განყოფილება დაარსდა ნ. მარის სახ. ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი) 1936 წლის მაისში და მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა ვ. თოფურიას.
განყოფილების გეგმაში იყო: მასალების ამოწერა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ლექსიკონისათვის, ეტიმოლოგიების ამოწერა საენათმეცნიერო და საისტორიო ლიტერატურიდან, მასალების ამოწერა სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისათვის (ქეგლ).
მოკლე ხანში გამოიცა არნოლდ ჩიქობავას ”ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი” (1938) და დასაბეჭდად მომზადდა: ”ქართველურ ენათა ლექსიკა”, II; თედო სახოკიას ” ხატოვან სიტყვა-თქმათა ლექსიკონი” [გამოიცა 1950 55 წლებში (სამ წიგნად) და 1979 წელს (ერთ წიგნად)]. 1941 წელს დამთავრდა ქართული განმარტებითი ლექსიკონისათვის სიტყვანის შედგენა (სულ 260000 ბარათი).
ლექსიკოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ:
1936 39წ.წ. ვარლამ თოფურია.
1939 41წ.წ. (ლექსიკოლოგიისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება) ვარლამ თოფურია.
1942 43წ.წ. ვუკოლ ბერიძე.
1943 45წ.წ. კარპეზ დონდუა.
1945 46წ.წ. არნოლდ ჩიქობავა.
1946 49წ.წ. სოლომონ იორდანიშვილი.
1949 65წ.წ. სტეფანე მენთეშაშვილი.
1965 88წ.წ. მიხეილ ჭაბაშვილი.
1988 99 წლის 1/IV მდე ავთანდილ არაბული.
1999 წ. 1/IV დან 2002 წ. 1/VIII მდე ალექსი ჭინჭარაული.
2002 წ. 1/VIII დან ავთანდილ არაბული.
სხვადასხვა დროს განყოფილებაში მუშაობდნენ:
ა. არაბული, ი. ასათიანი, ლ. ასათიანი, მ. აშაძე, თ. ბეროზაშვილი, ლ. ბერიაშვილი, ლ. ბინიაშვილი, რ. გაგუა, მ. გალდავაძე, ა. კალანდაძე, მ. კანდელაკი, მ. კელენჯერიძე, მ. მესხიშვილი, ლ. ნოზაძე, ბ. საბაშვილი, ლ. სოხაძე, ბ. წერეთელი, ა. ჭინჭარაული, ნ. ჭოხონელიძე, ვ. ხერხეულიძე, მ. ხომასურიძე, ლ. ქადაგიძე, ნ. ჭინჭარაული, ა. ჭაბაშვილი, ნ. თაქთაქიშვილი, მ. მირზაშვილი, მ. ჩაჩანიძე, მ. ასლანიკაშვილი, ნ. მაისურაძე, მ.ჭაბაშვილი, ლ. ურუშაძე…
1945 წლის ივლისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან შეიქმნა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ქეგლ) კომისია, რომელსაც დაევალა რვატომიანი განმარტებითი ლექსიკონის შედგენის ხელმძღვანელობა; კომისიის თავმჯდომარე არნ. ჩიქობავა, წევრები: გიორგი ახვლედიანი, ვუკოლ ბერიძე, სიმონ ვაჩნაძე, ვარლამ თოფურია, თამარ ლომოური, გიორგი წერეთელი, სიმონ ჯანაშია, სწავლული მდივანი ბიძინა ფოჩხუა (1945), სტეფანე მენთეშაშვილი (1946-1951), მიხეილ ჭაბაშვილი (1951-1958).
კომისიის განკარგულებაში იყო სიტყვანი, შედგენილი ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მიერ წინა (1936-1941) წლებში. ქეგლ ის სამუშაო აპარატს წარმოადგენდა ენის (1950 წლიდან ენათმეცნიერების) ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება თავისი თანამშრომლებით, რომელნიც მონაწილეობას იღებდნენ სიტყვანის განმარტებებში.
ქეგლ ის
I ტომი (ა ბ) გამოვიდა 1950 წელს (ტომის რედაქტორი არნ. ჩიქობავა);
II ტომის (გ) გამოიცა 1951 წელს (ტომის რედაქტორი გ. წერეთელი);
III ტომი (დ ე) გამოვიდა 1953 წელს (რედაქტორი ვ. თოფურია);
IV ტომი (ვ ლ) გამოვიდა 1955 წელს (რედაქტორები არნ. ჩიქობავა, მ. ჭაბაშვილი);
V ტომის (მ ნ) გამოვიდა 1958 წელს (რედაქტორები ს. ვაჩნაძე, ო. კახაძე);
VI ტომი (ო უ) 1960 წელს (რედაქტორები ბ. ფოჩხუა და მ. ჭაბაშვილი);
VII ტომი (ფ შ) 1962 წელს (რედაქტორები ქ. ლომთათიძე, სტ. მენთეშაშვილი, პ. გაჩეჩილაძე);
VIII ტომი (ჩ ჰ) (რედაქტორები ივ. გიგინეიშვილი, ბ. ფოჩხუა).
სპეციალურ ტერმინთა განმარტებაში რედაქციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა დარგისა და სფეროს მოწვეული სპეციალისტები. პარალელურად ხდებოდა მასალის ახალი დოკუმენტაციით შევსება, საილუსტრაციო მასალის წყაროებთან შედარება, გრამატიკული კვალიფიკაციების შემოწმება და სხვა მრავალი ტექნიკური სამუშაო, რომელთაც ასრულებდნენ როგორც განყოფილების, ისე მთელი ინსტიტუტის თანამშრომლები.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი სულ შეიცავს 112949 სიტყვას.
1971 წელს განმარტებითი ლექსიკონის მთავარ რედაქტორს და ტომების რედაქტორებს მიენიჭათ საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია.
განყოფილებაში შექმნილია და დაცულია საილუსტრაციო (სადოკუმენტაციო) ფონდები: ქეგლ ისა 3 მილიონამდე ბარათის შემცველი (ამ ფონდების შევსება განუწყვეტლივ გრძელდება) და ძველი ქართულისა შეიცავს დაახლოებით 1,5 მილიონ ბარათს.
ქეგლ-ის რვა ტომის გარდა განყოფილების მიერ გამოიცა:
1945 წ. ქეგლის შედგენის ძირითადი პრინციპები (არნ. ჩიქობავა).
1948 წ. ქეგლ ის საცდელი მონაკვეთი (ა თ ასოებზე).
1949 წ. ს.ს. ორბელიანის ”სიტყვის კონა ქართული რომელი არს ლექსიკონი” (ავტოგრაფიული ხელნაწერის მიხედვით) გამოსცა ს. იორდანიშვილმა.
1960 წ. ხევსურულის თავისებურებანი (ალ. ჭინჭარაული).
1964 წ. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, შემდგენელი მ. ჭაბაშვილი (მე 2 გამოც. 1973 წ., მე-3 – 1989 წ.).
1969 წ. ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი (ალ. ჭინჭარაული).
1973 წ. ”ვეფხისტყაოსნის” სიმფონია ფუძეთა და სიტყვა-ფორმათა ინდექსი (რედაქტორები მ. ჭაბაშვილი, ალ. ჭინჭარაული).
1974 წ. ი. ასათიანის ჭანური ტექსტები, I, ხოფური კილოკავი.
1976 წ. პ. გაჩეჩილაძის – იმერული დიალექტის სალექსიკონო მასალა.
1977 წ. ალ. ჭინჭარაულის აკაკი შანიძე მთის მკვლევარი.
1977 წ. ალ. ჭინჭარაულის ვაჟა ფშაველას თხზულებათა ტექსტის დადგენისათვის.
1978 წ. ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში (ლ. ასათიანი)
1982 წ. ქართლური დიალექტის ლექსიკონი (მასალები). შემდგენლები: თ. ბეროზაშვილი, მ. მესხიშვილი, ლ. ნოზაძე.
1986 წელს და მეორედ (ორ ნაკვეთად) 1990 წელს 8 ტომეულის საფუძველზე გამოიცა ქეგლის ერთტომეული (მთ. რედაქტ. არნ. ჩიქობავა).
1988 წ. – თ. ბეროზაშვილის – ტექსტისა და მისი ავტორის დადგენის ენობრივი საშუალებანი (”ისტორიათა და აზმანთა“ მასალაზე).
1987 წლიდან გამოდის კრებული ”ეტიმოლოგიური ძიებანი“ (გამოვიდა ექვსი ტომი).
2001 წ. – ზმნური და სახელური ფუძექმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში (ა. არაბული)
2004 წ. – ქართული მეტყველების კულტურა (ა. არაბული)
2005 წ. – ხევსურული ლექსიკონი (შემდგ. ალ. ჭინჭარაული, რედაქტორი ავთ. არაბული).
2006 წ. – ქართლური ლექსიკონი (მ. მესხიშვილი). 2007-2008 წ.წ. სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (თ. ბეროზაშვილი). 2008 წ.წ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ახალი რედაქცია, მთ. რედაქტორი ა. არაბული).
ლექსიკოლოგიის განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობდნენ ინვერსიული ლექსიკონის შედგენაში; ილია აბულაძის ძვ. ქართ. ენის ლექსიკონის ინვერსიული საძიებლის შედგენაში; აქვეყნებდნენ წერილებს სხვადასხვა კრებულებში, მოხსენებებით გამოდიოდნენ სამეცნიერო სესიებზე, კონფერენციებზე; კონსულტაციას უწევდნენ სხვა დარგის სპეციალისტებს, სხვადასხვა დაწესებულებას ლექსიკოლოგია ლექსიკოგრაფიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ლექსიკოლოგიის განყოფილების ბაზაზე 1990 წლის მარტში დაარსდა ისტორიულ ეტიმოლოგიური ლექსიკონის ლაბორატორია, რომელიც დაკომპლექტდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის რამდენიმე თანამშრომლითა და მოწვეული სპეციალისტით: ე. ოსიძე, შ. გაბესკირია, ნ. მახარაძე, ნ. კილაძე, ე. გიუნაშვილი, ი. ქერქაძე, მ. არეშიძე, ნ. ბაღათურია, ქ. პეტრიაშვილი, ლ. ქაროსანიძე. ხელმძღვანელობა დაევალა მ. ჩუხუას.
სხვადასხვა დროს ლაბორატორიაში მუშაობდნენ: ც. ბარამიძე, მ. ერქომაიშვილი, მ. კობიაშვილი, რ. რამიშვილი, მ. რობაქიძე, ზ. ქავთარაძე, დ. ღლონტი, ე. შენგელია, ნ. ხახიაშვილი.
ქართული ენის ისტორიულ ეტიმოლოგიური ლექსიკონის მომზადების მიზნით მიმდინარეობდა საენათმეცნიერო ლიტერატურის დამუშავება: ეტიმოლოგიზებულ ძირ ფუძეთა ამოწერა წინასწარ შემუშავებული წესების მიხედვით. 2002 წელს ლაბორატორია ლექსიკოლოგიის განყოფილებას შეუერთდა.
ამჟამად, მუშაობა წარმოებს ძირითადად სამი მიმართულებით:
1. ქეგლ-ის (რვატომეულის) ახალი რედაქცია;
2. ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი;
3. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი.
2006 წელს ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგედ აირჩიეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ კორესპონდენტი ავთანდილ არაბული.