ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 23 names in this directory beginning with the letter Ლ.
ლაგლაგი
კუთხ. (იმერ.) უთავბოლო და ბევრი ლაპარაკი, – ყბედობა.

ლაკლუკი
კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ლუკლუკი.

ლაპარაკი
რაიმე ამბის გადაცემა, – საუბარი, ბაასი, მასლაათი.

ლაფასი
კუთხ. (კახ.) ქოშინი.

ლაქლაქი
უთავბოლო და ბევრი ლაპარაკი, – ყბედობა.

ლაღლილი
იგივეა, რაც ლაყლაყი.

ლაყლაყი
ხმა, რომელსაც გამოსცემს შენჯღრევისგან ლაყე კვერცხი ან სითხე ნაკლულ ჭურჭელში.

ლაწ!
ხმაბაძვ. ლაწუნის ლაწანის, გალაწუნების ხმა.

ლაწა-ლუწი
ხშირი ჯახების ხმა.

ლაწანი
საერთოდ, რისამე გარტყმის, დაჯახების ხმა, – ჯახუნი.

ლაწი-ლუწი
იგივეა, რაც ლაწა-ლუწი.

ლაწუნი
იგივეა, რაც ლაწანი.

ლიგლიგი
კუთხ. (იმერ.) ხმამაღალი უაზრო ლაპარაკი.

ლიკლიკა
ვინც რაც ლიკლიკებს, – მოლიკლიკე.

ლიკლიკებს
1. ხმაბაძვ. ლიკლიკით დის მდინარე, ნაკადული, – რაკრაკებს. 2. ლიკლიკით ლაპარაკობს, – ტიტინებს.

ლიკლიკი
1. ხმაბაძვ. პატარა და სწრაფი მდინარის ან ნაკადულის მიერ გამოცემული ხმა, – რაკრაკი. 2. ბავშვის ლაპარაკი, – ტიტინი.

ლიკლიკობს
იხ. ლიკლიკებს.

ლიწინ-ლიწინი
იგივეა, რაც ლაწა-ლუწი.

ლიწინი
იგივეა, რაც ლაწანი.

ლიწლიწი
წვრილი ხმების გამოცემა, – ჭრიჭინი.

ლოყინი
ვირისა და კამეჩის ხმიანობა.

ლუკლუკი
იგივეა, რაც ლიკლიკი.

ლუღლუღი
არამკაფიო, გაურკვეველი ლაპარაკი.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე