­ნა მსაზ­ღვრელ-სა­ზღვრუ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი რი­გი, გამო­ვლე­ნილ იქ­ნა ისე­თი სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს აღარ იხ­მა­რე­ბა.

 მოეწყო 1 ექსპედიცია: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.  ექსპედიცია გულისხმობდა არსებული ტოპონიმების გადამოწმება-შემოწმებას. შეიქმნა ფოტო და ვიდეო მასალა)

პროექტის ფარგლებში ძირითადმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო 1 ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში,  8 მოხსენება კი წაკითხულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (კიევი, პოლონეთი, პარიზი, მახაჩკალა). სვანური ტოპონიმების საკითხებზე 5 სტატია გამოქვეყნდა ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალში, ერთი კი − საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში.

  1. პროექტის შედეგი და  ეფექტი:

            პროექტის განხორციელების შედეგად  გამოიცა ვრცე­ლი მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­შრო­მი „სვანური ტოპონიმიკა“, დიდ­ძა­ლი ტო­პო­ნი­მუ­რი მა­სა­ლის შე­მცვე­ლი ლექ­სი­კო­ნით. ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი წიგ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ბეჭ­და ფი­ლო­ლოგ­ი­ის მე­ცნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის ამ­ბა­კო ჭკა­დუ­ას მი­ერ სვა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი და აღ­ნუს­ხუ­ლი ტო­პო­ნი­მუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­სკო­ლო რვე­უ­ლის ფურ­ცლებ­ზე იყო ჩა­წე­რი­ლი. ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ პრო­ექტ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­მა (რ. ჭკა­დუა, ე. გა­ზდე­ლი­ა­ნი, ლ. გიგ­ლე­მი­ა­ნი, მ. სა­ღლი­ა­ნი, ნ. შავ­რე­ში­ა­ნი) ა. ჭკა­დუ­ას ხელ­ნა­წე­რი შრო­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლად და­ა­მუ­შა­ვა და გამოსცა.

II ნა­წილ­ში და­ი­ბეჭ­და ტო­პო­ნი­მუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვა-ანა­ლი­ზი.

პრო­ექტ­ზე მო­მუ­შა­ვე­თა მი­ერ შე­სწავ­ლილ იქ­ნა სე­მან­ტიკ­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და სა­ხელ­თა ეტი­მო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის კუ­თხი­თაც.

  1. განხორციელებულპროექტის გავლენა მიმართულების სფეროზე ან მის განვითარებაზე:

წიგ­ნი, რო­მელ­იც დაიბეჭდა, ერ­თი მხრივ, ზე­მო-ქვე­მო სვა­ნე­თის თით­ქმის სრუ­ლი მა­სა­ლა ტო­პო­ნი­მე­ბისა და, მეო­რე მხრივ, ამ ტო­პო­ნიმ­თა სტრუქ­ტუ­რულ-სე­მან­ტი­კურ-ეტი­მო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი, მე­ტად ფა­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა თვით ენათ­მეც­ნი­ერ­თა­თვის და ამა­ვე დროს მო­მიჯ­ნა­ვე დის­ცი­პლი­ნე­ბი­სა­ და, ზო­გა­დად, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვი­საც.