ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 10 names in this directory beginning with the letter Უ.
უბაკუნებს
ფეხებს უბაკუნებს – ფეხების ბაკუნით უჯავრდება.

უბრაგუნებს
აბრაგუნებს მისაზე, მასზე.

უბრახუნებს
აბრახუნებს მისაზე ან მასზე, – ურტყამს და ბრახუნის ხმას გამოაცემინებს.

უკაკუნებს
აკაკუნებს მისას, მისაზე, – ურაკუნებს.

უკრავს
მუსიკალურ ინსტრუმენტს ხმას, ბგერებს გამოაცემინებს.

უპუ
ანარეკლი ხმა, – გამოძახილი, ექო.

უსტვენს
იგივეა, რაც სტვენს.

უჩაკუნებს
უკაკუნებს, ურაკუნებს.

უჩურჩულებს
ჩურჩულით ეუბნება, ჩურჩულით ელაპარაკება.

უხმაურო
რაც ხმაურს არ იწვევს, რასაც ხმაური არ ახლავს, – ჩუმი.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე