26 ივნისს, 15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის …

ოთხშაბათს, 26 ივნისს, 15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 206 აუდიტორიაში გაიმართება აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას მონოგრაფიის „დედაენა – დვრიტა ქართული ეროვნული სულისა“ წარდგენა.

წიგნი მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (SP-22-303) ფარგლებში).