ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 71 names in this directory beginning with the letter Კ.
კავკავი
1. ძაღლის უღონო ხმიანობა, – წკავწკავი. 2. წეროს ძახილი.

კაკა-კუკი
კაკუნის ხმა.

კაკანება
ძვ. „მოტირალის ქვითინია“ (საბა).

კაკანებს
კაკანს გამოსცემს.

კაკანი
1. ქათმის ხმიანობა (კვერცხის დადებისას და მის შემდეგ). 2. კაკანის მსგავსი წვრილი ხმით სიმღერა.

კაკუნი
ხმა, რომელსაც გამოსცემს მაგარ სხეულზე მაგარი, უფრო პატარა სხეულის ხშირი დაკვრა.

კაპა-კუპი
კბილების ერთმანეთზე ცემის ხმა, – კაპუნი.

კაპუნი
კბილების კბილებზე ცემისას გამოცემული ხმა.

კარკალი
კუთხ. (გურ.) იგივეა, რაც კაკანი.

კარკარი
იხ. რაკრაკი.

კარკაცი
კუთხ. (გურ., იმერ.) იგივეა, რაც კასკასი.

კასკასი
სიცილი, ხმამაღალი და თან წვრილხმიანი, – კისკისი.

კაწა-კუწი
კბილებით მტვრევის ხმა თხილის ნაჭუჭისა.

კაწკაწი
ხმაბაძვ. კბილების ერთმანეთზე რტყმა ხმის გამოცემით.

კაჭრობა
ძვ. „გველის ყიყინი“ (საბა), გველის წივილი.

კეთილხმიანი
კარგი, საამო ხმის მქონე.

კვატკვატი
კუთხ. (იმერ. გურ.) იხვის ხმიანობა, – ყიყინი იხვისა.

კვნესა
წუხილის გამომხატველი გაბმული ხმა, რომელსაც გამოსცემს ადამიანი.

კვნესა-გალობა
სევდიანი გალობა.

კვნესა-გმინვა
კვნესა და გმინვა.

კვნესის
დიდი ტკივილის ან რაიმე მძიმე განცდის დროს გამოსცემს წუხილის გამომხატველ გაბმულ ხმას.

კვრინვა
ძვ. ვეფხთა, ფოცხვერთა, კატათა და მისთანათა კრუტუნი (საბა).

კივილი
მაღალი ხმით ყვირილი.

კივის
წვრილი მაღალი ხმით გაბმით გასძახის, მაღალ ხმას ამოუტევებს გაბმით ადამიანი || წვრილ, უსიამოვნო ხმას გამოსცემს ფრინველი.

კივკივი
ინდაურის ხმიანობა.

კიკინი
თხის ხმიანობა.

კიოსანი
ვინც ან რაც კივის, – მკივანა.

კიპკიპი
ქორის ხმიანობა.

კიჟინი
მრავალთ შეძახილი, მრავალი ადამიანის ყვირილი, – ყიჟინა.

კირკილი
კუთხ. (იმერ.) წყაროს წყლის რიკრიკი.

კისკისი
მაღალი, წვრილი ხმით გულიანი სიცილი.

კმინვა
ლომის ნელი ხმიანობა, ნელი კვნესა.

კნავილი
კატის ხმიანობა.

კნავის
კნავილი გააქვს.

კნატა-კნუტი
კნატუნი, კნაწა-კნუწი.

კნატუნი
მაგარი, ხმელი ან ნაჭუჭიანი რისამე კვნეტის ხმა, – ხრამუნი, კნაწუნი.

კნაწა-კნუწი
იგივეა, რაც კნატა-კნუტი.

კნაწუნი
იგივეა, რაც კნატუნი.

კნუსკნუსებს
კუთხ. (ფშ.) კრუსუნებს.

კოკინი
ძვ. ვირის ყროყინი (საბა).

კრატუნი
მაგარი, ხმელი ან ნაჭუჭიანი რისამე კვნეტის ხმა.

კრაჭა-კრუჭი
ხმაბაძვ. ჭრაჭა-ჭრუჭი, ჭრაჭუნი, ჭრიალი (ფეხსაცმლისა, იატაკისა და მისთ.).

კრაჭუნი
კბილების ერთმანეთზე დაჭერა-გასმით ერთგვარი უსიამოვნო ხმის გამოცემა.

კრიალა
რაც კრიალებს – რაკრაკა, წკრიალა.

კრიალი
1. კუთხ. (კახ.) კრუხის ხმიანობა. 2. კუთხ. (ფშ.) იგივეა, რაც ყიყინი. 3. ხის სასმისის, „კულის ხმა“ (საბა).

კრიახი
დამფრთხალი ქათმის და ზოგიერთი სხვა ფრინველის ხმიანობა, – ჭრიახი.

კრიმანჭული
გურულ მაყრულ, საგმირო, ისტორიულ სიმღერებში – თავისებურად მიმოქცეული მაღალი ხმა.

კრინავს
კვნესის, გმინავს, ხმას ძლივს იღებს.

კრინვა
ხმაბაძვ. წკრიალი.

კრინი
სიმღერებში – ერთ-ერთი წვრილი ხმა.

კრინტვა
ძილში კრუტუნი კატისა...

კრინტი
მცირე ხმა, – ჩქამი ჩვეულებრივ უარყოფით წინადადებაში.

კრიჭინი
იგივეა, რაც ჭრიჭინი, ჭრიალი.

კრიხინი
იგივეა, რაც კრიახი.

კრუსუნებს
სუსტად, უღონოდ კვნესის.

კრუსუნი
სუსტი, უღონო კვნესა.

კრუტუნი
ნებიერი ხმიანობა კატისა.

კრუშ-კრუში
კრუხის ხმიანობა, – კრუხუნი.

კრუხუნი
კრუხის ხმიანობა, – კრუშ-კრუში.

კრჩხიალი
„დიაცთ კივილი“.

კრჭიალი
ღრჭიალი, ღრჭენა, კრაჭუნი კბილებისა.

კუთ-კუთი
ფრინველთა დაბალი და გაბმული ხმიანობა.

კუთავს
ნელა კვნესის, – კრუსუნებს.

კუთვა
1.ნელი კვნესა. 2. კუთხ. (იმერ.) კრუხის კრიახი, ჭრიახი. 3. ჭახჭახი შაშვისა.

კუთილი
კუთხ. (გურ.) იგივეა, რაც კუთვა.

კუკუ
„გუგულის ხმიანობა“, – გუგუ.

კუნკული
კუთხ. (გურ.) „ნელი კვნესა და წუხილი ძილში“.

კურკური
1. ჩუმი ლაპარაკი, – ჩურჩული. 2. ტკბილად, ალერსით ხმადაბლა ლაპარაკი მოარშიყეთა. 3. იგივეა, რაც რაკრაკი. 4. ხმაბაძვ. ქათმის ხმიანობა, როცა წიწილებს უხმობს.

კუტკუტი
ხმაბაძვ. ზოგი ფრინველის ხმიანობა.

კუჭკუჭი
დაბალხმიანი, გულიანი სიცილი ქალისა, ბავშვისა.

კუხუნი
ქუხილის მსგავსი ხმა ზღვის ღელვისა.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე