კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
კავკასიოლოგიის ინსტიტუტი

არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი


კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი
9-12 ნოემბერი, 2010


ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი ატარებს კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესს თემაზე:

,,კავკასიური ცივილიზაცია (ისტორია და თანამედროვეობა)’’


კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ თეზისები (20 წუთი მოხსენებისათვის, 10 წუთი დისკუსიისათვის). კონგრესის პროგრამაში ჩართული იქნება მოხსენებები მიძღვნილი კავკასიოლოგიის პრობლემატიკისადმი: იბერიულ-კავკასიური, არეალური და პალეოკავკასიური ლინგვისტიკა, კავკასიის ხალხთა ისტორია, კულტურულ-სოციალური და პოლიტიკური ანთროპოლოგია.
კონგრესის სამუშაო ენებია: ქართული, რუსული და ინგლისური. თეზისები მიიღება ამ ენათაგან ორ ენაზე სრულად ელექტრონული ფოსტით, Word-ის ფორმატით, სპეციალური ნიშნებისათვის უნიკოდის გამოყენებით. თეზისები ორივე ენაზე არ უნდა აღემატებოდეს ნაბეჭდ ორ გვერდს. უნდა მიეთითოს მოხსენების სათაური, ავტორი ან ავტორები, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი, ფაქსი.
სარეგისტრაციო გადასახადი 60€ (პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელთათვის_40 € )

თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 28 მაისი


საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება მოხსენების მიღების შესახებ ავტორისათვის ცნობილი იქნება  2010 წლის 25 ივნისს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საორგანიზაციო კომიტეტს:

კონგრესის თავმჯდომარე: ცირა ბარამიძე

ელ-ფოსტა:  Caucasiology@gmail.com
tsirabaramidze@gmail.com
kvitsiani@yandex.ru

ვებ-გვერდი: www.humanities.tsu.ge /congress/
www.caucasints.tsu.ge
www.tsu.ge

საქართველო, თბილისი; 128. ი. ჭავჭავაძის პრ. 1

ტელ. + 995  32  223161;                +995  99584709
+995  97 510 619