სიახლეები

იქტორინა მზეენაობა

 თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებამ 2018 წლის 14 აპრილს გამართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა „მზეენაობა“, რომლის მიზანიც იყო გამართულად მეტყველების წახალისება ფართო საზოგადოებაში. სულხან-საბა ორბელიანი „მზეენაობას“ განმარტავს, როგორც „ნათლად მეტყველებას“. ვიქტორინის თემაც სწორედ ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების საკითხები იყო. განყოფილებამ მოამზადა, ორგანიზება გაუკეთა ვიქტორინას, გამოავლინა და დააჯილდოვა გამარჯვებულები. ღონისძიების თითოეულ ეტაპზე ჩართული იყო განყოფილების ყველა თანამშრომელი (თ. ვაშაკიძე, თ. ბურჭულაძე,  ქ. დათუკიშვილი, მ. ლაბარტყავა, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი და ნ. ჯორბენაძე).