კონკურსი გამოცხადდა 2024 წლის 30 მაისს …

კონკურსი გამოცხადდა 2024 წლის 30 მაისს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი

ერთეულის  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ლექსიკოლოგიის განყოფილებაში  მეცნიერი თანამშრომლის 0,5 საშტატო ერთეული    (4 წლის ვადით ) სამსახურში მისაღებად.

საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიღება   იწარმოებს პირველი ივლისიდან 2024 წლის 7 ივლისის ჩათვლით,  10.00-დან 17.00 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიეროკვლევით ერთეულში –  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში.

მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306.

ტელ.: (+995) 599 400728; (+995) 577 502854

საკონკურსო დოკუმენტების მიღება ასევე იწარმოებს

ელექტრონულ მისამართზე: giglemianilela5@gmail.com

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: თსუ რექტორის ბრძანება N131/01-01-28.05.2024