სიმონ ჯანაშია
(1900-1947)
დაიბადა 1900 წელს მახარაძის რაიონის სოფ. მაკვანეთში. 1918 წ. დაამთავრა სოხ. რეალური სასწავლებელი, 1922-თსუ-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი და ი. ჯავახიშვილის წარდგინებით დატოვებულ იქნა უნ-ტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1924-დან ეწეოდა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას. 1930 თსუ-ს საბჭომ დოცენტად აირჩია, ხოლო 1935 არჩეულ იქნა უნ-ტის საქართველოს ისტ. კათედრის გამგედ და პროფესორად. 1936-41 იყო სსრკ მეცნ. აკად. საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერ. კულტურის ინ-ტის დირექტორი; 1941-დან -საქ. სსრ მეცნ. აკად. ვიცე- პრეზიდენტი და მისი ორი – ისტორიისა და ენათმეცნიერების ინ-ტის დირექტორი.
1943-დან დარჩა ისტ. ინ-ტის დირექტორად სიკვდილამდე. ჯანაშია უმთავრესად იკვლევდა ძვ. და ადრინდ. შუა საუკ. საქართველოს ისტორიის პრობლემებს. მის შრომებში სრულიად ახლებურადაა გაშუქებული ქართველთა ეთნოგენეზის, კლასებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ფეოდალიზმის გენეზისის საკითხები. ჯანაშიამ შეიმუშავა საქართვ. ისტორიის ახლებური, მეცნიერულად დამუშავებული პერიოდიზაცია. მან პირველმა გამოყო საქართველოს ისტორიაში პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდი.
ს. ჯანაშიას თვალსაზრისით, პირველყოფილი თემური წყობილების რღვევა და კლასობრივი საზ-ბის ჩასახვა ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანიდან იწყება და ძვ. წ. I ათასწლ. შუა ხანაში ყალიბდება პირველი ქართული სახელმწიფოები -კოლხეთის სამეფო (ძვ. წ. 6ს.) და ქართლის (იბერიის) სამეფო (ძვ. წ. 4ს.)
მეცნიერის აზრით, მართალია, ანტ. ხანის ქართულ სახელმწიფოებში, კოლხეთისა და ქართლის სამეფოებში, მონათმფლობელური წყობილება არსებობდა, მაგრამ მონურ შრომას უმთავრესად სატაძრო მეურნეობებსა და ქვეყნებში იყენებდნენ.
ს. ჯანაშიამ ახალი ეტაპი შექმნა ქართველთა ეთნოგენეზისის პრობლემის კვლევაში ი. ჯავახიშვილის შემდეგ: წამოაყენა და დაასაბუთა მოსაზრება წინა აზიის მონათესავე სამყაროში კულტურული და სახელმწიფოებრივი ცენტრების სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადანაცვლებისა და ქართველთა ავტოქთონობის შესახებ; დაადგინა პირველი ქართული სახელმწიფოების სოციალური ბუნება. ს. ჯანაშიამ საფუძვლიანად განიხილა ქართველი ერის ჩამოყალიბების პრობლემა, უარყო ლიტ-რაში გამოთქმული თვალსაზრისი, რომ ქართველი ერი 19ს-ის 60-იან წლებში გაჩნდა. საქართველოს ისტ. კონკრეტული მასალის გათვალისწინებით, აჩვენა რომ ერის ნიშნები ქართველებს ჰქონდათ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, გარდა ეკონომიკური ერთობისა, რაც ბურჟ. ეპოქაში იქმნება, საერთო ეროვნული ბაზრის შექმნასთან ერთად.
მრავალფეროვანია ს. ჯანაშიას, როგორც ენათმეცნიერის, სამოღვაწეო სფერო. იგი მოიცავს ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისა და ნორმალიზაციის, ქართული კულტ.-ისტ. ტერმინების, გვართა და გეოგრ. სახელთა გავრცელების, ისტორიის, წარმოებისა და ეტიმოლოგიის, აგრეთვე ქართველურ ენათა მთის იბერიულ- კავკასიურ ენებთან ისტ.-გენეტიკური ურთიერთობის საკითხებს. ს. ჯანაშიამ საფუძველი ჩაუყარა აფხაზურ-ადიღეურ ენათა მეცნ.შესწავლას ჩვენში. მისი დიდი დამსახურებაა სვანურ ენაში ადიღურ ენათა (კერძოდ, ყაბარდოულის) ფენის გამოყოფა და სვანურ ბრუნებაში ადიღეური სისტემის დადგენა.
ს. ჯანაშიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია საქართველოს ისტ. წყაროთა გამოცემის, უცხოური წყაროების ცნობების ქართულად თარგმნის თუ მათი წყაროთმცოდნეობითი ანალიზის ხაზით. არაერთი ნაშრომი მიუძღვნა მან ქართული კულტურის ისტორიას, ისტ. გეოგრ. საკითხებს. ს. ჯანაშია ხელმძღვანელობდა არქეოლ. კვლევა-ძიებებს საქართველოში. 1940-იდან ის სათავეში ჩაუდგა მცხეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ არქეოლ. სამუშაოებს. მოპოვებული ახ. მასალის ანალიზი აისახა მის შრომებში და „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოში.
1943 ჯანაშიას, ნ. ბერძენიშვილისა და ივ. ჯავახიშვილის ავტორობით გამოვიდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო უძველესი დროიდან მე-19 საუკუნის დამდეგამდე. 1926-იდან ს. ჯანაშია წლების მანძილზე კითხულობდა თსუ-ში აფხაზური ენის კურსს, ლექციებს საქართველოს ისტ. წყაროთმცოდნეობაში, საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს, ატარებდა სპეც. კურსებსა და სემინარებს.
შრომები:
ახალი ხანა ქართულ მეტყველებაში პროფ. ივანე ჯავახიშვილის მოხსენება. – გაზ. “ლომისი”, 1923, №26, შრ., ტ. III, გვ. 136-141.
ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის. – შრ., ტ. II, 1951, გვ. 464-48.
(1900-1947). ბიბლიოგრაფია. [შესავლის – “აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია”. – ავტ. ე. ხოშტარია]. თბ., “მეცნიერება”, 1976, 154 გვ. (ცენტრ. სამეცნ. ბიბ-კა. ბიბლიოგრაფიული სერია “ქართული მეცნიერები”). – შემდგ. მ. ბარკავა, ე. დოლიძე. – პარალ. ტექსტი რუს. და ინგ. ენ.
გერმანული ei დიფთონგის გადმოცემისათვის ქართულში. თეზისები. – წგ-ში: სალიტერატურო ქართულის ნორმები. ტ. 1, ტფ., ტფილ. უნ-ტის გამ-ბა, 1936, გვ. 61-64; გადაბეჭდილია წგ-ში თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, კრ. I, 1970, გვ. 33-35.
დავით კარიჭაშვილი. – კრ.ში: ქართული ისტორიოგრაფია. 2., თბ., “მეცნიერება”, 1971, გვ. 136-140.
დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი. – გაზ. “კომუნისტი”, 1941, 2 2ნოემბ., გვ. 4.
ზედსართავ სახელთა წარმოება ნასესხებ სიტყვათაგან -ურ ბოლოსართით. – წგ.-ში: “თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. პირველი კრებული, თბ., “მეცნიერება”, 1970, გვ. 125-128.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ერთიანი სავალდებულო ნორმების დადგენის პრინციპები. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1946, 4 გვ.
თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. – ენიმკის მოამბბე, I, ტფ., 1937, გვ. 185-245. – რეზ. რუს. ენ., გადაბეჭდილია წიგნში: “შრომები”, ტ. III, თბ., 1959, გვ. 1-80.
კიდევ ერთი ნაშთი ხანმეტობისა თანამედროვე ქართულში. – “წელიწდეული”, I-II, ტფ., 1923-1924, გვ. 117-118. გადაბეჭდილია წიგნში “შრომები”, ტ. III, თბ., 1959, გვ. 128-129.
მოსე ჯანაშვილი. – კრ-ში: ქართული ისტორიოგრაფია, 2, თბ., “მეცნიერება”, 1971,
მსაზღვრელის შეთანხმება საზღვრულთან. – “სახელ. ბრუნ. ისტორიისათვის ქართვ. ენებში, წ. 1. თბ., 1956, გვ. 353-357. გადაბეჭდილია წიგნში თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. კრ. პირველი., თბ., “მეცნიერება”, 1970, გვ. 131-134. (მოხსენების თეზისები წგ-ში: სალიტერატურო ქართული ნორმები. ტ. 1. ტფ., 1936, გვ. 19-21).
საზოგადოებრივი მეცნიერებანი საბჭოთა საქართველოში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 20 წლითავზე. – ენიმკის მოამბე, ტ. I, 1937, გვ. XI-XL.
საქართველოს ისტორიის უძველესი ქრონოლოგიიდან ენობრივი მასალის მიხედვით. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებათმცოდნეობის განყოფილების VI სამეცნიერო სესიის თეზისები, 1942, გვ. 10, შრ., ტ. III, გვ. 130-135.
სერგი გორგაძე. – ქართ. მწერლობა, 1929, №6-7, გვ. 107-111; “დროშა”, 1929, №11, გვ. 11.
სვანურ-ადიღეური (ჩერქეზული) ენობრივი შეხვედრები. – 1. წინასწარი ცნობა, ენიმკის მოამბე, ტ. XIII, 1942, გვ. 249-278. – რეზ. რუს. ენ.
სიტყვა კ. გამსახურდიას რომანის “დავით აღმაშენებლის” გარშემო გამართულ დისაუტზე 1943 წ. 27-30 დეკ. – გაზ. “ლიტ. საქ.”, 1943, 10 იანვ., გვ. 2.
უზენაესი ღვთაების აფხაზური სახელწოდების ფორმისათვის. – “წელიწდეული”, წგ. 1-2, 1923-1924, გვ. 69-73.
-ურ და -იურ ბოლოსართთა ხმარებისათვის ნასესხებ სიტყვებში. – წგ-ში: სალიტერატურო ქართულის ნორმები. მოხსენებათა თეზისები. ტ. 1, ტფ., ტფილ უნ-ტის გამ-ბა, 1936, გვ. 40-42, შრ., ტ. III, გვ. 292-295.
უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველსაცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსვლეთის ისტორიის სინათლეზე. – ენიმკის მოამბე, V-VI, 1940, გვ. 633-694.
ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენისათვის ნაკვ. 1. “ური” და “იური” ბოლოსართების ხმარებისათვის ნასესხები სიტყვებში. ტფ., 1932, 14 გვ.
შრომები, III. თბ., 1959, 367 გვ.
ჩერქეზული (ადიღეური) ელემენტები საქართველოს ტოპონიმიკაში. – სსრკ მეცნ. აკად. საქ. ფილიალის მოამბე, ტ. I, №8, თბ., 1940, გვ. 623-628. – რეზ. რუს. ენ.; შრ., ტ. III, გვ. 117-123. ისტორიული პრობბლემები ქართული ონომატიკონის სინათლეზე II.
ცხოვრებაჲ საბა ასურისაჲ. – არილი. ტფ., 1925, გვ. 1-24. – რეზ. ფრანგ. და გერმ. ენ.; შრ., ტ. III, გვ. 156-185. ძეგლის პუბლიკაცია გამოკვლევითა და კომენტარითურთ.
წინასიტყვაობა წგ-ში: “ფონეტიკური ლიტერატურის ანოტირებული ბიბლიოგრაფია. 1. ქართველური ენები პროფ. გ. ახვლედიანის რედ-ით. ტფ., 1937, გვ. 01-02; შრ., ტ. III, გვ. 208-209.
, ჯანაშია ბ., გულია დ. ქართული ენა და აფხაზური სკოლებისათვის. სწავლების 1-ლი წელი სოხუმი, 1938, 130 გვ. ერთვის ქართულ-აფხაზური ლქსიკონი. გვ. 109-128. მე-2 გამოც. სოხუმი, 1939, 144. ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, გვ. 121-141. მე-3 გამოც. სოხუმი, 1944, 153 გვ.