მონოგრაფიები

ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა

 

მონოგრაფიები

ლექსიკონები


მ ო ნ ო გ რ ა ფ ი ე ბ ი

 

2000 – 2024 წ.წ.


 

 

2024 წელი

სათაური − მწერლის ენის საკითხები(PDF)
ავტორი − მაკა ლაბარტყავა
რედაქტორები − პროფ.თ. ვაშაკიძე, აკად. წევრ.კორ., პროფ. ვ. შენგელია
გამოცემის თარიღი − 2024 წ.
ტექნიკური რედაქტორი − ლ. ვაშაკიძე
რეზიუმეს ინგლისური თარგმანი – რ. ჯაიანი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. რატიანი
პუბლიკაციის სახეობა −  მონოგრაფია
პუბლიკაციის ენა − ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური
გვ. -188
ISBN 978-9941-36-211-8

 

ანოტაცია −  კრებულში გაერთიანებულია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს           გამოქვეყნებული წერილები, რომლებიც ეძღვნება ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების შემოქმედებას, მათში გაანალიზებულია პოეტიკური თუ ენობრივ-სტილისტიკური მახასიათებლები.

 


სათაური – სახელურ ომონიმთა ისტორია ქართულ დიალექტურ ლექსიკაში

(მასალები ისტორიულეტიმოლოგიური ლექსიკონისათვის (PDF)
ავტორი ნინელი ჭოხონელიძე
რედაქტორი . ჩუხუა
რეცენზენტები:

მ. ბუკია

რ. რამიშვილი

ე. შენგელია
გამოცემის თარიღი – 2024 .
ტექნიკური რედაქტორი . ვაშაკიძე
ოპერატორი . გაბროშვილი
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
პუბლიკაციის ენა ქართული
გვ. – 1053

ISBN 978-9941-36-035-0

 

ანოტაცია  წიგნ­ში წარმო­დგე­ნი­ლია დიალექტურ ლექსიკასთან დაკავშირებული  2327 ომო­ნი­მი (5586 ომო­ნი­მუ­რი ცა­ლი სი­ტყვა-სტა­ტია). ნა­შრო­მი ემ­ყა­რე­ბა ემ­პი­რი­ულ მა­სა­ლას, ქარ­თუ­ლი ენის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებს, დი­ა­ლექ­ტო­ლო­გი­ურ და ქარ­თვე­ლურ ენა­თა მო­ნა­ცე­მებს. გან­ხი­ლუ­ლია ამა თუ იმ სი­ტყვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სე­ბი და, შე­ძლე­ბის­დაგ­ვა­რად, მა­თი წარმო­მავ­ლო­ბი­სა და ეტი­მო­ლო­გი­ის სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­აც. და­წე­რი­ლია ის­ტო­რი­ულ-შე­და­რე­ბი­თი მე­თო­დის გა­თვა­ლის­წი­ნე­ბით. გან­კუთ­ვნი­ლია ქარ­თვე­ლუ­რი ენე­ბის ლექ­სი­კის ის­ტო­რი­ულ-ეტი­მო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა­თვის.

 



2023 წელი

სათაური ფაუნის ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი) (PDF)
ავტორი – ნანა მაჭავარიანი
რედაქტორი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მ. ჩუხუა
გამოცემის თარიღი2023 წ.
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. პაპიაშვილი
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
ფოტო ყდაზე – ლევან ახმეტელისა
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური
გვ. – 160
ISBN 978-9941-36-152-4
ანოტაცია – ნაშრომის მიზანია აფხაზური ენის ფაუნის აღმნიშვნელი ლექსიკის, რაც შეიძლება, სრული ასახვა; თითოეული სახელდების მოტივის დადგენა, სახელწოდებების სისტემატიზაცია სემანტიკურ-სტრუქტურული თვალსაზრისით; ლექსიკის ნასესხები ნაწილის გამოყოფა აფხაზური ენის საფუძველზე შექმნილ სახელწოდებათაგან; აფხაზურ ენაში ფაუნის ლექსიკის სტრუქტურული მოდელების გამოყოფა, მათში მეტყველების სხვადასხვა ნაწილთა, თუ მორფემათა გამოვლენა და შეძლებისდაგვარად ახსნა.

ნაშრომში აღწერილი და რეკონსტრუირებულია ფაუნის ლექსიკის შექმნისა და ჩამოყალიბების მოდელები, მოცემულია ზოგიერთი სახელწოდების ეტიმოლოგიური ანალიზი.

ფაუნის ლექსიკაში ასე თუ ისე აისახება ეთნოსის საცხოვრებელი გარე-მოც. კვლევის შედეგები აფხაზთა ისტორიული საცხოვრისის ზოგად შტრიხებში განსაზღვრის საშუალებასაც იძლევა.

წიგნი ერთგვარად წარმოადგენს ჩვენი ადრინდელი მონოგრაფიის „მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი)“ ლოგიკურ გაგრძელებას. იმდენად, რამდენადაც მცენარეების სახელწოდებათა მონოგრაფიული შესწავლის შემდგომ ჩვენ განვაგრძეთ მუშაობა ფაუნის ლექსიკის შესასწავლად.

წიგნის შესავალი ნაწილიც, საკითხის გარშემო არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვაც, მცირედი ცვლილებებით, არსებითად ისეთივეა, როგორიც „მცენარეთა ლექსიკის“ შესახებ მონოგრაფიაში.

ნაკვლევი გამოადგებათ იბერიულ-კავკასიური ენების, კერძოდ აფხაზურ-ადიღური ენების ფონეტიკის, მორფოლოგიისა და ლექსიკის მკვლევარ ენათმეცნიერებს, აფხაზთა პირველსაცხოვრისის განსაზღვრით დაინტერესებულ ეთნოგრაფებსა და ისტორიკოსებს.

ხელს შეუწყობს აფხაზური ენის ლექსიკის მკვლევრებს თეორიული თუ პრაქტიკული სახელმძღვანელოების, ეტიმოლოგიური და იდეოგრაფიული ლექსიკონების შედგენაში.


2022 წელი

სათაურიბიბლიოგრაფია ოსი ხალხის შესახებ (PDF)
ავტორი− მარინე ბულეიშვილი, რუსუდან მურღულია
რედაქტორები:
პროფ. ვალერიან ითონიშვილი
პროფ. მერაბ ჩუხუა
ტექნ. რედაქტორი – ლევან ვაშაკიძე
ოპერატორი – თინათინ გაბროშვილი
გვ. – 592
გამოცემის თარიღი − 2022 წ.


2021 წელი

სათაური მართლწერის 80 რეკომენდაცია მედიისათვის

რეკომენდაციებზე მუშაობდნენ:

თეა ბურჭულაძე
ქეთევან დათუკიშვილი
თამარ ვაშაკიძე (რედაქტორი)
მაკა ლაბარტყავა
ვახტანგ მაღრაძე
თეა ტეტელოშვილი
ნინო ჯორბენაძე

რეცენზენტები: გიორგი გოგოლაშვილი,
ვაჟა შენგელია

გამოცემის თარიღი – 2021 წ.

ტექნ. რედაქტორი – ლევან ვაშაკიძე
ოპერატორი – რუსუდან რატიანი

 


***

სათაური − კასპის რეგიონის ტოპონიმია
ავტორი −ვახტანგ მაღრაძე
რედაქტორები: აკად. წევრ.-კორ., პროფ. [ივანე გიგინეიშვილი]
ფილოლ. მ. დ., პროფ. შუქია აფრიდონიძე
რეცენზენტები: აკად., პროფ. ზურაბ ჭუმბურიძე
ფილოლ. მ. დ. [გურამ ბედოშვილი]
ტექნ. რედაქტორი – ლევან ვაშაკიძე
გამოცემის თარიღი – 2021 წ.


2020 წელი

სათაური აფხაზური ენის აფიქსები და მოდალური ელემენტები (PDF)
ავტორი – ნანა მაჭავარიანი
რეცენზენტი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვ. შენგელია
გამოცემის თარიღი2020 წ.
ტექნიკური რედაქტორი ლ. ვაშაკიძე
რეზიუმეს ინგლისური თარგმანი – რ. ჯაიანი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. პაპიაშვილი
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
გარეკანის დიზაინერი – მარიამ ებრალიძე
პუბლიკაციის ენა – აფხაზურ-ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური
გვ. – 145
ISBN 978-9941-13-956-7
ანოტაცია – აფხაზური აგლუტინაციური ტიპის ენაა; სხვა იბერიულ-კავკასიურ ენათა მსგავსად, იგი გამოირჩევა სახელურ და ზმნურ სიტყვაფორმათა მაწარმოე- ბელი მორფემების სიუხვით. აფხაზური ენის მორფოლოგიის უკეთ წარმოჩენის მიზნით ამ ენაში არ- სებულ ფორმანტთა განხილვა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. აფხაზური ენის აფიქსთა და მოდალურ ელემენტთა სისტემატიზაცია საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ ფონემათა ფორმანტებად ან ფორმანტებში გამოყენების სიხშირესაც. წიგნში სათანადო საილუსტრაციო მასალით წარმოდგენილია: სახელუ- რი მორფემები, ზმნის პირ-კლასის, მოდალურ კატეგორიათა და დრო-კილო- თა მაწარმოებელი, ფინიტურობა-ინფინიტურობის, საგარემოებო და სამიმარ- თებო, მადინამიკურებელი ელემენტები, დამოუკიდებელ სიტყვათაგან მო- მდინარე ე. წ. ლოკალური და სხვა შინაარსის პრევერბები და სხვ. ზოგ შე- მთხვევაში წარმოდგენილია აფიქსთა და მოდალურ ელემენტთა გენეზისის გარკვევის ცდა – ეტიმოლოგია. ნაშრომს ერთვის აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვა, გამოყენე- ბული ლიტერატურა და რეზიუმე ინგლისურ ენაზე. წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მეცნიერებისათვის და აფხაზური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.


სათაური ქართული ენის ფერეიდნული დიალექტი
ავტორები მარინა ბერიძე, ლია ბაკურაძე
ტიტული − თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
რედაქტორები:
მანანა ბუკია
ციცინო კვანტალიანი
კონსულტანტები:
მანანა კობაიძე
ზაქარია ფურცხვანიძე
გვ. – 895
გამოცემის თარიღი − 2020
გამომცემლობა „მერიდიანი“


***

სათაური −შეგრძნებასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში (მოკლე ლექსიკონი)
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი ნატალი რაზმაძე
ტექნიკური რედაქტორი – თინათინ გაბროშვილი


***

სათაური მეგრულ-ლაზური ინტონაცია
ავტორი ეთერ შენგელია, მაია მემიშიში, ნათია ფონიავა
ტიტული − თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
რედაქტორი − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორ., პროფ. ვაჟა შენგელია
ტექნიკური რედაქტორილევან ვაშაკიძე
გვ. – 368
გამოცემის თარიღი − 2020
გამომცემლობა − უნივერსალი

პუბლიკაციის ენა − ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური, თურქული


 2019 წელი

სათაური -კავკასიის ალბანური ენის გრამატიკული ანალიზი
ავტორირომან ლოლუა


2018 წელი

 

სათაური –აფხაზურ-ქართული ლექსიკონი ინდექსითა და გრამატიკული მიმოხილვით (PDF)

ავტორი – ნანა მაჭავარიანი
რედაქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ვ. შენგელია
რეცენზენტი: ე. შენგელია
გამოცემის თარიღი2018 წ.
ტექნიკური რედაქტორი ლ. ვაშაკიძე
რეზიუმეს ინგლისური თარგმანი – რ. ჯაიანი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. პაპიაშვილი
პუბლიკაციის სახეობ – ლექსიკონი
პუბლიკაციის ენა – აფხაზურ-ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური
გარეკანის დიზაინერი– თ. ჩირინაშვილი
გვ. – 344
ISBN 978-9941-13-791-4

ანოტაცია – წიგნში წარმოდგენილია 7000-სიტყვიანი აფხაზურ-ქართული ლექსიკონი ინდექსითა და გრამატიკული მიმოხილვით. ნაშრომს ერთვის გამოყენებული ლიტერატურა და რეზიუმე ინგლისურ ენაზე. წიგნი გამოადგებათ სტუდენტებს, მკვლევრებს და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს.


***

 

სათაური ფხაზური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელმეტყველების გათვალისწინებით) ტექსტებითა და ლექსიკონით (PDF) 

ავტორი – ნანა მაჭავარიანი, რიტა ამიჭბა-მარღანია
რეცენზენტისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვ. შენგელია
გამოცემის თარიღი2018 წ.
ტექნიკური რედაქტორი ლ. ვაშაკიძე
რეზიუმეს ინგლისური თარგმანი – რ. ჯაიანი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. პაპიაშვილი
პუბლიკაცის სახეობ – სახელმძღვანელო
გარეკანის დიზაინერი თ. ჩირინაშვილი
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
პუბლიკაციის ენა – ქართული, აფხაზური
გვ. – 360
ISBN 978-9941-13-734-1

ანოტაცია „აფხაზური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელო“ მოიცავს აფხაზური ენის პრაქტიკული შესწავლისათვის გამიზნულ გაკვეთილებს, რომლებიც აფხაზური ენის ფონოლოგიური სისტემის გათვალისწინებითაა აგებული. თითოეულ გაკვეთილში გაერთიანებულია წარმოთქმის ადგილისა და ჟღერადობის მიხედვით გაერთიანებული ფონემები. თითოეული ფონემა დახასია- თებულია აგრეთვე თავისი მორფოლოგიური ფუნქციის მიხედვითაც, გარდა დრო-კილოთა მაწარმოებელ აფიქსებში მათი მონაწილეობისა (ეს საკითხი განხილულია დრო-კილოთა კატეგორიების განხილვისას). მოცემულია აფხა- ზურიდან ქართულად და ქართულიდან აფხაზურად სათარგმნი ტექსტები, სავარჯიშოები, მოხმობილია ანდაზები და აფორიზმები… თითოეული გაკვე- თილის ბოლოს ჩამოთვლილია ამ გაკვეთილში არსებული ახალი სიტყვები. სახელმძღვანელოს ერთვის აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვა, გამოყენებული ლიტერატურა, რეზიუმე ინგლისურ ენაზე, აფხაზური ტექ- სტები ქართული სიტყვასიტყვითი თარგმანით, 7000 – სიტყვიანი აფხაზურ- ქართული ლექსიკონი. წიგნი განკუთვნილია აფხაზური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.


***

სათაური სახელურ ომონიმთა ისტორია ქართულში
(მასალები ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონისათვის (PDF)
ავტორი – ნინელი ჭოხონელიძე
რედაქტორი მ. ჩუხუა
რეცენზენტები:
ე. შენგელია ნ. ხახიაშვილი
გამოცემის თარიღი2018 წ.
ტექნიკური რედაქტორი ლ. ვაშაკიძე
ოპერატორი თ. გაბროშვილი
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
პუბლიკაციის ენა – ქართული
გვ. – 745

ანოტაცია – წიგნში წარმოდგენილია დაახლოებით 1070 ომონიმი (2800 ომონიმური ცალი სიტყვა-სტატია). ნაშრომი ემყარება ემპირიულ მასალას, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან წერილობით წყაროებს, დიალექტოლოგიურ და ქართველურ ენათა მონაცემებს. განხილულია ამა თუ იმ სიტყვასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული თვალსაზრისები და, შეძლებისდაგვარად, მათი წარმომავლობისა და ეტიმოლოგიის საკუთარი ინტერპრეტაციაც. დაწერილია ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გათვალისწინებით. განკუთვნილია ქართველური ენების ლექსიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.


2017 წელი

სათაური აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები (აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების გათვალისწინებით) ტექსტებითა და ლექსიკონით (PDF)
ავტორი – ნანა მაჭავარიანი
რედაქტორისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვ. შენგელია
გამოცემის თარიღი2017 წ.
ტექნიკური რედაქტორი ლ. ვაშაკიძე
რეზიუმეს ინგლისური თარგმანი – რ. ჯაიანი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – თ. გაბროშვილი
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური
გვ. – 222
ISBN 978-9941-13-627-6

ანოტაცია  წინამდებარე მონოგრაფიაში წარმოდგენილია აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკული სტრუქტურის აGწერითი ანალიზი და აყარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების თავისებურებანი. აფხაზური ენის სისტემისა და ისტორიის უკეთ წარმოსაჩენად დიდი მნიშვნელობა ენიყება როგორც აფხაზეთში გავრცელებულ დიალექტთა მონაცემების შესწავლას, ისე აფხაზეთიდან გეოგრაფიულად მოწყვეტილ არეალებში წარმოდგენილი აფხაზური მეტყველების თავისებურებათა გათვალისწინებას. ნაშრომს ერთვის ჩვენ მიერ საველე მუშაობისას მოპოვებული მასალა (ჯანრობრივად მრავალფეროვანი ტექსტები სიტყვასიტყვითი ქართული თარგმანით) და მოკლე (1900-მდე ლექსიკური ერთეულის შემცველი) აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. წიგნი განკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარ- თათვის, თეორიული ენათმეცნიერების სპეციალისტებისათვის, კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტთა და კავკასიის ხალხთა კულტურისა


2016 წელი

სათაური − გეოგრაფიული ობიექტების საზოგადო სახელები ქართულში (PDF)
ავტორი − მაკა ლაბარტყავა
რედაქტორი − პროფ.თ. ვაშაკიძე
რეცენზენტები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ვაჟა შენგელია, აკად.დოქტ. ლალი ბინიაშვილი
გამოცემის თარიღი 2016 წ.
ტექნიკური რედაქტორი ლ. ვაშაკიძე
რეზიუმეს ინგლისური თარგმანი – რ. ჯაიანი
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. რატიანი
პუბლიკაციის სახეობ −  მონოგრაფია
პუბლიკაციის ენა − ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური
გვ. -176
ISBN 978-9941-13-537-8

 

ანოტაცია − ნაშრომში გაანალიზებულია გეოგრაფიულ ობიექტთა საზოგადო სახელები, კერძოდ, მთა-ბარისა და წყლის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები შესაბამისი თემატური ჯგუფების სტრუქტურული მოდელების გათვალისწინებით. ყურადღება ექცევა მათს წარმომავლობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

წიგნი განკუთვნილია ენათმეცნიერთათვის, დაინტერესებული მკითხველისათვის.


2015 წელი

სათაური ენათმეცნიერული შტუდიები (PDF)
ავტორი – ნანა მაჭავარიანი
რედაქტორიფილოლოგიის მეცნიერებატა დოქტორი, პროფესორი მედეა ღლონტი
რეცენზენტი
– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვ. შენგელია
გამოცემის თარიღი2015 წ.
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. პაპიაშვილისა
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური, რუსული
გვ. – 220
ISBN 978-9941-466-04-5

ანოტაცია – წინამდებარე კრებულში წარმოდგენილ ნანა მაჭავარიანის სა-მეცნიერო სტატიებში განხილულია აფხაზური და ქართული ენების მორფოლოგიისა და ლექსიკოლოგიის საკითხები, მოცემულია არაერთი აფხაზური თუ ქართული ლექსემის ეტიმოლოგიის ცდა.

სამეცნიერო ნაშრომები წაკითხულია მოხსენებებად ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე; გამოქვეყნებულია სხვადასხვა პერიოდულ ენათმეცნიერულ გამოცემაში. სტატიები დალაგებულია ქრონოლოგიურად. თითოეულ ნაშრომთან მითითებულია, რომელი გამოცემიდან არის გადმობეჭდილი ცალკეული მათგანი.

წიგნი განკუთვნილია ენათმეცნიერთათვის, სტუდენტებისა და ენათმეცნიერების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

 


***

სათაურილაზურ-მეგრული გრამატიკა. I. მორფოლოგია
ავტორიჭაბუკი ქირია, ლალი ეზუგბაია, ომარ მემიშიში, მერაბ ჩუხუა
ტიტული – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
გვ. -1070
გამოცემის თარიღი – 2015 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი
გამომცემლობა – მერიდიანი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – ინგლისური

 


2014 წელი

სათაური –ბეჟუტური ენა

ავტორი –  ნოდარ არდოტელი

გამოცემის თარიღი – 2014 წ.

Ardoteli N.-Bejituri Ena-2014


2011 წელი

სათაური – პირისა და რიცხვის გრამატიკული კატეგორია სვანურში
ავტორი – მედეა საღლიანი
ტიტული – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – მურმან სუხიშვილი, როენა ჭკადუა
გვ. – 233
ზომა – 28X20
ISBN –978-9941-10-347-6
გამოცემის თარიღი – 2011 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი
გამომცემლობა – მერიდიანი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები – უღლება,პირი, რიცხვი, პარადიგმა, სუბიექტური, ობიექტური.

ანოტაცია –  – გამოკვლევა ”პირისა და რიცხვის გრამატიკული კატეგორია სვანურში” შეიქმნა დღემდე არსებულ სამეცნიერო სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობითა და თანამედროვე სვანური მრავალფეროვანი დიალექტოლოგიური მასალის სინქრონიულ- დიაქრონიული ანალიზის საფუძველზე. ნაშრომში თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილია თითოეულ საკითხთან დაკავშირებული პარადიგმატული სისტემა, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც სვანური ენის პუბლიკაციებში წარმოდგენილი, ასევე ავტორის მიერ საველე პირობებში მოპოვებული სათანადო საილუსტრაციო მასალა. აღნიშნული საკითხის კვლევა მხოლოდ ტრადიციულად ცნობილი სვანური დიალექტების (ბალსზემოურის, ბალსქვემოურის, ლაშხურისა და ლენტეხურის) მასალის ანალიზით არ შემოიფარგლება. გამოყენებულია როგორც სათანადო ჩოღურული მასალა. ასევე ლახამურული კილოკავის მონაცემებიც. გამოკვლევას თან ერთვის ფუძეთა და სიტყვა-ფორმათა საძიებელი.


***

ЗаголовокГлагольные категории в Абхазском и грузинском языках, вступающие в синтаксические отношения(PDF)
Автор– Мачавариани Нана Мухрановна Редактор академик К. В. Ломтатидзе Рецензенты:  проф. Л. П. Чкадуа проф. С. У. Пазов
проф. А. И. Арабули
Дата выпуска
2011
Компьютерная вёрстка–Р. Папиашвили
Тип публикации Монография
Язык публикации– Русский
стр. – 143
ISBN 978-9941-0-3777-1

Аннотация В работе анализируются глагольные категории, вступающие в синтаксические связи, выделяются общие и специфические особенности образования названных категории, что имеет существенное значение с точки зрения историко-сравнительного изучения не только рассматриваемых, но и всех иберийско-кавказских языков в целом.

Особое внимание уделяется выявлению общего и различного в принципе образования морфологических категорий; по мере возможности объясняются некоторые исторические принципы возникновения общих и различных явлении.

В предлагаемой работе на основе обобщения накопленных в кавказоведении позитивных данных впервые предпринимается по- пытка историко-сравнительного изучения и сравнения принципов образования названных категорий в абхазском и грузинском языках; выдвигаются некоторые новые соображения.

Теоретическое и практическое значение результатов исследования обусловливается возможностью использования выводов и наблюдений автора при составлении научной грамматики грузинского и абхазского языков, в курсе школьной грамматики, а также в исследовании близкородственных иберийско-кавказских языков. Эмпирический материал изучен посредством описательного и историко-сравнительного методов; по мере необходимости к анализу привлекались данные других иберийско-кавказских языков


2010 წელი

სათაური – მასალები საენათმეცნიერო ტერმინთა ლექსიკონისათვის ( PDF)
ავტორი – გიორგი ახვლედიანი
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – მიხეილ ქურდიანი, შემდგენელი მარინე ოსაძე
გვ. – 153
ზომა – 19\14 სმ.
ISBN
გამოცემის თარიღი – 2010 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მერიდიანი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა
პუბლიკაციის სახეობა – ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები – ტერმინოლოგია, ტერმინი, ფონეტიკა, შესიტყვება

ანოტაცია – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერნინოლოგიის განყოფილებაში იქმნება საენათმეცნიერო ტერმინთა ლექსიკონი, რომელშიც აისახება ქართულ საენათმეცნიერო ტერმინთა ისტორია ბერძნულ-რომაული თუ მოგვიანო (ევროპული) წყაროების გათვალისწინებით. ამ სალექსიკონო მასალის ნაწილი გამოიცემა ნაკვეთებად.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს გიორგი ახვლედიანის შრომებიდან ამოკრებილ ტერმინებს თავიანთი განმარტებებით.
მასალა დალაგებულია ანბანთრიგზე.რთული ტერმინოლოგიური შესიტყვებები ბუნებრივი წყობითაა წარმოდგენილი. მასალა ამოწერილია გიორგი ახვლედიანის შრომებიდან.


***

 

სათაური – შრომები 1
ავტორი – არნოლდ ჩიქობავა
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – ა. არაბული
გვ. – 640
ზომა -25\18
ISBN – 978-9941-10-282-0
გამოცემის თარიღი – 2010
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მერიდიანი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა
პუბლიკაციის სახეობა – კრებული
საკვანძო სიტყვები – ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, კოორდინაცია, დიალექტოლოგია, ლოგიციზმი, ფსიქოლოგიზმი…

ანოტაცია – ნაშრომში შესულია სხვადასხვა დროს სხვადასხვა კრებულში დაბეჭდილი წერილები: ვინის რეფლექსები ფერეიდნულში; ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების
”წელიწდეულის” წინასიტყვაობა; -ყე ნაწილაკი ფერეიდნულში და მისი მნიშვნელობა გრამატიკა-ლოღიკის ურთიერთობის თვალსაზრისით; ზოგადი თვალსაზრისისათვის (პრინციპული შენიშვნები); გრძელი ხმოვნები მთიულურში; გარე-კახეთი დიალექტოლოგიურად;
ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენისათვის; ’’წარმართ’’ სიტყვის ისტორიისათვის;
ფერეიდნულის მთავარი თავისებურებანი; რატომ არის აუცილებელი ბრუნვათა რიგის შეცვლა ქართულში? აგრეთვე მონოგრაფია ’’მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში, I , ქვემდებარე-დამატების საკითხი ძველს ქართულში’’.

 


***

სათაური – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტომი ΙΙ.
ავტორი
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – ავთანდილ არაბული, ლალი ბინიაშვილი, მანანა კელენჯერიძე.
გვ. – 1680
ზომა 28,7 სმ. X 19,5 სმ.
ISBN 978-9941-10-083-3 (მრავალტომეული)
ISBN 978-9941-10-285-1 (ΙΙ ტომი)
გამოცემის თარიღი – 2010 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მერიდიანი
მომხმარებელი – ქართველოლოგები, ფილოლოგები, პედაგოგები, მოსწავლეები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა
პუბლიკაციის სახეობა – ლექსიკონი.
საკვანძო სიტყვები

ანოტაცია – ΙΙ ტომის ახალი რედაქცია, რომელიც გან მონაკვეთს მოიცავს, განახლებულია არსებითად ყველა პარამეტრით: უნიფიცირებულია კვალიფიკაციები, დაზუსტებულია ფორმათა და მნიშვნელობათა მონაცემები, მეტად არის დიფერენცირებული სიტყვათა პოლისემიური შინაარსი. რაც მთავარია, ტომი გამდიდრდა ახალი ლექსიკური მასალით, ფრაზეოლოგიზმებითა და შეივსო ცოცხალი ილუსტრაციებით როგორც კლასიკოსთა მეკვიდრეობიდან, ისე თანამედროვე წყაროებიდან. სიტყვათა რაოდენობა გაიზარდა 10 000-მდე ერთეულით, წიგნის მოცულობა გაიზარდა.


***

სათაური – ქართული ზმნა ( PDF)
ავტორი – გიორგი გოგოლაშვილი
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – ავთანდილ არაბული ; მიხეილ ქურდიანი
გვ. – 519
ზომა -24 \ 17
ISBN –978-9941-10-237-0
გამოცემის თარიღი – 2010 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მერიდიანი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები – ზმნა, ფორმაწარმოება, უღლება, მწკრივი, თემა

ანოტაცია – მონოგრაფია ეძღვნება ქართული ზმნის პრობლემატიკას.მასში თავმოყრილია ავტორის მიერ მრავალწლიანი კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები, პრინციპები, რომლებიც ქართული ზმნის ფორმაწარმოების ურთულეს სისტემასთან არის დაკავშირებული.
ავტორი დეტალურად მიმოიხილავს ისტორიულ წინაპირობებს, დაწყებული პირველი ფილოლოგიური გრამატიკებიდან – ვიდრე აკაკი შანიძემდე, რამაც მოამზადა საკვლევი პრობლემატიკის დღევანდელი ვითარება. ავტორი გვთავაზობს ენობრივ მონაცემთა აღწერით ანალიზს, პარარელურ ჭრილში წარმოადგენს როგორც ძველი ქართულის, ისე თითქმის ყველა დიალექტის ზმნური ფორმაწარმოების მონაცემებს. მონოგრაფიაში თავმოყრილია არსებითად ყველა საკითხი, დაკავშირებული სამივე სერიისა და მათში შემავალ მწკრივთა შესახებ.
მკვლევარმა ჩამოაყალიბა ქართული ზმნის უღლების რვამწკრივიანი პარადიგმა.


***

სათაური – კოდორული ქრონიკები (გამოკვლევებითურთ) ტომი I
ავტორი – იზა ჩანტლაძე, ქეთევან მარგიანი-დადვანი, ქეთევან მარგიანი-სუბარი, მედეა საღლიანი, რუსუდან იოსელიანი
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რუსთაველის ფონდი
მასალები ქართველურ ენათა შესწავლისთვის
რედაქტორი – სარედაქციო საბჭო: ნოდარ ანდღულაძე, ავთანდილ არაბული, გურამ ბენდიანიშვილი, თინათინ ბოჭორიშვილი,თეიმურაზ გვანცელაძე, იოსტ გიპერტი, გიორგი გოგოლაშვილი, ლალი ეზუგბაია, მანანა თანდაშვილი, ხათუნა იოსელიანი, ჯანრი კაშია, ანა მესხი, მიხეილ ქურდიანი, (მთავარი რედაქტორი) ზურაბ ჭუმბურიძე.
გვ. – 836
ზომა -28\20
ISBN –978-9941-9097-8-8
გამოცემის თარიღი – 2007-2010
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – გლობალ-პრინტი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – ინგლისური, რუსული
პუბლიკაციის სახეობა – ტექსტები გამოკვლევებითურთ
საკვანძო სიტყვები – ქართველური ენები,დიალექტი, ინტერფერენცია, დიგლოსია, ბილინგვიზმი.

ანოტაცია – წიგნში პირველადაა შესწავლილი კოდორის ხეობის ზემო წელის(resp. დალის) მოსახლეობის სვანური მეტყველება. მასში მთავარი ყურადღება ექცევა ინტერფერენციულ პროცესებს,დიგლოსიასა და ბილინგვიზმს. ავტორთა მიერ წარმოდგენილ გამოკვლევებში დასმულია საკითხი კოდორული მეტყველებისა, როგორც ბალსზემოურ და ბალსქვემოურ დიალექტთა შერევის შედეგად მიღებული ენობრივი ერთეულის გამოყოფის შესახებ სვანურში.
”კოდორული ქრონიკები” ეძღვნება რუსეთ-საქართველოს ომის დროს (1992წ.) აფხაზეთში გმირულად დაღუპულ ვაჟკაცთა ნათელ ხსოვნას, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ტექსტების უმრავლესობა მათ ცხოვრებას ასახავს, თუმცა აქვეა დაბეჭდილი ეთნოლოგიური ყოფის ამსახველი თუ ფოლკლორული მასალებიც.
წიგნი გამოქვეყნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული რუსთაველის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 


***

სათაური – მეგრულ-ლაზურის გრამატიკის საკითხები ( PDF, WORD )
ავტორი – ლალი ეზუგბაია
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – თედო უთურგაიძე
გვ. – 249
ISBN –978-9941-10-239-4
გამოცემის თარიღი – 2010 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მერიდიანი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები – რიცხვის კატეგორია, სუბიექტური და ობიექტური პირი, მორფოსინტაქსი, სემანტიკა, კოორდინაცია, ერგატიული კონსტრუქცია.

ანოტაცია – ნაშრომში წარმოდგენილია მეგრულ-ლაზურის მორფოლოგიური, მორფონოლოგიური, მორფო-სინტაქსური და სემანტიკური სისტემების კვლევა ორი ძირითადი გრამატიკული კატეგორიის მიხედვით: ერთი მხრივ ესაა გრამატიკული რიცხვის კატეგორია, რომელიც საზიაროა სახელებისა და ზმნისთვის, რითაც ის უნივერსალურ კატეგორიად გვევლინება და წარმოაჩენს ენობრივ სისტემებში მიმდინარე თანმხვედრ პროცესებს; გაანალიზებულია პირის კატეგორია, როგორც მორფონოლოგიურ, ასევე ფუნქციონალურ დონეზე.აგრეთვე განხილულია ერგატიული კონსტრუქციის პრობლემატიკა, როგორც იბერიულ-კავკასიური ენების განმასხვავებელი მახასიათებელი.


2009 წელი

სათაური – ზემოსვანურ დიალექტთა მორფოსინტაქსური ანალიზის ზოგი ასპექტი
ავტორი – ქეთევან მარგიანი-სუბარი
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – იზა ჩანტლაძე; თეიმურაზ გვანცელაძე
გვ. – 251
ზომა – 14X20
ISBN –978-9941-9079-5-1
გამოცემის თარიღი – 2008-2009
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მწიგნობარი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები – მორფოლოგია; სინტაქსი; ორფუძიანი ბრუნება; ინტერფერენცია.

ანოტაცია – ნაშრომში ასახულია კოდორის ხეობის სვანური მეტყველების ის თავისებურებები, რომლებიც ბალსზემოური და ბალსქვემოური დიალექტების წარმომადგენელთა საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ერთსა და იმავე სოფლებში თანაცხოვრებით გამოწვეულმა ურთიერთზეგავლენამ (ინტერფერენციამ) განაპირობა. შეკრებილი მასალების ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია სვანური ენის რიგი სპეციფიკური საკითხი (ბრუნების ორფუძიანობა, ექსკლუზივ-ინკლუზივის პრობლემა, ზედსართავისა და ზმნიზედის ხარისხის ”გაქვავებული” ფორმები…); ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია ტრადიციულისგან რამდენადმე განსხვავებული ხედვა.


***

სათაური – ინგუშური ენა
ავტორი – მერაბ ჩუხუა
ტიტული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი – ნუგზარ წიკლაური
გვ. – 271
ზომა -25,0 სმ. X 16,5 სმ.
ISBN – 978 9941 13 131 8
გამოცემის თარიღი – 2009 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – უნივერსიტეტის გამომცემლობა
მომხმარებელი – კავკასიოლოგები, ქართველოლოგები, სტუდენტები.
პუბლიკაციის ენა – ქართული, რუსული
რეზიუმეს ენა – ქართული, რუსული
პუბლიკაციის სახეობა – სახელმძღვანელო
საკვანძო სიტყვები – ფონეტიკა, ფონოლოგია.

ანოტაცია – ნაშრომში ავტორის ჩანაფიქრია შექმნას ინგუშური ენის სრული მეცნიერული კურსი. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ენობრივი იერარქიის მნიშვნელოვანი საფეხური _ ფონეტიკა ფონოლოგიის ძირითადი საკითხები. გამოვლენილია ინგუშური ენის ხმოვნებისა და თანხმოვანთა სისტემის პარადიგმატულ სინტაგმატური ჩვენების ძირითადი კანონზომიერებანი. მოცემულია სერიოზული ცდა ზოგი კომპლექსის გენეზისის დადგენისა.


***

სათაური – ადამიანი და ცხოველები
ცხოველებთან დაკავშირებული ლექსიკის პრაგმატული ლექსიკონი
ავტორი – გვანცა გვანცელაძე
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – გუჩა კვარაცხელია
გვ. – 250
ზომა – 14/19
ISBN – 978-9941-12-820-2
გამოცემის თარიღი – 2009
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – უნივერსალი
მომხმარებელი – ლინგვისტი, პედაგოგი, ეთნოლოგი
პუბლიკაციის ენა – ქართული
პუბლიკაციის სახეობა – ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები – ლექსიკონი, ლექსიკა, სიტყვა, მეტაფორა, ანთროპონიმი

ანოტაცია – გამოცემაში წარმოდგენილია ცხოველთა სამყაროსთან დაკავშირებული ლექსიკის მეტაფორული გამოყენების ამსახველი მასალა, ქართული მხატვრული ლიტერატურისა და სასაუბრო მეტყველების მონაცემთა საფუძველზე, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელობები ენიჭება აღნიშნულ ლექსიკას ადამიანის მახასიათებელთა როლში გამოსვლისას. ლექსიკონში შესულია თანამედროვე ქართულ სამწიგნობრო ენაში არსებული ცხოველთა სახელები.ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობის გვერდით მიწერილი აქვს მეორეული მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ექსპრესიულ-ემოციური მახასიათებლის როლში.


***

სათაური – ცხოველთა სახელები, როგორც ადამიანის მახასიათებლები ქართულში
ავტორი – გვანცა გვანცელაძე
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – გუჩა კვარაცხელია
გვ. – 102
ზომა – 14/19
ISBN – 978-9941-12-810-6
გამოცემის თარიღი – 2009
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – უნივერსალი
მომხმარებელი – ლინგვისტი, ეთნოლოგი, ფოლკლორისტი სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა – ქართული
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები – სემანტიკა, ლექსიკა, პრაგმატიკა,ანთროპონიმი

ანოტაცია – ნაშრომი წარმოადგენს მეორე ნაწილს გამოკვლევისა “ცხოველთა სახელები, როგორც ადამიანის მახასიათებლები ქართულში” (პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 2005 წელს). მასში გაანალიზებულია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ცხოველთა სახელები ადამიანის მახასიათებელთა როლში ხალხურ პოეზიასა და ანდაზებში და თანამედროვე ქართულ ენაში, აგრეთვე განიხილება საკითხი ცხოველთა სახელების ადამიანის საკუთარ სახელებად (ანთროპონიმებად) გამოყენების შესახებ XI-XVII საუკუნეთა ქართულ იურიდიულ დოკუმენტთა მონაცემების მიხედვით.


***

სათაური – ნაზმნარი სახელები დიდოურ ენებში
ავტორი – ნოდარ არდოტელი
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების იმსტიტუტი
რედაქტორი – ვაჟა შენგელია
გვ. – 223
ზომა – 20/15
ISBN – 978-9941-12-860-8
გამოცემის თარიღი – 2009
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – უნივერსალი
მომხმარებელი – ლინგვისტი,სტუდენტი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – რუსული
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები – მასდარი, მიმღეობა, სახელზმნა, ბრუნება, ფუნქციონირება, დიაქრონია.

ანოტაცია – მონოგრაფიაში წარმოდგენილია დიდოურ ენათა ნაზმნარი სახელების – მასდარისა და მიმღეობის აღწერითი და ისტორიულ-შედარებითიანალიზი. საკითხის დიაქრონიული თვალსაზრისით კვლევისას მოხმობილია როგორც დიდოურ ენათა, ისე მონათესავე ენათა მონაცემები. ნაშრომში განხილულია მასდარისა და მიმღეობის წარმოების, ბრუნებისა და ფუნქციონირების საკითხები, მოცემულია მათი სისტემატიზაციის სურათი.
(თითოეულ თავს თან ერთვის სათანადო პარადიგმები). გარდა ამისა, გამოვლენილია არაერთი ახალი სახელზმნური ფორმა, რომლებსაც ახლავს სათანადო კვალიფიკაციის ცდა.


***

სათაური – ქართული ენის დონეთა ძირითადი მახასიათებლების ურთიერთზემოქმედებისათვის გლობალურ ენობრივ სისტემაში ( PDF, WORD )
ავტორი – თედო უთურგაიძე
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – ლალი ეზუგბაია
გვ. – 244
ზომა – 19/14
ISBN – 978-9941-10-194-6
გამოცემის თარიღი – 2009
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მერიდიანი
მომხმარებელი – ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები – ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, მორფონოლოგია, მორფოსინტაქსი, ვოკალიზმი, კონსონანტიზმი,მარკირება, ნიშანდება.

ანოტაცია – ნაშრომი ეხება ფონემატურ, მორფოლოგიურ და სინტაქსურ სისტემებს და გლობალურ სისტემაში ამ დონეთა სისტემების ურთიერთზემოქმედების კანონზომიერებას.
ენობრივ მოვლენათა ანალიზში არსებითია განყენებული სისტემების კანონზომიერების დადგენა და გამოვლენა იმისა, რამდენად ემთხვევიან ისინი ერთმანეთს სამწერლობო ენასა და დიალექტებში. აუცილებელია განსხვავების მიზეზის დადგენაც.მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რეალურად მოქმედი ენის მონაცემთა სათანადო ანალიზი მორფონოლოგიური და მორფოსინტაქსური მიმართულებით. ასეთმა მიდგომამ შეაპირობა წინამდებარე ნაშრომის აღნაგობაცა და ცალკეულ ნაწილთა კვლევის მეთოდიკაც.
ნაშრომი შედგება ხუთი ნაწილისაგან: ფონოლოგიის, მორფოლოგიის, მორფონოლოგიის, სინტაქსისა და მორფოსინტაქსისაგან. არის ცდა უკვე ცნობილი თუ ახლად გამოვლენილი მოვლენების ბაზაზე განხილულ იქნეს თითოეული ნაწილის კონკრეტული თუ ზოგადი საკითხები ზემოთ წარმოდგენილი მეთოდოლოგიური მიდგომით.


***

სათაური – ქართული ენის ინგილოური დიალექტი
ავტორი – ვასილ აბაშვილი (კუზიბაბაშვილი)
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – კონსტანტინე კაკიტაძე
შემდგენლები – მარინე ბერიძე, მაია ბარიხაშვილი.
გვ. – 387
ზომა – 14 სმ. X 20 სმ.
ISBN – 978-9941-10-110-6
გამოცემის თარიღი – 2009 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მერიდიანი
მომხმარებელი – ლინგვისტი, სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა –
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია, ტექსტები.
საკვანძო სიტყვები – ინგილოური დიალექტი, ფონეტიკა, მორფოლოგია, ლექსიკა, სინტაქსი.

ანოტაცია – წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: 1. ქართული ენის ინგილოური დიალექტი, რომელიც ავტორის საკანდიდატო დისერტაციის მიხედვითაა შედგენილი და წარმოადგენს ინგილოური დიალექტის მორფოფონოლოგიურ ანალიზს; 2. კაკური და ალიაბათური ტექსტები, რომლებიც მომზადებულია ავტორის მიერ ჩაწერილი აუდიო კასეტების მიხედვით.
წიგნს ახლავს გაანალიზებულ ფორმათა საძიებელი.


***

სათაური – ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკა
ავორი – ნოდარ არდოტელი
ტიტული – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტი
გვ. – 294
ზომა – 17 სმ. X 27 სმ.
ISBN – 978-9941-12-449
გამოცემის თარიღი – 2009 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – უნივერსალი
მომხმარებელი – სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა – – ინგლისური, რუსული.
პუბლიკაციის სახეობა – მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები – ფონეტიკა, ფონემა, ვოკალიზმი, კონსონანტიზმი, კომპარატივისტიკა, ფონოლოგია, ბგერათშესატყვისობა, ბგერათიგივეობა, ლატერალი, აფრიკატი, სპირანტი, აპროქსიმანტი, სპირანტიზაცია.

ანოტაცია – მონოგრაფიაში განხილულია ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ‑შედარებითი ფონეტიკის საკვანძო საკითხები, წარმოდგენილია ხმოვანთა და თანხმოვანთა ფონოლოგიური სისტემების დიაქრონიული ანალიზი და მათი რელატიური ქრონოლოგია; აღდგენილია ამოსავალ ფონემათა ლოკალური რიგები და დაძებნილია მათი ფუძეენისეული რეფლექსები. დამატებითი ენობრივი მონაცემების საფუძველზე დასაბუთებულია ზოგ სპეციფიკურ ფონემათა გენეზისი, დადგენილია ცალკეულ ბგერათშესატყვისობათა ისტორია და არგუმენტირებულია ერთი რიგის სპეციფიკურ ფონოლოგიურ კორელაციათა (ფარინგალიზებული, ლაბიალიზებული, პალატალიზებული…) მეურეულობა. ამასთანავე, ახლებურად არის გადაჭრილი სპონტანური ფონეტიკური პროცესებისა და რელატიური ქრონოლოგიის არაერთი საკითხი. ცალკე თავად განიხილება სახელურ და ზმნურ ძირ-ფუძეთა (და მთლიანად ფორმათა) ფონემატური სტრუქტურის კანონიკური მოდელები.
ნაშრომში მოცემულია ფონემათშესატყვისობის მეთოდოლოგიის ზოგი წანამძღვრისა და ენათა და დიალექტთა გამიჯვნის ლინგვისტური კრიტერიუმის დაზუსტების ცდა.


***

 

სათაური – ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტური ლექსიკონი, І
მთ. რედაქტორი – თამარ ვაშაკიძე
შემდგენლები: შუქია აფრიდონიძე, თამარ ვაშაკიძე, ვახტანგ მაღრაძე, თეა ტეტელოშვილი, თინა ღვინაძე, ნინო ჯორბენაძე.
ტიტული – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება.
გვ. – 268
ზომა – 11, 5 სმ. X 19 სმ.
ISBN – 978-9941-12-426-6
გამოცემის თარიღი – 2009 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – უნივერსალი
მომხმარებელი – სტუდენტი, ლინგვისტი, ჟურნალისტი.
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა –
პუბლიკაციის სახეობა – ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები – ლექსიკა, ტერმინოლოგია, სტილისტიკა, ორთოგრაფია, პარონიმები.

ანოტაცია – ლექსიკონი შედგენილია ტიპობრივი ენობრივ-სტილისტიკური (წმინდა ორთოგრაფიულ-გრამატიკული, სინტაქსური, სტილისტიკური) შეცდომების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მეთაურ სიტყვასთან მოცემულია მოკლე კომენტარი რეკომენდაციითურთ. სხვაგან კი ანალოგიურ ფორმებთან მითითებულია (იხ.) იხილე. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა პარონიმებს, რომლებსაც ახლავს განმარტებები.


***

 

სათაური – ლაზური ზღაპრები და გადმოცემები
ავტორი – ჟორჟ დიუმეზილი
ტიტული – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი – მერაბ ჩუხუა
შემდგენელი – მანანა ბუკია
გვ. – 457
ზომა – 15 სმ. X 23 სმ.
ISBN – 978-9941-10-098-7
გამოცემის თარიღი – 2009 წ.
გამოცემის ადგილი – თბილისი
გამომცემლობა – მერიდიანი
მომხმარებელი – ლინგვისტი, პედაგოგი, სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა – ქართული, ფრანგული.
რეზიუმეს ენა –
პუბლიკაციის სახეობა – ტექსტები, ლექსიკონი.
საკვანძო სიტყვები – ქართველოლოგია, ტექსტი, ლექსიკონი, ლაზური, ფონეტიკა, მორფოლოგია, ლექსიკა.

ანოტაცია – კრებულში წარმოდგენილია ჟ. დიუმეზილის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული ლაზური ტექსტები ქართული შესატყვისებითურთ: ”ლაზური ზღაპრები”, ”ლაზური გადმოცემები”, ”ართაშენული ლაზური ტექსტები”, ”ლაზური ტექსტის ზმნური ფორმის ანალიზი”. ტექსტებს თან ახლავს გრამატიკული მიმოხილვა. ჟ. დიუმეზილი აანალიზებს მის მიერ ჩაწერილი მასალების ენობრივ ბუნებას, ძირითადად, ფონეტიკურ პროცესებს, მორფოლიგიის საკითხებს, განსაკუთრებით ზმნურ ფორმებს. თურქულის გავრცელების არეალს, რომელიც მოიცავს არამარტო ლექსიკას, არამედ თავს იჩენს მორფოლოგიასა და სინტაქსში.
კრებულში წარმოდგენილია ლაზურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც 2000-მდე სიტყვას მოიცავს

სათაური – ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკა
ავტორი – ნოდარ არდოტელი


2006

სათაური მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი) (PDF)
ავტორი – ნანა მაჭავარიანი
რედაქტორი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თ. გვანცელაძე
რეცენზენტები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ვ. შენგელია,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კ. ჭრელაშვილი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ც. ბარამიძე
გამოცემის თარიღი2006 წ.
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. პაპიაშვილი
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
პუბლიკაციის ენ – ქართული
რეზიუმეს ენა − ინგლისური
გვ. – 300
ფოტო ყდაზე – ლევან ახმეტელისა
ISBN 99940-864-1-3


***

სათაური სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში (PDF)
ავტორი – ნანა მაჭავარიანი
რედაქტორი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ქ. ლომთათიძე
რეცენზენტები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლ. ჭკადუა,
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ს. პაზოვი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორია. არაბული
გამოცემის თარიღი2006 წ.
კომპიუტერული უზრუნველყოფა – რ. პაპიაშვილისა
პუბლიკაციის სახეობ – მონოგრაფია
პუბლიკაციის ენა – ქართული
რეზიუმეს ენა − რუსული
გვ. – 165
ISBN 99940-864-3-X

ანოტაცია – ნაშრომის მიზანია სათანადო ენობრივ მასალაზე დაKრდნობით გამოავლინოს ზმნურ კატეგორიათა წარმოების კანონზომიერებანი და თავისებურებანი ქართულსა და აფხაზურში, უჩვენოს ამ კანონზომიერებათა ჩამოKალიბების ისტორიული სურათი აGნიშნულ ენებში.

იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის ქართული და აფხაზური ენები გამოირჩევა ზმნის სირთულით. ნაკვლევში გაანალიზებულია ქართული და აფხაზური ზმნის სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები. KურადGება გამახვილებულია მორფოლოგიურ კატეგორიათა წარმოების პრინციპის საერთო და განმასხვავებელ შემთხვევებზე, შეძლებისდაგვარად ახსნილია მათი გამომწვევი ზოგი ისტორიული მი-ზეზი, რასაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს არა მარტო ამ ენათა, არამედ სხვა იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლის დროს. წინამდებარე ნაშრომში

ნაშრომში წარმოდგენილია ცდა ქართული და აფხაზური ზმნის სინტაქსურ მიმართებაში შემავალ ზმნურ კატეგორიათა მონოგრაფიული შესწავლისა, ამ დარგში მოპოვებული პოზიტიური ცოდნის სისტემური გადმოცემისა, გამოKოფილია უკეთ დასაბუთებული, დამაჟერებელი დე-ბულებები, წამოKენებულია ზოგი ახალი ვარაუდ.