საბჭოს დადგენილებები

სამეცნიერო საბჭოს დადგენილებები

2007     –   2011

  • 2011წ.
  • დადგენილება № 1
    ოქმი №1- ქ. თბილისი, 2011 წლის 11 იანვარი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დაარსების 70-ე წლის იუბილისადმი მიეძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო სესია ჩატარდეს 2011 გაზაფხულზე.
  • დადგენილება № 2
    ოქმი №1- ქ. თბილისი, 2011 წლის 11 იანვარი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლინგვისტ-კავკასიოლოგთა III საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდეს 2010 წლის ოქტომბერში.
  • დადგენილება № 3
    ოქმი №1- ქ. თბილისი, 2011 წლის 11 იანვარი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : „ეტიმოლოგიური ძიებანის“ რედკოლეგია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: ავთანდილ არაბული, ნანა მაჭავარიანი, მურმან სუხიშვილი, მედეა ღლონტი, ვაჟა შენგელია, იზა ჩანტლაძე, მერაბ ჩუხუა, ალექსი ჭინჭარაული, ზურაბ ჭუმბურიძე.
  • დადგენილება № 4
    ოქმი №3- ქ. თბილისი, 2011წლის 8 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, ქ-ნ ლალი ეზუგბაიას განცხადება ინსტიტუტის ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.
  • დადგენილება № 5
    ოქმი №3- ქ. თბილისი, 2011 წლის 8 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : გამოცხადდეს კონკურსი ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.
  • დადგენილება № 6
    ოქმი №4- ქ. თბილისი, 2011 წლის 22 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2010 წლის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ფინანსური ანგარიში.
  • დადგენილება № 7
    ოქმი №4- ქ. თბილისი, 2011 წლის 22 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : შეიქმნას ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის სამდივნო შემდეგი შემადგენლობით: მედეა ღლონტი (სამდივნოს თავმჯდომარე), ნანა მაჭავარიანი, ეთერ შენგელია.

 

  • დადგენილება № 8
    ოქმი №5- ქ. თბილისი, 2011 წლის 11 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : შეიქმნას არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ინსტიტუტის 70-ე სამეცნიერო სესიის საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ლალი ეზუგბაია, ავთანდილ არაბული, მარინა ბერიძე, ვაჟა შენგელია, გიორგი გოგოლაშვილი.

 

  • დადგენილება  № 9
    ოქმი № 6 – ქ. თბილისი, 2011 წლის 18 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს: შეიმნას სსიპ – არნოლდ ჩიქობავას სახელობის სტრუქტურული ერთეულის – ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის ვაკანსიის დასაკავებელი არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ნანა მაჭავარიანი (კომისიის თავმჯდომარე), მარინა ბერიძე, თამარ ვაშაკიძე.
  • დადგენილება  № 10
    ოქმი № 6 – ქ. თბილისი, 2011 წლის 18 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს სსიპ – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის- განყოფილების ხელმძღვანელის ვაკანსიის დასაკავებელი არჩევნების ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი №1: სსიპ – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის – ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელად არჩეულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ქ-ნი გუჩა კვარაცხელია.
  • 2010წ.
  • დადგენილება № 1
    ოქმი № 1 – ქ. თბილისი, 2010 წლის 2 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნეს ბატონი ვაჟა შენგელია.

 

  • დადგენილება № 2
    ოქმი № 1 – ქ. თბილისი, 2010 წლის 2 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2009 წლის მუშაობის ანგარიში.

 

  • დადგენილება № 3
    ოქმი № 1 – ქ. თბილისი, 2010 წლის 2 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ადმინისტრაციის 2009 წლის ანგარიში.

 

  • დადგენილება № 4
    ოქმი № 1 – ქ. თბილისი, 2010 წლის 2 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ვაჟა შენგელია, თამარ ვაშაკიძე, ლალი ეზუგბაია, მიხეილ ქურდიანი, გიორგი გოგოლაშვილი, მერაბ ჩუხუა.

 

  • დადგენილება № 5
    ოქმი № 2 – ქ. თბილისი, 2010 წლის 9 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : განახლდეს კრებულის „ეტიმოლოგიური ძიებანის“ გამოცემა; მისი მომზადება დაეკისროს ლექსიკოლოგიის განყოფილების მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, ქალბატონ რუსუდან რამიშვილს.

 

  • დადგენილება № 6
    ოქმი № 2 – ქ. თბილისი, 2010 წლის 9 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დაფუძნდეს ლექსიკოლოგიის განყოფილების ყოველთვიური მუდმივმოქმედი სემინარი „ლექსიკოლოგიური საუბრები.“

 

  • დადგენილება № 7
    ოქმი № 2 – ქ. თბილისი, 2010 წლის 9 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს ლექსიკოლოგიის განყოფილების 2010 წლის მუშაობის გეგმა.

 

  • დადგენილება № 8
    ოქმი № 3 – ქ. თბილისი, 2010 წლის 16 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების 2010 წლის მუშაობის გეგმა.

 

  • დადგენილება № 9
    ოქმი № 4- ქ. თბილისი, 2010 წლის 2 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების 2010 წლის მუშაობის გეგმა.

 

  • დადგენილება № 10
    ოქმი № 4- ქ. თბილისი, 2010 წლის 2 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ეთხოვოს დირექციას, რათა სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგემ წარმოადგინოს საკუთარი ხედვა ამ სტრუქტურული ერთეულის მომავალი განვითარების შესახებ.

 

  • დადგენილება № 11
    ოქმი № 5- ქ. თბილისი, 2010 წლის 9 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს ქართველურ ენათა განყოფილების 2010 წლის მუშაობის გეგმა (შენიშვნების გათვალისწინებით).

 

  •  დადგენილება  № 12
    ოქმი № 6 –  ქ. თბილისი, 2010 წლის16 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს ქართული ენის მეტყველების კულტურის განყოფილების 2010 წლის მუშაობის გეგმა (შენიშვნების გათვალისწინებით).

 

  •  დადგენილება  № 13
    ოქმი № 7 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 23 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დაევალოს  სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგეს, ბატონ კონსტანტინე კაკიტაძეს, წარმოადგინოს სქემა ინსტიტუტის ვებ-გვერდის  განყოფილებებთან სამუშაოთა კოორდინაციის შესახებ.

 

  • დადგენილება  № 14
    ოქმი № 8 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 20 აპრილი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : 1) დამტკიცდეს ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების 2010 წლის მუშაობის გეგმა;
    2) დამტკიცდეს სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების 2010 წლის მუშაობის გეგმა.

 

  • დადგენილება  № 15
    ოქმი № 9 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 27 აპრილი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : სამეცნიერო საბჭოს 2009 წლის 1 დეკემბრის № 28-ე დადგენილების I პუნქტი შესწორდეს ამგვარად:
  • არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საბჭოსთან შეიქმნას ინსტიტუტის სარედაქციო საბჭო 6 კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე და 5 წევრი).

 

  • დადგენილება  № 16
  • ოქმი № 9 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 27 აპრილი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
  • 1) ვებ-გვერდი „ქართული ენის“ რედაქტორად არჩეულ იქნეს  ქ-ნი ლალი ეზუგბაია.
  • 2) შეიქმნას ვებ-გვერდი „ქართული ენის“  საორგანიზაციო კომიტეტი 5 კაცის შემადგენლობით: გიორგი გოგოლაშვილი, შუქია აფრიდონიძე, ინგა ჯიბუტი, ლია ბაკურაძე, ნანა მაჭავარიანი.
  • დადგენილება  № 17
  • ოქმი № 12 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 15 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს „პროექტი  ინსტიტუტის 2010 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით“.
  • დადგენილება  № 18
  • ოქმი № 12 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 15 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს ორენოვანი ელექტრონული ჟურნალის „ქართველურ და კავკასიურ ენათა კვლევების შესახებ“ სარედაქციო კოლეგია.
  • დადგენილება  № 19
  • ოქმი № 12 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 15 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : მიენიჭოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფი ქ-ნ ლალი ეზუგბაიას ნაშრომს „მეგრულ-ლაზურის გრამატიკის საკითხები“ (რედარტორი: ბ-ნი თედო უთურგაიძე).
  • დადგენილება  № 20
  • ოქმი № 12 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 15 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : მომზადდეს გამოსაცემად ბ-ნ გურამ ბედოშვილის მონოგრაფია „ქართული ტოპონიმების განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი II “; ტომის  რედაქტორად დაინიშნოს ბ-ნი მურმან სუხიშვილი.
  • დადგენილება  № 21
  • ოქმი № 12 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 15 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : გაზიარებულ იქნეს ლექსიკოგრაფიაში I საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიღებული წერილი: „მიმართვა ლექსიკოლოგებს“ (ბათუმი,14-16. 05. 2010 წ.).
  • დადგენილება  № 22
  • ოქმი № 13 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 22 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონოლოგიური სისტემის სატრანსკრიფციო სისტემა.
  • დადგენილება  № 23
  • ოქმი № 13 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 22 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : მიენიჭოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფი ქ-ნ იზა ჩანტლაძის კრებულს „კოდორული ქრონიკები“ (მთავარი რედაქტორი: ბ-ნი მიხეილ ქურდიანი).
  • დადგენილება  № 24
  • ოქმი № 14 –  ქ. თბილისი, 2010 წლის 30 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობის პრივატიზაციის წინადადებასთან დაკავშირებით მომზადდეს  წერილები საქართველოს განათლებისა და მეცნიერერბის მინისტრის (განმეორებითი), პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და ქალაქ თბილისის მერიის სახელზე.
  • დადგენილება  № 25
    ოქმი №15 – ქ. თბილისი, 2010 წლის 7 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფონდის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით შეიქმნას კომისიები (საორგანიზაციო, საბიბლიოთეკო, ფონდების შემსწავლელი).
  • დადგენილება  № 26
    ოქმი №16 – ქ. თბილისი, 2010 წლის 24 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : გაუქმდეს სამეცნიერო საბჭოს 2010 წლის 7 სექტემბრის სხდომის დადგენილება  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფონდების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით კომისიების შექმნის შესახებ.
  • დადგენილება  № 27
    ოქმი №19- ქ. თბილისი, 2010 წლის 26 ოქტომბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნი, „შეფასების საერთაშორისო სტანდარტები“,  ჩასწორდეს და გავრცელდეს მხოლოდ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების შემდგომ.

 

  • 2009 წ.
  • დადგენილება № 1
    ოქმი № 1 – ქ. თბილისი, 2009 წლის 20 იანვარი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დაარსდეს საერთაშორისო ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „ქართველურ-კავკასიური ძიებანი“ (რედაქტორი – ლალი ეზუგბაია ).
  • დადგენილება № 2
  • ოქმი № 2 – ქ. თბილისი, 2009 წლის 27 იანვარი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დაკმაყოფილდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური მომართვა სამეცნიერო სტატიების რეცენზირების შესახებ.
  • დადგენილება № 3
    ოქმი № 4 – ქ. თბილისი, 2009 წლის 10 თებერვალი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : წარდგენილ იქნეს პროფესორ მიხეილ ქურდიანის კანდიდატურა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვაკანსიის დასაკავებელ კონკურსში სპეციალობით – „ზოგადი ენათმეცნიერება“.
  • დადგენილება № 4
    ოქმი № 4 – ქ. თბილისი, 2009 წლის 10 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : წარდგენილ იქნეს პროფესორ ვაჟა შენგელიას კანდიდატურა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვაკანსიის დასაკავებელ კონკურსში სპეციალობით – „კავკასიური ენები, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“.
  • დადგენილება № 5
    ოქმი № 4 – ქ. თბილისი, 2009 წლის 10 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : წარდგენილ იქნეს პროფესორ ავთანდილ არაბულის კანდიდატურა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვაკანსიის დასაკავებელ კონკურსში სპეციალობით – „ქართული ენა, ქართველური ენები“.
  • დადგენილება № 6
    ოქმი № 5 – ქ. თბილისი, 2009 წლის 17 თებერვალი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : პალეოგრაფიისა და გრამატოლოგიის სპეციალისტების არყოლის გამო, მოქალაქე ნაზი ხანიაშვილის ნაშრომს – ”ქურუმ ქალთა დისკოების საკითხი”, სამეცნიერო საბჭო აკადემიურად ვერ შეაფასებს.
  • დადგენილება № 7
    ოქმი № 5 – ქ. თბილისი, 2009 წლის 17 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დაურიგდეს ოფიციალური შეტყობინება ინსტიტუტის ყველა იმ მეცნიერს, რომელიც უგულვებელყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. თითოეულმა წარმოადგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მგდომარეობის შესახებ.
  • დადგენილება № 8
    ოქმი № 6 – ქ. თბილისი, 2009 წლის 24 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ქართულ-რუსულ ლექსიკონს (რედაქტორი: ბატონი ალექსანდრე კობახიძე) მიეცეს მსვლელობა გამოსაცემად.
  • დადგენილება № 9
    ოქმი № 7 – ქ. თბილისი, 2009 წლის 10 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : შეიქმნას და დამუშავდეს დოკუმენტი „მსოფლიოს საფრთხის ქვეშ მყოფი ენების იუნესკოს ატლასის შესახებ“.
  • დადგენილება № 10
    ოქმი № 8 – ქ. თბილისი, 2009 წლის 24 მარტი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ გუჩა კვარაცხელიას კანდიდატურა წარდგენილ იქნეს შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად ხელოვნების დარგში (ლიტერატურა) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
  • დადგენილება № 11
    ოქმი № 9 – ქ. თბილისი, 2009 წლის 15 მაისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ჭაბუკი ქირიას ნაშრომს – „ქართული ენის მართლწერის საკითხები და ორთოგრაფიულ-სტილისტიკური სირთულეთა ლექსიკონი“ – მიენიჭოს სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფი. ლექსიკონის რედაქტორობა დაევალოს მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ ვაშაკიძეს, ან მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას.
  • დადგენილება № 12
    ოქმი № 10 – ქ. თბილისი, 2009 წლის 2 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს: მომზადდეს პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს“ აღუდგეს სრული სახელწოდება „არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი“.
  • დადგენილება № 13
    ოქმი № 10 – ქ. თბილისი, 2009 წლის 2 ივნისი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : მიეცეს რეკომენდაცია გამოსაცემად გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ წარმოდგენილ „ფრანგულ-ქართულ ფრაზეოლოგიურ ლექსიკონს“ რეცენზენტისა (ლია ქაროსანიძე) და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შენიშვნების გათვალისწინებით.
  • დადგენილება № 14
    ოქმი № 10 – ქ. თბილისი, 2009 წლის 2 ივნისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გელათის აკადემიის აკადემიკოსის, ბატონი ალექსი ჭინჭარაულის შრომა „ხევსურული ლექსიკონი“ წარდგენილ იქნეს ვარლამ თოფურიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად ქართველური ენების დარგში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
  • დადგენილება № 15
    ოქმი № 11 – ქ. თბილისი, 2009 წლის 30 ივნისი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 97 საშტატო ერთეული თვიური ხელფასით – 20544 ლარი, წლიური ხელფასით – 246528 ლარი.
  • დადგენილება № 16
    ოქმი № 12 – ქ. თბილისი, 2009 წლის 21 ივლისი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და გამოცხადდეს ღია კონკურსი არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად;
    2) კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად;
    3) კონკურსის I ეტაპზე დადგინდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
    4) კონკურსის II ეტაპზე ჩატარდეს გასაუბრება კონკურსანტებთან (გასაუბრების მიზანი – დასაკავებელ თანამდებობასთან კონკურსანტთა პროფესიული კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის დადგენა);
    5) კონკურსის I ეტაპი ჩატარდეს 28 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით;
    6) გასაუბრება ჩატარდეს 2-3 სექტემბერს;
    7) საბუთების მიღება დაიწყოს 27 ივლისიდან და გაგრძელდეს 27 აგვისტოს ჩათვლით;
    8) შეიქმნას სამდივნო შემდეგი შემადგენლობით: ბაქარ ჯალაღონია, ნათელა კახაძე, ეთერ შენგელია (თავმჯდომარე). სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსანტების განცხადებების მიღებას, მათ მიერ წარმოდგენილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებასა და საბუთების სამეცნიერო საბჭოსთვის გადაცემას.
  • დადგენილება № 17
  • ოქმი № 12 – ქ. თბილისი, 2009 წლის 1 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს: საჯარო სამართლის იურიდიული პირის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებელად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოსულ მასალებს მიეცეს მსვლელობა და კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდეს ასეთი განრიგით: 2 სექტემბერს 12.00 საათზე – ვაჟა შენგელია, თამარ ვაშაკიძე, მიხეილ ქურდიანი, მარინა ბერიძე; 3 სექტემბერს 12.00 საათზე – მედეა ღლონტი, მერაბ ჩუხუა, ლია ქაროსანიძე, გიორგი გოგოლაშვილი.
  • დადგენილება № 18
    ოქმი № 12 – ქ. თბილისი, 2009 წლის 1 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებელად გამოცხადებული კონკურსის ჩასატარებელი არჩევნების ბიულეტენის ფორმა.
  • დადგენილება № 19
    ოქმი № 14 – ქ. თბილისი, 2009 წლის 4 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელის ვაკანსიის დასაკავებელი არჩევნების ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი № 2.
  • დადგენილება № 20
    ოქმი № 14 – ქ. თბილისი, 2009 წლის 4 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს: სამეცნიერო საბჭოს წევრებს, ბატონ მერაბ ჩუხუასა და ბატონ ავთანდილ არაბულს, სამეცნიერო საბჭოში უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ ინსტიტუტის თანამშრომელთა არჩევნების ჩატარებამდე.
  • დადგენილება № 21
    ოქმი № 17 – ქ. თბილისი, 2009 წლის 15 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) ბათილად იქნეს ცნობილი 2009 წლის 4 სექტემბრის დადგენილება № 20 სამეცნიერო საბჭოს წევრებს, ბატონ მერაბ ჩუხუასა და ბატონ ავთანდილ არაბულს სამეცნიერო საბჭოში უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ ინსტიტუტის თანამშრომელთა არჩევნების ჩატარებამდე;
    2) თანამდებობის დატოვების გამო, არ შეუწყდეთ უფლებამოსილება სამეცნიერო საბჭოს წევრებს, ბატონ მერაბ ჩუხუასა და ბატონ ავთანდილ არაბულს.
  • დადგენილება № 22
    ოქმი № 18 – ქ. თბილისი, 2009 წლის 22 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : პოეტ მუხრან მაჭავარიანის კანდიდატურა წარდგენილ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ პოეტ-აკადემიკოსის ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
  • დადგენილება № 23
    ოქმი № 19 – ქ. თბილისი, 2009 წლის 29 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : მიღებულ იქნეს ნორმად: თანხმოვანფუძიანი სახელი გვართან გამოყენებისას, პირადობისა თუ დაბადების მოწმობებში, სამგზავრო დოკუმენტებსა და სხვა ამ ტიპის საქმიან ქაღალდებში (იქნება ის გვარის წინ, თუ შემდეგ) ყველა შემთხვევაში უნდა დაიწეროს ფუძის სახით, სახელობითი ბრუნვის ნიშნის ი-ს გარეშე.
  • დადგენილება № 24
    ოქმი № 20 – ქ. თბილისი, 2009 წლის 27 ოქტომბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : შეიქმნას რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიების საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: გ. გოგოლაშვილი, ა. არაბული, თ. უთურგაიძე, თ. ბურჭულაძე, რ. ჭიკაძე, მ. მიქაძე, მ. ფაღავა, რ. ქურდაძე.
  • დადგენილება № 25
    ოქმი № 21 – ქ. თბილისი, 2009 წლის 9 ნოემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : რადგანაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ცალკეული შედეგები იწვევს სამეცნიერო საბჭოს სერიოზულ კრიტიკას, ეთხოვოს ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ლალი ეზუგბაიას, არ დაამტკიცოს ქართველურ ენათა განყოფილების ქართული ენის ჯგუფის უფროს მეცნიერ თანამშრომლთა კონკურსის შედეგები.
  • დადგენილება № 26
    ოქმი № 21 – ქ. თბილისი, 2009 წლის 9 ნოემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : პოეტ ანა კალანდაძის დაბადების დღე 15 დეკემბერი ინსტიტუტში დაწესდეს ”ანას დღედ.”
  • დადგენილება № 27
    ოქმი № 27 – ქ. თბილისი, 2009 წლის 24 ნოემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ლალი ეზუგბაიას, დაევალოს, უზრუნველყოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბიბლიოთეკასთან სამკითხველო დარბაზის ამოქმედება.
  • დადგენილება № 28
    ოქმი № 24 – ქ. თბილისი, 2009 წლის 1 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) შეიქმნას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სარედაქციო საბჭო 5 კაცის შემადგენლობით;
    2) სარედაქციო საბჭოს დაკომპლექტება და ხელმძღვანელობა დაევალოს ბატონ ვაჟა შენგელიას;
    3) სარედაქციო საბჭოს ფუნქციებად განისაზღვროს:
    ა) შემოსული განცხადებების მიღება-განხილვა;
    ბ) რედაქტორის დანიშვნა;
    გ) გამოსაცემი პროდუქციის რიგითობის განსაზღვრა;
    დ) გრიფის მინიჭება;
    4) სარედაქციო საბჭო ანგარიშვალდებულია სამეცნიერო საბჭოს წინაშე. სარედაქციო საბჭოს წინადადებას ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
  • დადგენილება № 29
    ოქმი № 24 – ქ. თბილისი, 2009 წლის 1 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, ბატონ თედო უთურგაიძის მონოგრაფიას „ქართული ენის დონე ძირითადი მახასიათებლების ურთიერთქმედებისათვის გლობალურ ენობრივ სისტემაში“ მიენიჭოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფი.
  • დადგენილება № 30
    ოქმი № 25 – ქ. თბილისი, 2009 წლის 9 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : მიენიჭოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფი: ა) არნოლდ ჩიქობავას 10-ტომეულის I ტომს; ბ) ქართულ-რუსულ ლექსიკონს.
  • დადგენილება № 31
    ოქმი № 26 – ქ. თბილისი, 2009 წლის 15 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : მიენიჭოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფი „საენათმეცნიერო ტერმინოლოგიას“ გიორგი ახვლედიანის შრომების მიხედვით(მასალები).
  • დადგენილება № 32
    ოქმი № 27, ქ. თბილისი, 2009 წლის 21 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : შეტანილ იქნეს ცვლილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის საშტატო განრიგში. ინსტიტუტის სტრუქტურული შემადგენლობა განისაზღვროს 98 საშტატო ერთეულით (წლიური სახელფასო ფონდი – 248712 ლარი, ყოველთვიური- 20726 ლარი).
  • დადგენილება № 33
    ოქმი № 27 – ქ. თბილისი, 2009 წლის 21 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : მიენიჭოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფი ინგა არონიას ნაშრომს „კომპოზიტები მეგრულ-ლაზურში.“
  • 2008წ.
  • დადგენილება № 1
    ოქმი № 2 – ქ. თბილისი, 2008 წლის 12 თებერვალი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) დამტკიცდეს არნოლდ ჩიქობავას ტომეულების სარედაქციო კოლეგია (თავმჯდომარე ბატონი ვაჟა შენგელია);
    2) დამტკიცდეს არნ. ჩიქობავას 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის ლოგო;
    3) შეიქმნას ვ. თოფურიას ბიბლიოთეკის აღმწერი ჯგუფი ქალბატონ შუქია აფრიდონიძის ხელმძღვანელობით.
  • დადგენილება № 2
    ოქმი № 3 – ქ. თბილისი, 2008 წლის 4 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) დამტკიცდეს ,,ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხების” სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: მერაბ ჩუხუა (რედაქტორი), ავთანდილ არაბული, მარინა ბერიძე, გიორგი გოგოლაშვილი, ლალი ეზუგბაია, გუჩა კვარაცხელია, ნანა მაჭავარიანი, ომარ მემიშიში, მურმან სუხიშვილი, თედო უთურგაიძე, მიხეილ ქურდიანი, ვაჟა შენგელია, იზა ჩანტლაძე;
    2) დამტკიცდეს არნ. ჩიქობავასადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მასალების სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ვაჟა შენგელია, გიორგი გოგოლაშვილი, მერაბ ჩუხუა, მიხეილ ქურდიანი, გუჩა კვარაცხელია, ლია ქაროსანიძე, მაია მანჯგალაძე, ნანა ქავთარაძე, მაია აბალაკი, ბელა შავხელიშვილი, იზა ჩანტლაძე, მარინა ბერიძე, ცირა ბარამიძე, ნანა მაჭავარიანი.
  • დადგენილება № 3
    ოქმი № 4 – ქ. თბილისი, 2008 წლის 18 მარტი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს არნოლდ ჩიქობავასადმი მიძღვნილი მონოგრაფიის პროექტი.
  • დადგენილება № 4
    ოქმი № 7 – ქ. თბილისი, 2008 წლის 18 მაისი
  • დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) ‘’ქართულ-რუსული ლექსიკონის’’ რედაქტირება ეთხოვოს ქალბატონ შუქია აფრიდონიძესა და ბატონ მიხეილ ქურდიანს;
    2) აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას პრემიის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ იქნეს პროფესორ ვაჟა შენგელიას მონოგრაფია _ „ქართველურ და ჩერქეზულ ენობრივ სისტემათა ისტორიის ზოგი საკითხი” (თბ. 2006).
  • დადგენილება № 5
    ოქმი № 8 – ქ. თბილისი, 2008 წლის 20 მაისი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) დამტკიცდეს არნოლდ ჩიქობავას ტომეულთა სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: ვაჟა შენგელია (თავმჯდომარე), გუჩა კვარაცხელია, მურმან სუხიშვილი, მიხეილ ქურდიანი, მერაბ ჩუხუა, ლალი ეზუგბაია, ცირა ბარამიძე;
    2) დამტკიცდეს ქ. მაიკოპში ჩატარებულ VI საერთაშორისო ლინგვისტურ კონფერენციაზე მივლინების ანგარიში;
    3) მიეცეს რეკომენდაცია სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებას ლექსიკონების („გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტერმინოლოგიური” და „მეტალურგიული ტერმინოლოგიის ”) გამოსაცემად.
  • დადგენილება № 6
    ოქმი № 9 – ქ. თბილისი, 2008 წლის 24 ივნისი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს სამეცნიერო საბჭოს რეგლამენტის პროექტი.
  • დადგენილება № 7
    ოქმი № 10 – ქ. თბილისი, 2008 წლის 22 ივლისი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) განისაზღვროს არნოლდ ჩიქობავას თხზულებათა ტომეულთა რაოდენობა (12 ტომი) და შედგენილობა;
    2) მიეცეს რეკომენდაცია სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებას ბირთვული ექსპორტის კონტროლის _ ქართულ-ინგლისურ-რუსული ლექსიკონის გამოსაცემად;
    3) მადლობა გამოეცხადოს ბატონ ვაჟა შენგელიას იკე-ს მორიგი ტომის დროული გამოცემისა და გაწეული სამუშაოსათვის.
  • დადგენილება № 8
    ოქმი № 11 – ქ. თბილისი, 2008 წლის 9 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის, ქალბატონ ლამარა ნოზაძის მონოგრაფიებს – 1) „ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები“; 2) „ქართული ენის ლექსიკოლოგიის პრობლემები“ – მიენიჭოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფი;
    2) არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაარსდეს ბასკოლოგიის კაბინეტი;
    3) სამეცნიერო საბჭოს ყოფილ მდივანს, ქალბატონ თეა ტეტელოშვილს გამოეცხადოს მადლობა;
    4) სამეცნიერო საბჭო ახალ მდივნად არჩეულ იქნეს ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი ეთერ შენგელია.
  • დადგენილება № 9
    ოქმი № 12 – ქ. თბილისი, 2008 წლის 16 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : თელავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული დარგის სადისერტაციო საბჭოს წევრებად წარდგენილ იქნენ: მარიამ მანჯგალაძე, გიორგი გოგოლაშვილი, მერაბ ჩუხუა.
  • დადგენილება № 10
    ოქმი № 14 – ქ. თბილისი, 2008 წლის 11 ნოემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ევროგაერთიანების „თეზაურუსის“ მასალების ენობრივი ექსპერტიზა განახორციელონ ავთანდილ არაბულმა, გუჩა კვარაცხელიამ, ინგა ჯიბუტმა.
  • დადგენილება № 11
    ოქმი № 15 – ქ. თბილისი, 2008 წლის 5 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : შეიქმნას სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საერთაშორისო ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული ჟურნალის კონცეფცია.
  • დადგენილება № 12
    ოქმი № 15 – ქ. თბილისი, 2008 წლის 5 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან დადებული მემორანდუმის თანახმად, ბატონ თედო უთურგაიძეს დაერთოს ნება სამეცნიერო თანახელმძღვანელობა გაუწიოს ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის ფატი ახალაიას საკვალიფიკაციო თემას.
  • დადგენილება № 13
    ოქმი № 16 – ქ. თბილისი, 2008 წლის 19 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საერთაშორისო ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული ჟურნალის პროექტი მომზადდეს ქალბატონ ლალი ეზუგბაიას რედაქტორობით.
  • დადგენილება № 14
    ოქმი № 17 – ქ. თბილისი, 2008 წლის 30 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1. დამუშავდეს სახალხო დამცველის ოფისში განხილული პროექტი „ენობრივი პოლიტიკა საქართველოში“ და გამოიხატოს სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დამოკიდებულება მასში დასმული საკითხებისადმი;
    2. განხორციელდეს ლექსიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერის, ქალბატონ მედეა ღლონტის მიერ წარმოდგენილი პროექტი – „ქართული სიტყვის საუფლოში“
  • 2007წ.
  • დადგენილება № 1
    ოქმი № 1 – ქ. თბილისი, 2007 წლის 19 სექტემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესდება;
    2) სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს ბატონი ავთანდილ არაბული;
    3) სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნეს ბატონი მერაბ ჩუხუა;
    4) სამეცნიერო საბჭოს მდივნად არჩეულ იქნეს ქალბატონი თეა ტეტელოშვილი;
    5) სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები დაინიშნოს 2007 წლის 5 ოქტომბერს;
    6) არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამდივნო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე კაკიტაძე, მინდია ოკუჯავა, ზეზვა ქავთარაძე, მაია აშაძე, როენა ჭკადუა, ნანა მაჭავარიანი.
  • დადგენილება № 2
    ოქმი № 2 – ქ. თბილისი, 2007 წლის 5 ოქტომბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორად არჩეულ იქნეს ქალბატონი ლალი ეზუგბაია;
    2) დამტკიცდეს იბრიულ-კავკასიური ენათმეცნიერების (იკე) სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: ვაჟა შენგელია (რედაქტორი), ნანა მაჭავარიანი (სწავლული მდივანი), ლალი ეზუგბაია, ავთანდილ არაბული, გიორგი გოგოლაშვილი, მიხეილ ქურდიანი, მერაბ ჩუხუა, გუჩა კვარაცხელია, მარინა ბერიძე, მედეა ღლონტი, თამარ ვაშაკიძე, ლია ქაროსანიძე.
  • დადგენილება № 3
    ოქმი № 6 – ქ. თბილისი, 2007 წლის 30 ოქტომბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის შესახებ;
    2) შეიქმნას ინსტიტუტის რესურსების შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მაია მანჯგალაძე (კომისიის ხელმძღვანელი), კონსტანტინე კაკიტაძე, ლევან ვაშაკიძე, ნანა მაჭავარიანი, ნათელა მირიანაშვილი;
    3) მოწვეულ იქნეს ინსტიტუტის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი კონსტანტინე კაკიტაძე სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე სათათბირო ხმით უფლებით;
    4) დაამტკიცდეს სსიპ ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების ანგარიში.
  • დადგენილება № 4
    ოქმი № 7 – ქ. თბილისი, 2007 წლის 6 ნოემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დამტკიცდეს სსიპ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მუშაობის ანგარიში.
  • დადგენილება № 5
    ოქმი № 8 – ქ. თბილისი, 2007 წლის 13 ნოემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) დამტკიცდეს ინსტიტუტის ზოგადი ენთმეცნიერების განყოფილების სამეცნიერო მუშაობის ანგარიში;
    2) დამტკიცდეს ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების სამეცნიერო მუშაობის ანგარიში;
    3) საარქივო კომისიის წევრად არჩეულ იქნეს ქალბატონი მარინა კიკონიშვილი.
  • დადგენილება № 6
    ოქმი № 9 – ქ. თბილისი, 2007 წლის 20 ნოემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დაამტკიცდეს ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების სამეცნიერო მუშაობის ანგარიში.
  • დადგენილება № 7
    ოქმი № 10 – ქ. თბილისი, 2007 წლის 4 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს : დაამტკიცდეს სსიპ ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2008 წლის სამუშაო გეგმა.
  • დადგენილება № 8
    ოქმი № 11 – ქ. თბილისი, 2007 წლის 18 დეკემბერი
    დ ა ა დ გ ი ნ ე ს :
    1) დამტკიცდეს მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ანგარიში;
    2) დამტკიცდეს ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების ანგარიში.