There are currently 16 names in this directory beginning with the letter Ს.
სიმღერა
ლექსთან შეწყობილი მუსიკალურ-ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც ასრულებს მომღერალი ან მომღერალთა გუნდი.
სტვენა
1. მკვეთრი და მაღალი ხმა, რომელსაც გამოსცემენ ერთმანეთთან მიახლოებული ტუჩებიდან ჰაერის ამოსუნთქვით ან რაიმე საგანგებო ხელსაწყოთი სასტვენით. 2. ქარის ან რაიმე საგნის სწრაფი მოძრაობით გაპობილი ჰაერის ხმა. 3. ზოგიერთი ფრინველის (მაგ., ბულბულის, შაშვის...) ხმიანობა, – გალობა.
სტვენს
ერთმანეთთან მიახლოებული ტუჩებით ან საგანგებო ხელსაწყოთი – სასტვენით მაღალ, მკვეთრ ხმას გამოსცემს.
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე