ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 53 names in this directory beginning with the letter Ფ.
ფათქა-ფუთქი
კუთხ. (იმერ.) ბათქა-ბუთქი.

ფალცეტი
განსაკუთრებული ტემბრის მაღალი, რბილი და მსუბუქი ხმა .

ფანც-ფუნცი
კუთხ. (ფშ.) რბილი რაიმეს ამოძრავებისას გამოცემული ერთგვარი ყრუ ხმაური, ფაჩი-ფუჩი, ჩამიჩუმი.

ფაყა-ფუყი
ცარიელ ღრუ რამეზე ცემის ხმა, ფახაფუხი, ფახფახი.

ფაჩა-ფუჩი
რბილ ან შრიალა საგნებზე სიარულისას გამოცემული ხმა.

ფაჩი-ფუჩი
იგივეა, რაც ფაჩა-ფუჩი.

ფაჩუნი
ოდნავ გასაგონი ხმა ჩუმი, ნელი სიარულისა, მოძრაობისა.

ფაჩხი-ფუჩხი
კუთხ. (ფშ.) ფხაჭა-ფხუჭი.

ფახა-ფუხი
ღრუ და ხმელ საგანზე რტყმით გამოცემული ხმა.

ფახვანი
ხმელი რისამე ფუყედ დაცემის ხმა.

ფახფახი
თხელკედლიან ღრუ და თხელ რამეზე ცემით გამოცემული ყრუ ხმა.

ფითქინ-ფითქინი
კუთხ. (იმერ.) იხ. ბათქა-ბუთქი.

ფიფინებს
კუთხ. (ქართლ.) შრიალებს.

ფიფინი
1. კუთხ. (ქართლ.) ჟღურტული. 2. შრიალი.

ფიშფიში
ფაფეულის დუღილისას გამოცემული ხმაური.

ფლასტუნი
ფეხების, ფეხსაცმლის თრევით სიარული და ამ სიარულისას გამოცემული ხმაური.

ფლასუნი
იგივეა, რაც ფლასტუნი.

ფლატუნი
კუთხ. (გურ., იმერ.) იგივეა, რაც ფლასტუნი.

ფლახუნი
ფეხზე დიდი ფეხსაცმლით სიარულისას გამოცემული ხმაური.

ფრუსტუნი
იგივეა, რაც ფრუტუნი.

ფრუტუნი
1. ცხოველის ნესტოებიდან კუმშად და ერთბაშად გამოსული ჰაერი. 2. საუბ. გადატ. ნამალევი, თავშეკავებული, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, წაცდენილი სიცილი.

ფურჩული
იგივეა, რაც ჩურჩული.

ფუსფუსი
ძვ. «ჩურჩული, კურკური».

ფუჩუნი
იგივეა, რაც ჩურჩული.

ფუხფუხი
ფაფეულის დუღილისას გამოცემული ხმა.

ფშვენს
იგივეა, რაც ფშვინავს.

ფშვინავს
სუნთქვისას ნელ ხმას გამოსცემს.

ფშვინვა
სუნთქვისას ნელი ხმის გამოცემა.

ფშმუილი
იხ. ფშუილი.

ფშმუის
იხ. ფშუის.

ფშნატა-ფშნუტი
კუთხ. (ფშ.) ხმელის ფიჩხის, ფოთლის და მისთ. მტვრევის ხმა, ლაწა-ლუწი.

ფშრუკუნი
გულამოსკვნით, გულამოჯდომით ტირილი.

ფშრუტუნი
ქშინვა ძილში.

ფშუილი
ხარის, კამეჩის მიერ ცხვირის ნესტოებიდან დრო და დრო ჰაერის ნაკადის გამოშვებისას გამოცემული ერთგვარი ხმა, ძლიერი ფშვინვა.

ფშუის
ფშუილის ხმას გამოსცემს.

ფშუკუნი
იხ. ფშრუკუნი.

ფშუტუნი
იგივეა, რაც ქშუტუნი.

ფხაკა-ფხუკი
იგივეა, რაც ფხაჭა-ფხუჭი.

ფხაკანი
იგივეა, რაც ფხაჭანი.

ფხაკუნი
კატის ან ძაღლის ფეხით ფხეკის ხმა, მაგარ რამეზე მაგარი და წვეტიანი რისამე სმის ხმა, ფხაჭუნი.

ფხაკური
იგივეა, რაც ფხაკუნი.

ფხატუნი
იგივეა, რაც ფხაკუნი.

ფხაჭა-ფხუჭი
მრავალგზის ფხაჭანი, ფხაჭუნი.

ფხაჭანი
1. მაგარ რამეზე მაგარი და წვეტიანი რისამე ერთგზის გასმით გამოცემული ხმა.2. ერთბაშად, მოსხლეტით გაქცევისას გამოცემული ხმა.

ფხაჭუნი
მაგარ რამეზე წვეტიანი რისამე სმით გამოცემული უსიამოვნო ხმა, ფხაკუნი.

ფხიკინ-ფხიკინი
კუთხ. (გურ.) იგივეა, რაც ფხაკა-ფხუკი.

ფხლაკა
კუთხ. (ფშ.) გახტომა, გავარდნა და ამით გამოცემული ხმა.

ფხრაწა-ფხრუწი
ზედიზედ, ხშირი ფხრეწის, ხევის ხმა.

ფხრიწინი
კუთხ. (იმერ. რაჭ.) ფხრეწის ხმა.

ფხუილი
შეშინებული კატის ხმიანობა, ფხუკუნი.

ფხუის
ფხუილი გააქვს, გაუდის, ფხუკუნებს.

ფხუკუნი
შეშინებული კატის, კურდღლის, მაჩვის და მისთ. ხმიანობა, ფხუილი.

ფხუტუნი
კუთხ. (გურ.) პირის გაბერვით ხმიანობა.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე