შეიქმნა 1936 წლის 23 იანვარს ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მეტყველების კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი) ”ენის სექტორის” (ასე ეწოდებოდა განყოფილებას 1937-1941 წლებში) სახელწოდებით და დაევალა ქართულ-მეგრულ-ჭანურ-სვანური ლექსიკონის შედგენა. განყოფილებისხელმძღვანელად დაინიშნა აკაკი შანიძე. 1941 წლიდან 1961 წლამდე განყოფილებას ხელმძღვანელობდა ვარლამ თოფურია. 1961 1965 წლებში განყოფილების გამგის მოვალეობას ასრულებდა ივანე გიგინეიშვილი.
განყოფილების გამგეებად მუშაობდნენ:
ვლადიმერ ფანჩვიძე (1966 -1975წ.წ.)
ივანე ქავთარაძე (1976-1982 წ.წ.).
ბესარიონ ჯორბენაძე (1982-1986 წ.წ.).
თედორე უთურგაიძე (1986-2002 წ.წ.)
მურმან სუხიშვილი (2002-2006 წ.წ.).
მერაბ ჩუხუა (2006-2009 წ.წ.)
2009 წლის ნოემბერში გაყოფილების გამგედ აირჩიეს გიორგი გოგოლაშვილი.
სხვადასხვა დროს განყოფილებაში მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ: თ. ანდღულაძე, ივ. გიგინეიშვილი, ალ. დავითიანი, გ. თარგამაძე, არს. ონიანი, შ. ძიძიგური. არ. მარტიროსოვი, კ.დანელია, თ. ზურაბიშვილი, ლ. ნადარეიშვილი, ნ. ნათაძე, ი. ქერქაძე, ნ. ჩართოლანი, ბ. ცხადაძე, გ. გოგოლაშვილი, გრ. იმნაიშვილი, ლ. კვანტალიანი, კ. კაკიტაძე, ც. კვანტალიანი, ა. კიზირია, ნ. როსტიაშვილი, დ. ჩხუბიანიშვილი, მ. ძიძიშვილი,გ. ბედოშვილი, ქ. ძოწენიძე, კ. გაგუა, ლ. ბაბლუანი, ე. გაზდელიანი, რ. იოსელიანი, მ.საღლიანი, მ. გუჯეჯიანი, მ. ქალდანი, ი. ჩანტლაძე, რ. ჭკადუა, თ. ბურჭულაძე, ლ. გიგლემიანი, ნ. ჭუმბურიძე, შ. გაბესკირია, მ. რობაქიძე, პ. ცხადაია, ც. ჯანჯღავა, რ. შეროზია, ნ. გულუა, მ. ბერიძე, რ. ლა ნდია, ლ. ბაკურაძე, ლ. ეზუგბაია, მ. მანჯგალაძე, ნ. ლოლაძე, კ. გაბუნია, ჭ. ქირია, ლ. გოგოხია, გ. ცოცანიძე, დ. შენგელია, ს. თოდუა…
განყოფილებაში შედგა ქართულის ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (ვ. თოფურია, ი. გიგინეიშვილი, 1941, 1947, 1949, 1968 წ.წ.). ქართულ-რუსული ლექსიკონი (გ. ახვლედიანი, ვ. თოფურია, 1942 წ.). რუსულ-ქართული ლექსიკონი (საშუალო სკოლისათვის) (ვ. თოფურია, ს. ყაუხჩიშვილი, 1958 წ.).
დაიწერა ვ. თოფურიას შესახებ მონოგრაფიული ხასიათის გამოკვლევა (ა. კიზირია, მ. ქალდანი, 1968 წ.).
გამოიცა ვ. თოფურიას ”შრომების“ I და III ტომი (1967 წ., 1979 წ.). მიმდინარეობდა სალექსიკონო მუშაობა, სახელდობრ, სვანურ დოკუმენტურ ლექსიკონზე და ქართული ენის დიალექტურ ლექსიკონებზე.
გამოქვეყნდა გურული, ზემოიმერული და ლეჩხუმური ლექსიკონები ვუკ. ბერიძის რედაქციით (გ. შარაშიძე, ბ. წერეთელი, მ. ალავიძე, 1938 წ.); ქიზიყური ლექსიკონი ვ. თოფურიას რედაქციით (სტ. მენთეშაშვილი, 1943 წ.); ინგილოური ლექსიკონი (ნ. როსტიაშვილი, 1978 წ.), თუშური ლექსიკონი ( გ. ცოცანიძე, 2002 წ.)
გამოვიდა ქართული დიალექტოლოგიის ბიბლიოგრაფია (გრ. იმნაიშვილი, 1969 წ.). ქართული ენის მოხეური დიალექტი (ივ. ქავთარაძე, 1985 წ.); ფშაური დიალექტი (გ. ცოცანიძე, 1978 წ.); ბ. ჯორბენაძე, ქართული დიალექტოლოგია, ტ. I, 1989 წ, ტ. 2, 1999 წ. ბ. ჯორბენაძე ქართველური ენების დიალექტები, 1995წ.
განყოფილების თემატიკაში შედიოდა აგრეთვე ძველი ქართული ენის სტრუქტურის კვლევა. გამოიცა ჭილ-ეტრატის იადგარი (ა. შანიძის რედაქციით, 1977 წ.). მიმდინარეობდა «ვეფხისტყაოსნის“ ტექსტისა და ენის კვლევა.
1950-1955 წლებში განყოფილება მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის III და IV ტომების სარედაქციოდ მომზადებაში.
1961 წლიდან განყოფილებამ არნ. ჩიქობავას საერთო ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა მრავალტომიანი ”ქართული ენის სისტემური კურსის” შესაქმნელად. მასზე მუშაობა ამჟამადაც გრძელდება თ. უთურგაიძის ხელმძღვანელობით. ”კურსი” ითვალისწინებს ”ქართული ენის დიალექტოლოგიასაც”. მიმდინარეობს მუშაობა ქართული დიალექტოლოგიური ატლასის შესადგენად (ხელმძღ. თ. უთურგაიძე).
”კურსის“ სამუშაოების პარალელურად ინტენსიური მუშაობაა გაჩაღებული განყოფილებაში სვანურ-ზანური ენებისა და მათი დიალექტების შესასწავლად. ჩამოყალიბებულია ჯგუფები, რომლებიც იკვლევენ ამ ენების ფონეტიკურ სისტემას, გრამატიკულ წყობასა და ლექსიკას დიალექტების მიხედვით. დაიბეჭდა: რ. შეროზიას ნაშრომი ო. მემიშიშთან ერთად: ხალხური სიბრძნე მეგრული და ლაზური ანდაზები, 1994 წ., სვანური პროზაული ტექსტები, I, ბალსზემოური კილო, სვანური პოეზია, I, ა. შანიძე, ვ. თოფურია 1939 წ.; სვანური პროზაული ტექსტები, II, ბალსქვემოური კილო, ა. დავითიანი, ვ. თოფურია, მ. ქალდანი 1957 წ,; სვანური პროზაული ტექსტები, III, ლენტეხური კილო, ვ. თოფურია, მ. ქალდანი 1967 წ. დაიბეჭდა სვანური ლექსიკონი. განყოფილება გამოსცემს კრებულებს: ”ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები” (გამოვიდა 9 კრებული) და ”დიალექტოლოგიური კრებული ” (გამოიცა 2 ნომერი). ქართველურ ენათა განყოფილების ქ. ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოსაცემად მომზადდა ”ქართველოლოგიური კრებული”, I-IV.
განყოფილების თანამშრომლები სისტემატურად აქვეყნებენ სტატიებს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ორგანოებში (იხ. კრებულები: История лингвистических учении,С. – Петербург, 1991; Kaukasische Sprachprobleme, Oldenburg, 2003; Georgica, 28, 2005). მონაწილეობას იღებენ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხაზით ჩატარებულ სამეცნიერო სესიებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. განყოფილების ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ტარდება რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია.
განყოფილების საკვლევ თემატიკაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართულ ქართველური ზმნის პრობლემატიკას. აქ მუდმივად დიდი ყურადღება ეთმობოდა სტატიკური და დინამიკური, გარდაუვალი თუ გარდამავალი ზმნების, გვარის, ქცევის და სხვა მორფოლოგიური კატეგორიების რაობის განსაზღვრას. განყოფილების მეცნიერ თანამშრომლები ასევე ნაყოფიერად იკვლევდნენ და იკვლევენ ქართველური შესიტყვების (სინტაგმის), მარტივი წინადადების, ჰიპოტაქსის, პარატაქსის, ერგატიული კონსტრუქციისა და, საერთოდ, სინტაქსის (ისტორიული, თანამედროვე) სხვა პრობლემურ საკითხებს. ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები განხილულია პროფ. ლ. კვანტალიანის წერილებსა და მონოგრაფიაში (მონოგრაფია: 1990 წ.).
არაერთი მნიშვნელოვანი სტატია თუ მონოგრაფია მიეძღვნა ქართველურ ენათა ლექსიკის შედარებით შესწავლას (ლ. ნადარეიშვილი, მ. სუხიშვილი, ი. ქერქაძე, ი. ჩანტლაძე, ე. გაზდელიანი, მ. ჩუხუა…). უკვე ფაქტობრივ მზად არის გამოსაცემად ქართულ სვანური შედარებითი ლექსიკონი (შემდგენელთა ჯგუფი: ი. ჩანტლაძე, ე. გაზდელიანი, რ. ჭკადუა, მ. საღლიანი, რ. იოსელიანი).
ქართველურ ენათა განყოფილებაში მომზადდა: ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი (გ. გოგოლაშვილი, ც. კვანტალიანი, დ. შენგელია, თბილისი, 1989 წ.), ქართული ენის სახელმზმნური ფუძეების ლექსიკონი (გ. გოგოლაშვილი, ც. კვანტალიანი, დ. შენგელია, 1991 წ.). ამჟამად გამოსაცემად მზადდება ზანური ენის ლაზური დიალექტის ლექსიკონი (მასალები).
განყოფილების წევრები წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს შინამრეწველობის მასალების შვიდივე წიგნის გამოსაცემად მომზადებასა და საძიებლების შედგენაში (ც. კვანტალიანი, დ. შენგელია); მზადდებოდა მასალები შინამრეწველობის ენციკლოპედიური ტიპის განმარტებითი ლექსიკონოსათვის…
არაერთი ნაშრომი მიეძღვნა მწერლის ენის პრობლემურ საკითხებს (ბ. ჯორბენაძე, ბალავარი მწერლობისა, 1987 წ., ბ. ჯორბენაძე, პოეზიის ენა, 1999წ.); გ. გოგოლაშვილი, წერილები: გიორგი ლეონიძის ქართული, აკაკი წერეთელი და გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი და ვაჟა. ენისა და კულტურის პრობლემური საკითხები ასევე შეადგენს განყოფილების საკვლევ თემატიკას ბ. ჯორბენაძე, ენა და კულტურა, 1997 წ.
ქართული ონომასტიკონის კვლევა-ძიების შესწავლის მიზნით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებასთან 1993 წელს ჩამოყალიბდა ქართული ონომასტიკის პრობლემური კვლევის ლაბორატორია (სამეცნიერო ხელმძღვანელი მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გურამ ბედოშვილი).
2001 წელს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გურამ ბედოშვილმა გამოსცა ”ქართულ ტოპონიმთა განმარტებით ეტიმოლოგიური ლექსიკონი”, ტ. I. 2003 წელს ლაბორატორიამ აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის 10 წლის იუბილე (შედგა სამეცნიერო კონფერენცია, დღის წესრიგი დაიბეჭდა).
2006 წელს ლაბორატორია შეუერთდა ქართველურ ენათა განყოფილებას.
არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტრადიციული და პრიორიტეტული ქართველური ენების განყოფილების ძირითად მიმართულებებად რჩება ქართულის, სვანურისა და მეგრულ-ლაზურის კვლევა. უფრო მეტიც, ყურადღება გამახვილდება სვანურისა და მეგრულ-ლაზურის ფონოლოგიურ და მორფოლოგიურ სისტემებზე, სინტაქსისა და სემანტიკის საკითხებზე.
2009 წელს ქართველურ ენათა განყოფილების გამგედ აირჩიეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი
განყოფილებაში სამეცნიერო თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
თედორე უთურგაიძე
მერაბ ჩუხუა
მურმან სუხიშვილი
ნარგიზა სურმავა
იზოლდა ჩანტლაძე
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
ჭაბუკი ქირია
მარიამ მანჯგალაძე
მედეა საღლიანი
როენა ჭკადუა
ნანა ლოლაძე
ნინო ჭუმბურიძე
მეცნიერი თანამშრომელი
მანანა ბუკია
ცირა ჯანჯღავა
ელიზავეტა გაზდელიანი
ხათუნა ყანდაშვილი
ნატო შავრეშიანი
ლელა გიგლემიანი