საერთაშორისო კონფერენცია – სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მართავენ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები.
კონფერენცია გაიმართება 2025 წლის 14-15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თეზისები მიიღება ელფოსტით შემდეგ მისამართზე: interconference@tsu.ge
კონფერენციის ძირითადი თემები:
- სალიტერატურო ენის ნორმები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა;
- ენათა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის პრობლემები: კოდიფიკატორ(ებ)ის როლი; ენის კოდიფიკაციის ძირითადი ტენდენციები;
- ენის სტანდარტიზაციაზე მოქმედი ფაქტორები (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ტექნოლოგიური…);
- სალიტერატურო ენის ნორმების დანერგვა საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით;
- საზოგადოების დამოკიდებულება სალიტერატურო ენის ნორმებისადმი.
თეზისების მიღების ვადა: 25 თებერვალი, 2025
თეზისების შეფასება (დადასტურება): 5 მარტი, 2025
კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 მარტი, 2025