ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 166 names in this directory beginning with the letter Ჩ.
ჩ.

ჩაარაკრაკებს
რაკრაკით, საამოდ იმღერებს.

ჩაატკაცუნებს
ჩაკვრით ტკაცუნის ხმას გამოაღებინებს.

ჩააჩხრიალებს
ჩხრიალით ჩაღვრის, ჩაყრის.

ჩააწიკწიკებს
წიკწიკის ხმას გამოაცემინებს.

ჩააწკაპუნებს
წკაპუნის ხმას გამოაცემინებს.

ჩააწკრიალებს
წკრიალა ხმით, ლამაზად იმღერებს ან დაუკრავს.

ჩააჭუკჭუკებს
ჭუკჭუკის ხმას გამოაცემინებს.

ჩაბაგუნება
ისე ჩარტყმა, რომ ბაგუნის ხმა გამოაცემინოს.

ჩაბოხება
ბოხი ხმით დალაპარაკება.

ჩაბუტბუტება
ბუტბუტით ჩალაპარაკება.

ჩადუდუნება
დუდუნით ჩალაპარაკება; ჩაბუტბუტება.

ჩადუმდება
ჩაჩუმდება, მიჩუმდება, დადუმდება.

ჩაეხლიჩება
წაუვა, გაუხრინწიანდება ხმა.

ჩაეხლიწება
იგივეა, რაც ჩაეხლიჩება.

ჩაეხრინწება
ხრინწიანი გაუხდება, – ჩაეხლიჩება ხმა.

ჩაიბაგუნებს
ისე ჩაირტყამს, რომ ბაგუნის ხმა გამოაცემინოს.

ჩაიბუბუნებს
ბუბუნის ხმით ჩაილაპარაკებს.

ჩაიბუზღუნებს
ბუზღუნით ჩაილაპარაკებს.

ჩაიბურდღუნებს
იგივეა, რაც ჩაიბურტყუნებს.

ჩაიბურტყუნებს
ბურტყუნით ჩაილაპარაკებს; დაბალი ხმით გაურკვევლად იტყვის (ჩვეულებრივ, უკმაყოფილო).

ჩაიბუტბუტებს
ბუტბუტით ჩაილაპარაკებს; დაბალი ხმით გაურკვევლად იტყვის რასმე.

ჩაიბუხუნებს
ბოხი ხმით ჩაილაპარაკებს.

ჩაიგმინებს
იგივეა, რაც დაიგმინებს.

ჩაიგრიალებს
გრიალით ჩაივლის.

ჩაიგუგუნებს
ძლიერი ხმით, გუგუნით დაიძახებს, – დაიგუგუნებს.

ჩაიდუდუნებს
დუდუნით, ხმადაბლა და გაურკვევლად ჩაილაპარაკებს, ჩაიბუტბუტებს.

ჩაიდუდღუნებს
დუდღუნით ჩაილაპარაკებს.

ჩაიზმუკუნებს
იგივეა, რაც დაიზმუკუნებს.

ჩაიკაკანებს
იგივეა, რაც ჩაირაკრაკებს.

ჩაიკვნესებს
დაიკვნესებს; კვნესით ჩაილაპარაკებს.

ჩაიკრუსუნებს
იგივეა, რაც დაიკრუსუნებს.

ჩაიკრუტუნებს
კრუტუნს გამოსცემს, კრუტუნით გაიხმიანებს, – დაიკრუტუნებს.

ჩაილუღლუღებს
ლუღლუღით, გაურკვევლად, გაუგებრად იტყვის.

ჩაიპუტუნებს
კუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც ჩაიბუტბუტებს.

ჩაირაკრაკებს
რაკრაკით ჩაივლის, ჩავა, – ჩარაკრაკდება.

ჩაისისინებს
სისინის ხმას გამოსცემს.

ჩაისტვენს
თავისთვის, ხმადაბლა დაუსტვენს.

ჩაიფრუსტუნებს
იხ. ჩაიფრუტუნებს.

ჩაიფრუტუნებს
ფრუტუნით ჩაიცინებს.

ჩაიფურჩულებს
იგივეა, რაც ჩაიჩურჩულებს.

ჩაიფუჩუნებს
იგივეა, რაც ჩაიჩურჩულებს.

ჩაიფხუკუნებს
ფხუკუნით ჩაიცინებს, – ჩაიფრუტუნებს.

ჩაიღიღინებს
ხმადაბლა ჩაიმღერებს, – წაიღიღინებს.

ჩაიღრუტუნებს
იგივეა, რაც დაიღრუტუნებს.

ჩაიღუღუნებს
ღუღუნის ხმას გამოსცემს, – დაიღუღუნებს მტრედი.

ჩაიშრიალებს
იგივეა, რაც გაიშრიალებს.

ჩაიჩახჩახებს
ჩახჩახით, ჩხრიალით ჩაივლის.

ჩაიჩიფჩიფებს
ჩიფჩიფით ჩაილაპარაკებს, ჩიფჩიფით იტყვის.

ჩაიჩურჩულებს
ჩურჩულით ჩაილაპარაკებს.

ჩაიწკმუტუნებს
წკმუტუნი აღმოხდება.

ჩაიწმუკუნებს
იგივეა, რაც ჩაიწკმუტუნებს.

ჩაიწრიპინებს
იგივეა, რაც დაიწრიპინებს.

ჩაიხმატკბილებს
ხმატკბილად, ტკბილი ხმით ჩაიმღერებს.

ჩაიხმაურებს
ხმაურს გაიღებს, გაიხმიანებს.

ჩაიხრიალებს
ხრიალის ხმას გამოსცემს, ხრიალით იტყვის.

ჩაიხროტინებს
ხროტინით ჩაილაპარაკებს.

ჩაკა-ჩუკი
გაბმული, გამუდმებული ჩაკუნი, – კაკა-კუკი.

ჩაკაკუნება
ჩარტყმით კაკუნის ხმის გამოცემინება.

ჩაკი-ჩუკი
რისამე მტვრევის მოყრუებული ხმა.

ჩაკუნი
ნაჯახით უხეიროდ თლა, ჩეხის ხმა.

ჩაკუჭკუჭდება
ხმადაბლა და გულიანად იცინებს.

ჩალაპარაკება
თავისთვის, ხმადაბლა დალაპარაკება.

ჩალუკლუკებს
1. ლუკლუკით ჩაედინება მდინარე... 2. ლუკლუკით გაეხმიანება.

ჩალუღლუღება
ლუღლუღით, გაურკვევლად ჩალაპარაკება.

ჩამიჩუმი
ოდნავ გასაგონი ხმა.

ჩამიჩუმობს
ფრთხილად ხმაურობს.

ჩამოზუზუნებს
ზუზუნით ჩამოდის (ქარი).

ჩამოისმება
ზევიდან მოისმება ხმა.

ჩამოიჩხავლებს
ჩხავილით ჩამოიძახებს.

ჩამორეკავს
ხმას გამოაღებინებს ზარს ენაზე მიბმული საბლის ჩამოკვრით, – დარეკავს.

ჩამორიხინდება
რიხინით, რახრახით ჩამოვა.

ჩამოქუხს
ქუხილით ჩამოდის.

ჩამოჩქრიალებს
ჩქრიალით ჩამოდის.

ჩამუნი
იგივეა, რაც ჩამიჩუმი.

ჩამღერა
სიმღერით თქმა.

ჩანჩქარი
1. ჩქეფა, ჩხრიალი წყლისა. 2. იგივეა, რაც ჩანჩქერი.

ჩანჩქერი
წყლის ნაკადი, რომელიც ციცაბოზე გადმოდის.

ჩანჩხარი
1. „ჩხრიალი, ჩხარუნი“. 2. კრუხის ხმიანობა.

ჩანჩხური
1. ჩანჩხარი, ჩხარუნი. 2. «ხმამაღლა, უთავბოლოდ ლაპარაკი».

ჩარაკრაკდება
რაკრაკით ჩავა, ჩაედინება.

ჩასისინება
სისინის ხმის გამოცემა.

ჩასჩურჩულებს
უჩურჩულებს ყურში, ჩურჩულით ეტყვის.

ჩასძახებს
ჩაჰყვირებს ყურში.

ჩასძახის
ჩაჰყვირის ყურში.

ჩაუბაგუნებს
ისე ჩაარტყამს, რომ ბაგუნის ხმა გამოაცემინოს.

ჩაუკაკუნებს
ჩაატყმით კაკუნის ხმას გამოაცემინებს.

ჩაუფურჩულებს
კუთხ. (გურ., იმერ.) იგივეა, რაც ჩაუჩურჩულებს.

ჩაუფუჩუნებს
კუთხ. (იმერ., გურ.) იგივეა, რაც ჩაუჩურჩულებს.

ჩაუღიღინებს
ჩაიღიღინებს მის გასაგონად.

ჩაუჩურჩულებს
იგივეა, რაც ჩასჩურჩულებს.

ჩაუხლეჩს
ჩახლეჩს მისთვის ან მისას.

ჩაუხმატკბილებს
ხმატკბილად ჩაუმღერებს.

ჩაუხრინწიანდება
იგივეა, რაც ჩაეხრინწება.

ჩაუხშობს
ჩაახშობს მისას; მოუსპობს.

ჩაქუხს
ქუხილით ჩადის.

ჩაქშუვლება
ქშუილით ჩასვლა.

ჩაღიღინება
ხმადაბლა ჩამღერება, წაღიღინება.

ჩაღიღინებული
რაც ჩაიღიღინეს, – ღიღინით თქმული.

ჩაღრუტუნობს
ღრუტუნით ჩასძახის.

ჩაჩა-ჩუჩი
რბილი ან შრიალა საგნების მოძრაობისას გამოცემული ხმა, – ფაჩა-ფუჩი.

ჩაჩუნი
მსუბუქი, ფრთხილი მოძრაობა, – ფაჩუნი. || ასეთი მოძრაობით გამოწვეული მცირე, ძნელად გასაგონი ხმიანობა.

ჩაჩქუნი
რტყმა, ჩაკუნი, ცემა; ჩეჩქვის ხმა.

ჩაჩხაპუნდება
ჩქრიალით, ჩქაფუნით ჩავა.

ჩაწიკწიკება
წიკწიკის ხმის გამოცემინება.

ჩაწკაპუნება
წკაპუნის ხმის გამოცემა.

ჩაწკრიალება
წკრიალით ჩაყრა.

ჩაწყვეტა
ხმის ჩაწყვეტა – გაჩუმება, დადუმება, ხმის გაკმენდა.

ჩახა-ჩუხი
ჩეხის ხმა.

ჩახანი
რკინის რკინაზე მოხვედრების ხმა || რისამე ჩეხის ხმა.

ჩახლეჩა
წასვლა, ჩახრინწიანება ხმისა.

ჩახლეწილი
კუთხ. (ქართლ.) იგივეა, რაც ჩახლეჩილი.

ჩახმატკბილება
ხმატკბილად ჩამღერება.

ჩახუნი
ჩეხის ხმა, ჩახა-ჩუხი; ჩახანი.

ჩახჩახა
ჩხრიალა, ხმაური.

ჩახჩახებს
იხ. ჩუხჩუხებს.

ჩაჰბღმუის
იხ. ჩაჰბღუის.

ჩაჰბღუვლებს
ბღუილით ჩასძახებს.

ჩაჰბღუის
ბღუილით ჩასძახის.

ჩაჰკივლებს
დაიკივლებს, კივილით გაიხმიანებს.

ჩიფჩიფი
უკბილო ადამიანის გაურკვეველი ლაპარაკი.

ჩიჩხინებს
იხ. ჩახჩახებს.

ჩლატა-ჩლუტი
იგივეა, რაც ჩლატუნი.

ჩლატუნი
ფეხის თრევით, ულაზათოდ სიარული, – ფრატუნი.

ჩლახუნი
კუთხ. (გურ.) „ტალახში ტლაპა-ტლუპით სიარული“.

ჩოჩქოლი
შეშფოთებით, აღელვებით გამოწვეული მოძრაობა და ყრუ ხმაური ხალხისა.

ჩოჩქორი
იხ. ჩოჩქოლი.

ჩუნგალი
კუთხ. (ფშ.) ჩამიჩუმი, მცირედი ხმა.

ჩურჩული
მეტისმეტად ხმადაბლა, ჩუმად ლაპარაკი.

ჩუფჩუფი
კუთხ. (ფშ. ხევს.) იგივეა, რაც ჩურჩული.

ჩუხჩუხებს
ჩუხჩუხით დუღს, – ხმაურობს.

ჩუხჩუხი
წყლის ჩქარი დინებით წარმოქმნილი ხმიანობა, – ჩქრიალი.

ჩქამი
ხმაური, გახმაურება.

ჩქამობს
ჩქამს გამოსცემს, – ხმაურობს, ხმიანობს.

ჩქაფა-ჩქუფი
იგივეა, რაც ჩქაფანი.

ჩქაფანი
წყალში ჩავარდნის ან წყლის, სითხის სწრაფი მოძრაობის ხმა.

ჩქაფი
წყალში რისამე ჩავარდნისას გამოცემული ხმა, – ჩქაფანი.

ჩქაფუნი
იგივეა, რაც ჩქაფანი.

ჩქეფ-ჩქეფად
ჩქეფით, ჩქაფა-ჩქუფით.

ჩქეფა
სწრაფად, ხმაურით დენა.

ჩქეფი
ხმაურით დენა ნაკადისა.

ჩქეფობა
იგივეა, რაც შუშხუნი.

ჩქლაფა-ჩქლუფი
იხ. ჩქაფა-ჩქუფი.

ჩქრიალა
რასაც ჩქრიალი გააქვს, – ჩხრიალა.

ჩქრიალებს
ჩქრიალი გააქვს.

ჩქრიალი
ჩქარი დინებით წარმოქმნილი ხმიანობა.

ჩქრო
ხმის მოჩვენება, – ჩქამი.

ჩქროობს
კუთხ. (ფშ. ხევს.) ხმა, ჩქამი ეჩვენება.

ჩხავილი
ხმაბაძვ. ზოგი ცხოველის (ტურის, კატის...) და ფრინველის (ყვავის, კაჭკაჭის...) უსიამოვნო, ყურთასმენის წამღები ხმიანობა.

ჩხავის
უსიამოვნოდ ხმიანობს ტურა, ყვავი....

ჩხაკა-ჩხუკი
გაბმით ჩხაკუნი.

ჩხაკანი
იგივეა, რაც ჩხაკუნი.

ჩხაკუნი
ლითონის საგნების მაგარ რამეზე მოხვედრებისას გამოცემული ხმა.

ჩხაპუნება
წვიმის ან წყლის ხშირი, მსხვილი წვეთების სხმის ხმა.

ჩხარა
კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ჩხერა.

ჩხარა-ჩხური
ხშირი ჩხარუნი.

ჩხარი
ჩხრიალი, ჩხარა-ჩხური.

ჩხარი-ჩხური
იგივეა, რაც ჩხარა-ჩხური.

ჩხარუნი
ლითონის საგნების ერთმანეთზე დარტყმა-დაცემის ხმა.

ჩხერა
ჩხარუნი, ჩხრიალი.

ჩხივილი
იგივეა, რაც ჩხავილი.

ჩხიი
ხმაბაძვ. ჩხიკვისა და ზოგი სხვა ფრინველის ხმიანობა.

ჩხიკ, ჩხინკ!
ხმაბაძვ. ჩხაკუნის ხმა.

ჩხიკვინებს
ხმაბაძვ. ჩხიი, ჩხი-ს იძახის ჩხიკვი.

ჩხლაკა-ჩხლუკი
ხმაბაძვ. ხმელი ტოტების მტვრევის ხმა.

ჩხრიალი
ხმაბაძვ. 1. სწრაფად ჩადენის ხმა ნაკადულისა... 2. მაგარი პატარა საგნების ერთმანეთზე მიხლა-მირტყმით გამოცემული ხმა.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე