ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 151 names in this directory beginning with the letter Წ.
წავწკავი
იხ. წკავწკავი.

წაიბზუკუნებს
იგივეა, რაც წაიბუტბუტებს.

წაიბუტბუტებს
ბუტბუტით წაილაპარაკებს.

წაიგმინებს
გმინვა აღმოხდება, – ამოიგმინებს.

წაიზმუვლებს
ზმუილის ხმას გამოსცემს, ზმუილით გაახმიანებს.

წაიზუზუნებს
ზუზუნით წაილაპარაკებს.

წაიკვნესებს
იგივეა, რაც წამოიკვნესებს.

წაიკრუსუნებს
კრუსუნით წაილაპარაკებს.

წაილუღლუღებს
ლუღლუღით, გაურკვევლად იტყვის რასმე; წაილაპარაკებს.

წაიპურტყუნებს
წაიბურტყუნებს.

წაიპუტუნებს
პუტუნით იტყვის, – წაიბუტბუტებს.

წაიჟღურტულებს
ჟღურტულით გაიხმიანებს.

წაიფთქვენს
ფრუტუნის მსგავს ხმას გამოსცემს.

წაიფშუტუნებს
სტვენის მსგავსად წაიქშენს.

წაიფხუკუნებს
ფხუკუნი წასცდება, – წაიფრუტუნებს.

წაიღიღინებს
ხმადაბლა, ღიღინით წაიმღერებს.

წაიღურღულებს
ღურღულით, ბუტბუტით წაილაპარაკებს, – წაიბუტბუტებს.

წაიყეფებს
იგივეა, რაც დაიყეფებს.

წაიწრიპინებს
წრიპინით წაილაპარაკებს.

წაკა-წუკი
ხმაბაძვ. იგივეა, რაც კაწკაწი.

წამოაკივლებს
კივილი აღმოხდება.

წამოიგმინებს
გმინვა აღმოხდება.

წამოიდუდუნებს
დუდუნით ამოთქვამს, – წაიდუდუნებს.

წამოიზახებს
ხმამაღლა იტყვის, – წამოიყვირებს.

წამოიზმუვლებს
იგივეა, რაც წაიზმუვლებს.

წამოიკვნესებს
კვნესით წამოიძახებს, – ამოიკვნესებს.

წამოიკივლებს
კივილით წამოიძახებს.

წამოიკნავლებს
კნავილის ხმაზე წამოიძახებს.

წამოილაპარაკებს
წყნარად წარმოთქვამს, დაილაპარაკებს.

წამოისივლებს
სივილით წამოიძახებს, – დაიწივლებს.

წამოიფუჩუნებს
კუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც წამოიჩურჩულებს.

წამოიფშმუვლებს
ფშმუილით, ქშენით წარმოთქვამს.

წამოიქუხებს
იგივეა, რაც დაიქუხებს.

წამოიღიღინებს
ხმადაბლა, ღიღინით წამოიმღერებს.

წამოიღმუვლებს
იგივეა, რაც დაიღმუვლებს.

წამოიღრიალებს
ღრიალით წამოიძახებს, წამოიყვირებს.

წამოიყვირებს
ყვირილით წამოიძახებს.

წამოიყროყინებს
დიდი, უშნო ხმით იტყვის, წამოიძახებს.

წამოიშმუვლებს
იგივეა, რაც წამოიფშმუვლებს.

წამოიჩურჩულებს
ჩურჩულით წამოილაპარაკებს.

წამოიწიკვინებს
წიკვინით წამოიძახებს.

წამოიწიწინებს
წიწინით წამოიძახებს, წამოიკივლებს.

წამოიხავხავებს
ხავხავით, ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვამს.

წამოიხრანტალებს
ხრანტალით, ძლივძლივ ამოთქვამს.

წამოიხრიალებს
ხრიალით წარმოთქვამს.

წამოიხრინწიალებს
ხრინწიანი ხმით წამოიძახებს.

წამოკივლება
კივილით წამოძახება.

წამოკნავლება
დაკნავლება, კნავილის ხმით წამოძახება.

წამოყაყანდება
იგივეა, რაც აყაყანდება.

წამოყვირება
ყვირილით წამოძახება.

წამოხველება
სუსტად დახველება; ხველების წაცდენა.

წანწკარა
წანწკარით მომდინარე.

წანწკარი
პატარა ნაკადის ხმიანობა.

წარახრახდება
რახრახით წავა ურემი.

წარიხინდება
იგივეა, რაც წარახრახდება.

წასჩურჩულებს
ჩურჩულით წაულაპარაკებს.

წასჩუფუნებს
იგივეა, რაც წასჩურჩულებს.

წაუსტვენს
სტვენით გაეხმიანება.

წაუტკაცუნებს
ისე წაარტყამს, რომ ტკაცუნის ხმა გამოსცეს.

წაუტუტუნებს
ტუტუნით ეტყვის, – წაულაპარაკებს.

წაუფუჩუნებს
კუთხ. (იმერ.) წასჩურჩულებს.

წაუღიღინებს
იგივეა, რაც წაიღიღინებს.

წაუჩურჩულებს
იგივეა, რაც წასჩურჩულებს.

წაუჭყივლებს
ჭყივილით წასძახებს.

წაფშმუილება
ფშმუილის ხმის გამოცემა.

წაღიღინება
ხმადაბლა, ღიღინით წამღერება.

წაწკა-წუწკი
ხმაბაძვ. ტკაცა-ტკუცი, ლაწა-ლუწი.

წაჭყივლება
ჭყივილით წაძახება.

წახრიალდება
ხრიალით წავა, – წარახრახდება.

წახრიგინდება
ხრიგინით წავა, – წარახრახდება.

წვრილხმიანი
რასაც წვრილი ხმა აქვს.

წია-წია
1. იგივეა, რაც წიავ-წიავ. 2. წიწილების მოხმობა.

წიავ-წიავ
ხმაბაძვ. წიწილის წივილის ხმა.

წიაპ-წიაპ
ხმაბაძვ. იგივეა, რაც წიავ-წიავ.

წიაქი
იგივეა, რაც წივილი.

წივანა
იგივეა, რაც მწივანა.

წივი-ს-კივის
წივის და კივის.

წივილ-ზუილი
წივილი და ზუილი.

წივილი
წვრილი ხმის გამოცემა.

წივის
წვრილ ხმას გამოსცემს.

წივწივებს
ნაწყვეტ-ნაწყვეტად წივის.

წივწივი
წიწილის ხმიანობა, – წივილი.

წიკვინა
წვრილი, უსიამოვნო ხმა.

წიკვინებს
წვრილ, უსიამოვნო ხმას გამოსცემს.

წიკვინი
წვრილი, უსიამოვნო ხმით ლაპარაკი.

წიკო
კუთხ. (ფშ.) წიაქი; წიოკობა, წივილ-კივილი.

წიკო-წიკო!
ხმაბაძვ. გარმონზე დაკვრის ხმა.

წიკწიკი
ხმაბაძვ. საათის მექანიზმის მუშაობის ხმა, – ტიკტიკი.

წინწკილა
კუთხ. (იმერ., ლეჩხ.) იგივეა, რაც წანწკარა.

წინწკილი
კუთხ. (იმერ., ლეჩხ.) იგივეა, რაც წანწკარი.

წიო-წიო
ხმაბაძვ. ზოგიერთი ფრინველის (ძერის, ინდაურის...) ხმიანობა.

წიპწიპი
წიწილის ხმიანობა.

წიწინა
წიწინის მაგვარი, – წრიპინა.

წიწინებს
წიწინის ხმას გამოსცემს.

წიწინი
ხმაბაძვ. ფრინველის წიწილის, ჩიტის მიერ გამოცემული წვრილი ხმა.

წიწიტო
ხმაბაძვ. გულყვითელას (მოლაღურის) ძახილი.

წიწკინა
წვრილი, უსიამოვნო წიკვინა ხმა.

წიწკინი
ხმაბაძვ. მოყინულზე გავლის ხმა, – წკაპაწკუპი.

წკავის
გაბმით წვრილ ხმაზე ყეფს, – წკმუის.

წკავწკავი
წვრილად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად ხმიანობა ძაღლისა....

წკაპა-წკუპი
ხმაბაძვ. რიტმული წკაპანი.

წკაპანი
ხმაბაძვ. პატარა, მკვრივი სხეულის კენჭის, (წკეპლის...) ან წვეთის მაგარ საგანზე დაცემის დარტყმის ხმა.

წკაპი-წკუპი
იგივეა, რაც წკაპა-წკუპი.

წკაპუნი
წკაპანი, წკაპა-წკუპი.

წკაპწკაპი
ხმაბაძვ. 1. რიტმული წკაპანი, – წკაპა-წკუპი. 2. კავკავი, წკავწკავი.

წკარა-წკური
ხმაბაძვ. რიტმული წკარუნი.

წკარი
პატარა ნაკადის ხმიანობა.

წკარი-წკური
ხმაბაძვ. იგივეა, რაც წკარა-წკური.

წკარუნი
ხმაბაძვ. ლითონის ან მინის პატარა საგნების ერთმანეთზე დარტყმის, ცემის ხმა.

წკეპა
კუთხ. (ფშ., ხევს.) ფარზე ხმლის დარტყმით გამოცემული ხმა; ხელით შემორტყმის ხმა.

წკვიტინა
იგივეა, რაც წიკვინა.

წკვიტინებს
იგივეა, რაც წიკვინებს.

წკივილი
კუთხ. (ფშ., ხევს.) იგივეა, რაც წივილი.

წკიპინი
მცირედ ტკაცანი.

წკლაპა-წკლუპი
ხშირი წკლაპუნი.

წკლაპუნი
ჭამის დროს ენითა და ტუჩებით წ‑ს მაგვარი ბგერის გამოცემა.

წკლატუნი
იგივეა, რაც წკლაპუნი.

წკმუილი
იგივეა, რაც წკმუტუნი.

წკმუის
იგივეა, რაც წკმუტუნებს.

წკმუტუნებს
წკმუტუნის ხმას გამოსცემს (ძაღლი...).

წკმუტუნი
წვრილი ხმის გამოცემა ძაღლისა.., – წკმუილი.

წკნავილი
1. წვრილი ხმის გამოცემა ძაღლისა, ტურისა და მისთ. 2. ჭრიალი, ჭრაჭუნი.

წკნავის
წვრილ ხმას გამოსცემს, კივის ძაღლი, – წკმუის.

წკნეტა
ჟღარუნი, ჩხარუნი.

წკრიალახმიანი
წკრიალა ხმის მქონე, – ხმაწკრიალა.

წკრიალებს
წკრიალის ხმას გამოსცემს, – წკარუნებს.

წკრიალი
1. მინაზე ან ლითონზე ცემის ხმა, –წკარუნი. 2. მაღალ, კრიალა ხმაზე ჟღერა, –რაკრაკი. 3. იგივეა, რაც წანწკარი.

წლაკა-წლუკი
იგივეა, რაც წკლაპა-წკლუპი.

წლაკუნი
იგივეა, რაც წკლაპუნი.

წლაპა-წლუპი
იგივეა, რაც წკლაპა-წკლუპი.

წლაპუნი
იგივეა, რაც წკლაპუნი.

წმუილი
იხ. წკმუილი.

წმუის
იხ. წკმუის.

წმუკუნი
იხ. წკმუტუნი.

წრიალი
1. ძვ. მოქნეულისაგან ჰაერის გაპობის ხმა, – წუილი, შხუილი. 2. კუთხ. (ხევს.) ძალიან წვრილად ჩამომდინარე სითხის ხმა.

წრიაფი
კუთხ. (ლეჩხ.) კრიახი ქათმებისა.

წრიაქი
იგივეა, რაც წრიაფი.

წრიპ!
წრიპ! ხმაბაძვ. წრიპინით ხმიანობა.

წრიპინა
ვინც (ან რაც) წრიპინებს.

წრიპინებს
წრიპინის ხმას გამოსცემს.

წრიპინი
ხმაბაძვ. ძალზე წვრილი ხმის გამოცემა.

წრუპ! წრუპ!
წრუპუნით ხმიანობა.

წრუპნა
წრუპუნით წევა ჩიბუხისა.

წრუპნის
წრუპნით ეწევა ჩიბუხს.

წრუპუნი
ხმაბაძვ. მოკუმული ტუჩებით ჰაერის შესრუტვისას გამოცემული ხმა.

წრუტუნი
იგივეა, რაც წრუპუნი.

წრუწუნი
თაგვის ხმიანობა, – წრიპინი.

წუილი
წვრილი, მაღალი ხმის გამოცემა მწერისაგან.

წუის
წვრილ, მაღალ ხმას გამოსცემს მწერი.

წუწკუნი
იგივეა, რაც წკმუტუნი.

წუწუნი
იხ. წუილი.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე