XLIV რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესია

პატივცემულო კოლეგებო!

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ XLIV რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიაზე, რომელსაც თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტი ჩაატარებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 2024 წლის შემოდგომაზე.

კონფერენცია გაიმართება თელავში (ჩატარების ზუსტი დრო  გეცნობებათ მოგვიანებით).

სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!)

უნდა გამოგზავნოს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში ელექტრონული ფოსტის  შემდეგ მისამართზე: giglemianilela5@gmail.com

 მოხსენებების მიღება 20 აგვისტომდე.

მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის:

მოხსენების მოცულობა — არაუმეტეს 5 გვერდისა;

გვერდის ფორმატი: – А4; ფონტი – სილფაინი, ზომა 11;

ინტერვალი – 1,5;

ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14;

დამოწმება ტექსტში – ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი მრგვალ ფრჩხილებში: (ა. შანიძე 1953, 75; გ. დეეტერსი 1930, 125);

ბიბლიოგრაფია − სტატიის ბოლოს ანბანზე დაალაგეთ გამოყენებული იტერატურა შემდეგი ნიმუშით:

  • წიგნის ციტირების დროს:

. შანიძე 1953 – ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. მორფოლოგია, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1953.

. დეეტერსი 1930 – G. Deeters, Das khartvelische verbum, Leipzig, 1930.

  • სტატიის ციტირების დროს:

არნ. ჩიქობავა 1940 – არნ. ჩიქობავა, მესამე პირის სუბიექტის უძველესი ნიშანი ქართველურ ენებში: ენიმკის მოამბე, ტ. 5-6, თბილისი, 1940.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი