შარი-შურიფოთლების, აბრეშუმის ქსოვილისა და მისთ რხევის ხმა – შრიალი.
შე-ჰ-ყაყანებსყაყანით მიმართავს.
შეაბაკუნებსბაკუნით შედგამს (ფეხს).
შეაზუზუნებსზუზუნს დააწყებინებს.
შეაჟღარუნებსჟღარუნს დააწყებინებს, ჟღარუნით აახმაურებს.
შეაჟღრიალებსჟღარუნს დააწყებინებს, ჟღარუნით აახმაურებს.
შეარაწკუნებსიგივეა, რაც შეაწკარუნებს.
შეაღრჭიალებსღრჭიალს დააწყებინებს, დააღრჭიალებს კბილებს.
შეაწკაპუნებსწკაპუნის ხმას გამოაცემინებს, წკაპუნს გააღებინებს.
შეაწკარუნებსწკარუნის ხმას გამოაცემინებს.
შეაჯახუნებსჯახუნით შეხურავს, შევა და კარს ჯახუნით დახურავს.
შებაკუნდებაბაკი-ბუკით, ბაკუნით შევა.
შებაკუნებაბაკი-ბუკით, ბაკუნით შესვლა.
შებრახუნდებაბრახუნით შევა.
შებრახუნებაბრახუნით შესვლა.
შეზმუისზმუილით ეხმიანება.
შეზრიალდებაზრიალს დაიწყებს, შეზანზარდება.
შეზუზუნებაზუზუნის ხმის გამოცემა.
შეზუზუნებსზუზუნით შედის, ზუზუნით იჭრება რამეში.
შეიბრახუნებსშევა და ბრახუნით მიიხურავს (კარს).
შეიშრიალებსშრიალს დაიწყებს, შრიალით შეირხევა, გაიშრიალებს.
შეიწკრიალებსწკრიალის ხმას გამოსცემს, წკრიალით გაიხმაურებს, გაიწკრიალებს.
შეიჭახჭახებსჭახჭახით შეიხმაურებს.
შეიხმატკბილებსშეუხმატკბილებს, შეუწყობს თავისას (ხმას, ჰანგს...).
შეიჯახუნებსჯახუნით შეიხურავს კარს.
შემობაკუნდებაბაკი-ბუკით, ბაკუნით შემოვა.
შემობრახუნდებაბრახუნით შემოვა.
შემობრახუნებაბრახუნით შემოსვლა.
შემოგრიალდებახმაურით, გრიალით შემოვა, შემოვარდება.
შემოესმისესმის ამას, მოესმის.
შემოზუზუნებსზუზუნით შემოდის.
შემოიზუზუნებსზუზუნით შემოიჭრება, ზუზუნით შემოჰბერავს.
შემოღიღინებსღიღინით იძახის, – ღიღინებს.
შემოჰკრავსზარს შემოჰკრავს, − ზარს დარეკავს.
შემღერასიმღერის წამოწყება.
შეჟიჟინებსჟიჟინით ელაპარაკება, ემასლაათება; შეჟღურტულებს.
შესჭეხსძლიერი ხმით შესძახებს, შეჰყვირებს.
შეტყაპუნდებაკუთხ. (იმერ.) ტყაპუნით შევა წყალში.
შეტყაპუნებაკუთხ. (იმერ.) ტყაპუნით შესვლა წყალში.
შეუბოხდებარამდენადმე ბოხი გაუხდება ხმა, ცოტათი გაუბოხდება.
შეუღრიალებსღრიალით შესძახებს, − დაუღრიალებს.
შეღიღინებაღიღინით წამღერება, წაღიღინება.
შეღიღინებსღიღინით მიმართავს, – შემღერს.
შეღრიალებაღრიალთ შეყვირება, ღრიალით შეძახება.
შეყაყანებაყაყანით მიმართვა.
შეჯახუნებაჯახუნით შეხურვა კარისა.
შეჰყიჟინებსყიჟინით შესძახის, შეუყიჟინებს, უყიჟინებს.
შვლეპსრამე გრძელსა და წვრილს სწრაფად დაჰკრავს ისე, რომ ხმა გამოსცეს.
შვლეჭსკუთხ. (იმერ.) იგივეა, რაც შვლეპს.
შვრინავსხმაურით სუნთქავს, ფშვინავს.
შივილიერთგვარი შხივილის მაგვარი ხმა, რასაც გამოსცემს ნედლი შეშა წვისას, გაბერილი ტიკი დაფუკვისას.
შიშინი1. ადუღებამდე მოსული წყლის (ან იმ ჭურჭლის, რომელშიაც წყალია) ხმა. 2. იგივეა, რაც შიშხინი, 3. იგივეა, რაც სისინი).
შიშხინიერთგვარი ხმა, რასაც გამოსცემს ხორცი (მწვადი...) შეწვისას, ან ფაფისნაირი რამე (ფაფა, ფლავი...) გაცხელებისას.
შლაგუნიშამბიანში, ბუჩქნარსა და მისთანებში გლეჯით, მტვრევით სწრაფი სიარული.
შლაპუნიმოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა.
შლარტუნიკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც შლაგუნი.
შლიგინიკუთხ. (იმერ.) რამეში სწრაფად სიარული და ამ სიარულისას გამოცემული ხმა.
შლიპინ-შლიპინიკუთხ. (გურ.) შლიპინი და შლიპინი, – შლაპაშლუპი.
შლიპინიკუთხ. (გურ.) იგივეა, რაც შლაპუნი.
შმაშუნიკუთხ. (იმერ.) ნელი ძვრა, ჩუჩუნი.
შმიკშმიკიკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც სლუკსლუკი.
შრაშუნარასაც შრაშუნი გააქვს.
შრაშუნიხმელი რამის ერთმანეთზე ხახუნით გამოწვეული შრიალის ხმა, შარიშური.
შრიალ-შრიალიზედიზედ განმეორებული შრიალი.
შრიალარაც შრიალებს, მოშრიალე.
შრიალითხელი, სიფრიფანა საგნების ერთმანეთზე ნელი, ხანგრძლივი ხახუნის ხმა.
შრიტინიკუთხ. (ქართლ.) იგივეა, რაც შიშინი.
შუილ-ზუზუნიშუილი და ზუზუნი.
შუილ-ტკაცუნიშუილი და ტკაცუნი.
შუილ-ქუხილიშუილი და ქუხილი.
შუილი1. მდინარის სწრაფი დინებისას, ფრენისას ან სწრაფად მოქნეული რამის (ხმლის, სახრის, წვიმის...) მიერ ჰაერის გაკვეთით გამოცემული გაბმული ხმა. 2. თავში, ყურებში გამდგარი ერთგვარი ხმაური.
შუშხუნი1. სითხიდან გაზების გამოყოფისას გამოცემული ხმიანობა. 2. იგივეა, რაც შიშხინი.
შხაპა-შხუპიწვიმის ხშირი და მსხვილ-მსხვილი წვეთების სხმისა და ცემის ხმა, შხაპუნი.
შხაპანიკუთხ. (ფშ.) რბილ რამეში დანის, ხანჯლისა და მისთ. ჩაცემის ხმა.
შხაპუნიწვიმის ან წყლის ხშირი, მსხვილი წვეთების სხმის ხმა.
შხივილისწრაფად მოქნეული ან გატყორცნილი საგნის მიერ ჰაერის გაპობის ხმა; სწრაფი დინების ხმა.
შხივისშხივილი გააქვს, შხუის.
შხიპ-შხიპიკუთხ. (ქიზ.) ცხიმეულის დნობისას გამოცემული ხმა, შიშხინი.
შხიპშხიპებსკუთხ. (ქიზ.) შხიპ-შხიპი გააქვს, შიშხინებს.
შხმუილიიგივეა, რაც შხუილი.
შხრიალიწყლის ჩქარი დინების ხმა, წყლის ხმაური.
შხუილ-ჩქრიალიშხუილი და ჩქრიალი.
შხუილიმდინარის სწრაფი დინებისას, ფრენისას ან სწრაფად მოქნეული რამის (ხმლის, სახრის, წვიმის) მიერ ჰაერის გაკვეთით გამოცემული გაბმული ხმა.
შხუისწყლის მძლავრი ნაკადის მიერ ან ჰაერში საგნის სწრაფი მოძრაობისას გამოცემული ხმა.