There are currently 26 names in this directory beginning with the letter Ტ.
ტაკა-ტუკირისამე პერიოდული ცემის ან მექანიზმის – საათის, მანქანის მუშაობის ხმა, – რიტმული კაკუნი.
ტაკტაკი,ტაკტუკი იგივეა, რაც ტაკა-ტუკი.
ტახუნირისამე დარტყმის ხმა, – რაკუნი, ჭახუნი.
ტიკტიკიბავშვის საამო ლაპარაკი, – ტიტინი.
ტიტინიახლად ენაამოდგმული ბავშვის ლაპარაკი, – ტიკტიკი.
ტიხტიხიხმაბაძვ. ზოგი ფრინველის (ღალღის) დამახასიათებელი ძახილი.
ტკაცა-ტკუციზედიზედ, ზედმიყოლებით გამეორებული ტკაცანი.
ტკაცანირისამე შეშის წვით, მტვრევით ან ხელის, შოლტის მოქნევით, შემორტყმით გამოწვეული მკვეთრი ხმა, – ლაწანი.
ტკაცი-ტკუციიგივეა, რაც ტკაცა-ტკუცი..
ტკაცუნიზედიზედ, გაბმით გამეორებული ტკაცანი, – ტკაცა-ტკუცი.
ტკაცუნობსტკაცუნი გააქვს, ტკაცუნის ხმას გამოსცემს.
ტკბილხმიანიტკბილი, სასიამოვნო ხმის მქონე, – ხმადამტკბარი.
ტლაშა-ტლუშიიგივეა, რაც ტყლაშა-ტყლუში.
ტლაშანიიგივეა, რაც ტყლაშანი.
ტლაშუნიიგივეა, რაც ტყლაშუნი.
ტრუხუნიღორის ერთგვარი ხმიანობა.
ტყაპა-ტყუპიზედიზედ დარტყმის ან დაცემის ხმა, ხშირი ტყაპუნი.
ტყაპანირისამე ბრტყლად, მძიმედ დაცემის ხმა.
ტყაპუნებსტყაპუნის ხმას გამოსცემს.
ტყაპუნიმაგარ რამეზე რისამე დარტყმის, ცემის ხმა.
ტყვრებაკუთხ. (ფშ.) სკდომის ხმას გამოსცემს, – გრიალებს, ჭექს, ქუხს.
ტყლაშა-ტყლუშიხშირი ტყლაშუნი.
ტყლაშანირისამე მოქნევით დარტყმის ან დაცემის ხმა, – ტყლაშუნი.
ტყლაშუნირისამე (სახრის, შოლტის) ქნევის ან გარტყმის ხმა.
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე