ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 13 names in this directory beginning with the letter Ქ.
ქიქინი
ბზუილი, ზუზუნი.

ქოთი
ღრიანცელი, შფოთი, ფორიაქი.

ქოთობა
ხმაური.

ქოთობს
კუთხ. (ფშ., ხევს.) ხმაურობს.

ქოთქოთებს
ქოთქოთი გააქვს, შფოთავს, ჩოჩქოლებს, ხმაურობს.

ქოთქოთი
გაურკვეველი ხმაური და მოძრაობა, ჩოჩქოლი, წრიალი, ალიაქოთი; ღრიანცელი, აურზაური.

ქურქული
კუთხ. (გურ.) ნაძალადევი კვნესა ავადმყოფისებურად, კრუსუნი.

ქუხვა
იხ. ქუხილი.

ქუხილი
დიდი, ძლიერი ხმა.

ქუხს
ქუხილის ხმას გამოსცემს, ქუხილის ხმა ისმის – ჭექს, გრგვინავს.

ქშუილი
ერთგვარი ყრუ, გაბმული ხმა ჰაერის მოძრაობისა.

ქშუის
ქშუილის ხმას გამოსცემს.

ქშუტუნი
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ქშენა.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე