ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 84 names in this directory beginning with the letter Მ.
მ.

მასლაათი
თავის შესაქცევი, გულის გადასაყოლებელი საუბარი, – მუსაიფი, ბაასი.

მბღავანი
კუთხ. (ფშ.) რაც ბღავის – ხარი, ფური, ცხვარი.

მგრგვინავი
რაც გრგვინავს, – მქუხარე.

მიაბაკუნებს
ბაკუნით მიდის.

მიაბრახუნებს
ბრახუნით მიიხურავს (კარსა და მისთ.).

მიაკაკუნებს
აქედან დააკაკუნებს, – მიარაკუნებს.

მიალაწუნებს
ლაწუნით მიდის.

მიაჯახუნებს
ჯახუნით მიხურავს, მიახეთქებს (კარს, ფანჯარას...).

მიგრიალებს
გრიალით მიდის.

მიიჯახუნებს
ჯახუნით მიიხურავს კარს.

მიუკაკუნებს
მიაკაკუნებს მისას.

მიუჩხაკუნებს
ჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს.

მიუჯახუნებს
ჯახუნით მიუხურავს (კარს), – მიუხეთქებს.

მიქუხს
ქუხილით, ხმაურით მიდის, მიედინება.

მიქშუის
ქშუილით მიდის, მიიმართება; ქშუილით მიქრის.

მიღიღინებს
ღიღინით მიდის.

მიჯახუნება
ჯახუნით მიხურვა, მიხეთქება.

მკრინავი
ვინც ან რაც კრინავს, წვრილ ხმას გამოსცემს.

მო[ს]თქვამს
ხმამაღლა ტირილით გლოვობს, – გოდებს.

მოაბაკუნებს
ბაკუნით მოდის.

მოაჩხარუნებს
მოდის და აჩხარუნებს.

მოაჯახუნებს
ჯახუნით მოხურავს, მოახეთქებს (კარს, ფანჯარას...).

მოგრიალდება
გრიალით მოვა.

მოგუგუნე
რაც გუგუნებს; რასაც გუგუნი გააქვს.

მოგუდული
ყრუ ხმა.

მოდუდუნე
ვინც ან რაც დუდუნებს.

მოდუდუნებს
დუდუნით მოდის, მოედინება.

მოზიმზიმე
რაც ზიმზიმებს; მოგუგუნე, მოზრიალე.

მოზუზუნე
რაც (ვინც) ზუზუნებს.

მოზუზუნებს
ზუზუნით მოდის.

მოზუის
ზუილით მოდის, მოქრის.

მოთუხთუხე
რაც თუხთუხებს.

მოისმის
იქიდან ისმის, ყურთასმენამდე აღწევს; გაისმის.

მოკაკუნება
იქიდან დაკაკუნება.

მოლუკლუკე
რაც ლუკლუკებს.

მომტირალი
ტირილის მაგვარი, ტირილის მსგავსი.

მოჟრიალე
რაც ჟრიალებს, რაც ჟრიალით ხმაურობს.

მორიხინდება
რიხინით მოვა.

მოროყინობს
როყინით მოდის.

მორუხრუხე
რაც რუხრუხებს.

მოტიკტიკე
ვინც ან რაც ტიკტიკებს, – მოტიტინე.

მოტიტინე
ვინც ტიტინებს.

მოქუხარი
რაც (ან ვინც) ქუხს.

მოქუხს
ქუხილით, ხმაურით მოდის, მოედინება.

მოქშუის
ქშუილით მოდის, მოემართება; ქშულით მოქრის.

მოღიღინე
ვინც ღიღინებს, ღიღინით სიმღერის მთქმელი.

მოღიღინებს
ღიღინით მოდის.

მოღრიტინებს
ღრიტინით მოდის.

მოღუღუნე
რაც ღუღუნებს.

მოყაყანე
ვინც ყაყანებს, ყაყანით მოლაპარაკე.

მოშრიალე
რაც შრიალებს.

მოშხუილე
რაც შხუის.

მოჩანჩქარე
ჩანჩქარით მდინარე.

მოჩახჩახე
მოჩხრიალე, მოჩუხჩუხე.

მოჩურჩულე
ვინც ჩურჩულებს.

მოჩურჩულებს
ჩურჩულით მოდის.

მოჩქრიალე
რაც ჩქრიალებს.

მოჩქრიალებს
ჩქრიალით მოდის, მოედინება, – მოჩხრიალებს.

მოჩხრიალე
რაც ჩხრიალებს, ჩხრიალით მომდინარე.

მოჩხრიალებს
ჩხრიალით მოდის.

მოჯახუნება
ჯახუნით მოხურვა, მოხეთქება.

მუსაიფი
მშვიდი გაბმული ლაპარაკი, – ბაასი.

მფშვინავი
ვინც ან რაც ფშვინავს.

მფშვინვარე
იგივეა, რაც მფშვინავი.

მქუხარება
იხ. ქუხილი.

მქუხარი
რაც ქუხს, − მჭექარე, მგრგვინავი.

მღერა
მუსიკალური ნაწარმოების შესრულება (ადამიანის) ხმით.

მღერა-გალობა
მღერა და გალობა.

მღერა-თამაში
მღერა და თამაში.

მღერა-ჭიკჭიკი
მღერა და ჭიკჭიკი.

მყეფარი
რაც ყეფს, ძაღლი.

მყვირალა
ხმამაღალი, მკვეთრი, გამკივანი ხმა.

მყვირალი
ვინც ან რაც ყვირის.

მყივანა
ყივილს ჩვეული, ყივილის გამომცემი.

მყივანი
რაც ყივილს მოგვაგონებს.

მყივარი
იგივეა, რაც მყივანი.

მჩხავანა
ვისაც ან რასაც ჩხავილი სჩვევია, ვინც ან რაც ხშირად ჩხავის.

მწივანა
ძალიან წვრილი ხმა .

მჭექავი
იგივეა, რაც მჭექარე.

მჭექარე
ძალიან ძლიერი ხმა.

მჭექარებს
ჭექის ხმას გამოსცემს, მჭექარედ ხმაურობს.

მჭეხარი
იგივეა, რაც მჭექარე.

მჭყვირალა
ვინც ან რაც ჭყვირის ხოლმე, ვისაც ან რასაც ჭყვირილი სჩვევია.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე