ხა, ხა, ხა!ხმაბაძვ. გამოხატავს ხარხარს.
ხავილიყრუ, თითქოს ჩახლეჩილი, ხმის გამოცემა.
ხავხავისუსტად, ჩახლეჩით ხმიანობა.
ხათქა-ხუთქიხმაბაძვ. ხეთქების, დაცემის, დარტყმის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმა.
ხათქანიხმაბაძვ. ხეთქების, მაგრად ცემის ხმა.
ხათქი-ხუთქიიგივეა, რაც ხათქა-ხუთქი.
ხათქუნიიგივეა, რაც ხათქანი.
ხათხათიხმაური, ხმამაღალი ლაპარაკი.
ხაპა-ხუპიმრავლის ცემის, კაკუნის ხმა; თქარა-თქური.
ხარხაზიკუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც ხორხოზი.
ხაფიძლიერი, მჭექარე, ზარდამცემი ხმა.
ხაფხაფისქელი რისამე დუღილის ხმა.
ხაშა-ხუშიიგივეა, რაც ტკიცინა.
ხაჭუნიკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც ჩხრიალი.
ხახანიკუთხ. (ხევს.) იგივეა, რაც ხარხარი.
ხვათქუნიკუთხ. (რაჭ.) „წყალში თევზის სწრაფი მოძრაობა“, – დგაფუნი.
ხვიხვინიხმადაბალი ჭიხვინი.
ხვნეშისღრმად, ხმაურის გამოცემით სუნთქავს, – ქშენს.
ხვრემსხრამახრუმით ჭამს, – ახრამუნებს.
ხვრენაიგივეა, რაც ხვრინვა.
ხვრინვახიხინით სუნთქვა ძილში.
ხი-ხი-ხი!ხმაბაძვ. გამოხატავს ხითხითს.
ხივილი1. ხმაური მდინარისა, ქარისა. 2. ერთობლივი ხმიანობა ჩიტებისა.
ხივისხმაბაძვ. ხმაურობს მდინარე, ქარი, – ხუის.
ხინდიკიკუთხ. (იმერ.) რამეში ხრაგუნით მოძრაობა.
ხირხიციკუთხ. (გურ.) „უწესო სიცილი“.
ხიხინიხრინწიანი ხმის გამოცემა სუნთქვის დროს, ხრინწიანი ხმაური ფილტვებში.
ხლაპუნიპირის ხმაური ხარბად ჭამის დროს.
ხლაფუნიკუთხ. (იმერ.) პირით გამოცემული ხმაური, ხრიალის მსგავსი.
ხლაწუნიკუთხ. (რაჭ. იმერ.) იგივეა, რაც ლაწა-ლუწი.
ხლიჩინებსკუთხ. (იმერ., გურ.) ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობს ან მღერის.
ხლოპინიძაღლების ერთობლივი ყეფით გამოწვეული ხმაური.
ხლურჩუნებს,ხლუჩუნებს იგივეა, რაც ახველებს.
ხმაყურით აღსაქმელი ტალღისებრი რხევა ჰაერისა, – ბგერა.
ხმააწეულადხმას აუწევს და ისე, – ხმამაღლა.
ხმადაბალიჩუმი, ნელი, დაბალი ხმით თქმული.
ხმადაშვებითიგივეა, რაც ხმადაწევით.
ხმადაწევითხმის დაწევით, – ხმადაბლა, ხმადაშვებით.
ხმამაღალირაც მაღალი ხმით ხდება, – კარგად გასაგონი.
ხმამაღლამაღალ ხმაზე, მაღალი ხმით ლაპარაკობს.
ხმამაღლივიგივეა, რაც ხმამაღლა.
ხმამაღლიობაიგივეა, რაც ხმამაღლობა.
ხმამაღლობა1.მაღალი ხმის ქონა. 2.ხმამაღლა ლაპარაკი, – ხმაური.
ხმამიმქრალივისაც, რასაც მიმქრალი, სუსტი ხმა აქვს; ვისაც ხმა მიუსუსტდა.
ხმამოდაბლებითხმის დადაბლებით, – ჩუმად.
ხმაურავინც, რაც ხმაურობს ხოლმე, – ხმაურიანი.
ხმაურიანირასაც ხმაური ახლავს; ხმაურის შემცველი.
ხმაშეუწყობელირაც ხმაშეწყობილი არაა, – შეუთანხმებელი სიმღერა და სხვ.
ხმაჩახლეჩილივისაც ხმა აქვს ჩახლეჩილი, – ხმაწასული.
ხმაწართმეულივისაც ხმა წაერთვა.
ხმაჭკვაკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ხმა.
ხმიანი1. მაღალი ხმის მქონე. 2. ხმამაღალი ბგერადობა.
ხმიანობსხმას გამოსცემს, – ხმაურობს.
ხმიერიხმის გამომღები, ხმის გამომცემი, – ხმიანი.
ხმობსხმიანობს; ამბობს; გაიძახის.
ხმოვანებსხმებს გამოსცემს, – ხმიანობს, ჟღერს.
ხმოვანი1. ხმის გამომცემი, – ხმიანი. 2. ხმამაღალი, დიდხმიანი.
ხორხოზი1. კუთხ. (გურ., იმერ.) ხმამაღალი უწესრიგო ლაპარაკი ბევრისა, – აურზაყური. 2. ბოხი, ხმამაღალი, როხროხა ხმა.
ხორხოზობსკუთხ. (გურ., იმერ.) უწესრიგოდ ხმაურობს.
ხორხორიაურზაური, როხროხი.
ხორხოტიგაბრაზებული ღორის ხმამაღალი ღრუტუნი.
ხორხოციკუთხ. (გურ.) „მამალი ღორების ხმაურობა და ბრძოლა დედლებისათვის“.
ხოხორობაკუთხ. (ფშ.) ყაყანი, ხმაურობა ბევრისა.
ხრაგა-ხრუგიიგივეა, რაც ხრაგუნი.
ხრაგუნიმაგარ რამეზე ადგილის მონაცვლეობით გამოწვეული ხმაური.
ხრამა-ხრუმი„ქერქთ ჭამის ხმა“ (საბა); ხრამუნით ჭამა.
ხრამუნიმაგარი ან ხმელი რისამე ჭამის ხმა.
ხრანტალ-პრანტალიროხროხი, ბოხი ხმით ხმამაღლა ძახილი.
ხრანტალიყელში ხრიალი, ნახველის ამოწმენდის ხმა.
ხრაპა-ხრუპიხმამაღალი ხვრეპის ხმა.
ხრაშა-ხრუში1. ხრეშზე ან გაყინულ ფხვიერ თოვლზე სიარულით გამოწვეული ხმიანობა, – ხრაშუნი. 2. იხ. ხრამა-ხრუმი.
ხრაშუნიიგივეა, რაც ხრამუნი, ხრაშა-ხრუში.
ხრიალ-ღრიალიმეტად დიდი ხმაური, − ღრიანცელი.
ხრიგინ-ხრიგინიგაბმული ხრიგინი.
ხრიგინიეტლის, ურმის და მისთ. მოძრაობით გამოწვეული ხმაური.
ხრინწიანიჩახლეჩილი, არასუფთა ტონის ხმა.
ხრიწინებსხრიალებს, ხროტინებს.
ხროტინისუნთქვაშეკრულის ხრიალი.
ხროხინიკუთხ. (იმერ.) ბოხი ხმით ხმამაღლა ლაპარაკი, – როხროხი.
ხრუტუნიიგივეა, რაც კრუტუნი, ღრუტუნი .
ხრჭიალიიგივეა, რაც ღრჭიალი.
ხუთხმიანიხუთი სხვადასხვა ხმისაგან შემდგარი.
ხუილიხმაბაძვ. მდინარის და ქარის ხმაური.
ხუისხმაბაძვ. ხმაურობს მდინარე, ქარი.
ხუფხუფიხმაბაძვ. წყლის დუღილის ხმიანობა || ყრუ ხმიანობა დიდი ყელვიწრო ჭურჭლიდან სითხის გადმოსხმის დროს.
ხუჩხუჩიუხმო, გულამოსკვნით ტირილი, – ქვითქვითი.
ხუხუნიხმაბაძვ. „გატყორცნის ხმა“ (საბა), – ხრიალი, შხუილი.