ღადღადიკუთხ. (გურ., იმერ.) ბევრი და ხმამაღალი ლაპარაკი, ხმიანობა.
ღავღავებსნაწყვეტ-ნაწყვეტ ყეფს (ძაღლი).
ღავღავიერთგვარი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ყეფა (ძაღლისა).
ღავღუვიკუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ღავღავი.
ღანჭალიკუთხ. (იმერ.) რყევა, ნძრევა და თან ჭრიალი.
ღარღალიკუთხ. (იმერ.) ხმამაღლა ლაპარაკი.
ღარღილიკუთხ. (გურ.) ლაპარაკის ხმა.
ღაღანიკუთხ. (ქართლ., გურ., იმერ.) დედლის თავისებური ხმიანობა კვერცხის მოწყების ან დადების წინ.
ღაჭა-ღუჭიუგვანო ღეჭვის დროს ხმის გამოცემა.
ღაჭუნიჭამის დროს ხმის გამოცემა.
ღივისკუთხ. (ზ.-იმერ.) ღნავის.
ღივღავიკუთხ. (ქართლ.) ღივღივი.
ღივღივიმრავალხმიანი, ყურთასმენის წამღები ხმაურობა, ჟღივჟღივი, ზრიალი.
ღიჟღიჟიჟრიამული, ჟივილ-ხივილი.
ღირღილაკუთხ. (იმერ.) პატარა მორაკრაკე, ხმაურა რუ.
ღირღიტებსღირღიტას ხმას გამოსცემს, ჭრიალებს, ღრიჭინებს.
ღიღინებსდაბალი, საამო ხმით მღერის.
ღიღინი დაბალი, საამო ხმით მღერა.
ღლაჭუნიკუთხ. (ქართლ.) ღაჭუნი.
ღლოფინიკუთხ. (გურ.) ხმამაღლა, უსიამოვნო ხმით, გაჯავრებით ლაპარაკი.
ღმუილიგაბმული ხმიანობა მგლისა, ვეფხვისა და მისთ.
ღორღალიკუთხ. (ქართლ.) გაურკვეველი ხმაურობა, ღრიანცელი, ჩოჩქოლი.
ღრაჭა-ღრუჭიძლიერი ღრაჭუნი.
ღრაჭუნირაიმე მაგარის ერთმანეთზე დაჭერითა და გასმით გამოწვეული ხმა.
ღრენაგაჯავრებული მხეცის, ძაღლის... შემტევი, მუქარით, წყრომით ხმიანობა.
ღრიალ-გრიალიღრიალი და გრიალი.
ღრიალავისაც ან რასაც ღრიალი სჩვევია.
ღრიალებსღრიალის ხმას უშვებს.
ღრიალი1. დიდი ხმით ყვირილი ადამიანებისა. 2. ნადირის, ზოგი შინაური ცხოველის გაბმული, ხმამაღალი ხმიანობა.
ღრიანცელიერთად შეკრებილი მრავალი ადამიანის ერთდროული ლაპარაკი, ყაყანი, დიდი ხმაურობა, აურზაური.
ღრინიღრენის ხმა; ხმის გაღება.
ღრიჭინიმშრალ ღერძზე თვლის ტრიალის დროს გამოცემული ხმიანობა, – ჭრიალი, ღრიტინი. || გაბმულად უსიამოვნო ხმის გამოცემა, – ჭრიალი.
ღროჭინიჩვილი ბავშვის ერთგვარი ხმიანობა, ჭყლოპინი.
ღრჭენაკბილების (კბილთა) ღრჭენა – კბილების ერთმანეთზე გასმით უსიამოვნო ხმის გამოცემა.
ღრჭიალილითონის ნაწილების ერთმანეთზე ხახუნით გამოცემული უსიამოვნო ხმა, – ღრჭენა, ღრიჭინი.
ღურღურიცეცხლის ნელი წვის ხმა. || მორევის ხმაურობა.
ღუღუნიზოგი ფრინველის (მტრედის, გვრიტის, ქედნის...) ხმა.