ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 43 names in this directory beginning with the letter Ი.
იბზუებს
იგივეა, რაც იბზუვლებს.

იბრახუნებს
ბრახუნს დაიწყებს.

იგრგვინებს
გრგვინვის ხმას გამოსცემს.

იგრიალებს
გრიალის ხმას გამოსცემს.

იგრუხუნებს
გრუხუნის ხმას გამოსცემს.

იგუზგუზებს
გუზგუზით იხმაურებს, – იგიზგიზებს, იგუგუნებს.

იზმუვლებს
ზმუილს მოჰყვება, ზმუილს დაიწყებს.

იკივლებს
კივილს დაიწყებს, კივილი აღმოხდება, ცივი ხმით იყვირებს, – დაიკივლებს, იწივლებს.

იმქუხარებს
მქუხარედ გაისმის, – იგრგვინებს.

იმწვიტინებს
წვიტინს მოჰყვება, წვიტინით შესძახებს, – იწივლებს.

იჟღავჟღავებს
ჟღავჟღავს მოჰყვება, ჟღავჟღავით, ჟღავილით იხმაურებს ფრინველი.

იჟღერებს
ჟღერის ხმას გამოსცემს.

იჟღივლებს
ჟღივილს გააბამს.

ირეკება
ჩამოიკვრება ზარი.

ისივლებს
კუთხ. (იმერ.) სივილს ამოუშვებს, – იწივლებს, იკივლებს.

ისმის
ყურთა სმენამდე აღწევს, გასაგონი ხდება, გასაგონია, – მოისმის, გაისმის.

ისხრაპნება
კუთხ. (ფშ.) იძვრის, ზანზარებს.

იტკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს თავისაზე.

იფხაკურებს
ფხაკურს მოჰყვება.

იქვითინებს
ქვითინით იტირებს.

იქვითქვითებს
ქვითქვითს მოჰყვება, – იქვითინებს.

იქუხებს
ქუხილი გაისმის.

იღავღავებს
ღავღავს მოჰყვება, ღავღავს ასტეხს.

იღიღინებს
ღიღინს მოჰყვება, – ღიღინით, დაბალ ხმაზე (თავისთვის) იმღერებს.

იღმუვლებს
ღმუილის ხმას გამოსცემს.

იღნავლებს
ღნავილს მოჰყვება.

იღრიალებს
ღრიალს მოჰყვება.

იღრჭენს
დაკრეჭს, გამოაჩენს კბილებს; აკრაჭუნებს კბილებს.

იღრჭიალებს
ღრჭიალის ხმას გამოაცემინებს.

იყაყანებს
ყაყანს მოჰყვება, ყაყანით ილაპარაკებს.

იშრიალებს
შრიალით იმოძრავებს.

იშხივლებს
შხივილით გადმოვა, გადმოსკდება წყალი, სითხე, – იშხუვლებს.

იჩურჩულებს
ჩურჩულს მოჰყვება, ჩურჩულით ილაპარაკებს.

იძახის
თავისებურ ხმას გამოსცემს ზოგიერთი ფრინველი.

იწრიპინებს
წრიპინს მოჰყვება.

იჭაჭება
ძალიან ყვირის.

იჭექ-იქუხებს
იჭექებს და იქუხებს.

იჭექებს
ჭექის ხმას გამოსცემს, – იქუხებს.

იჭეხებს
იხ. იჭექებს.

იხმატკბილებს
ხმატკბილად იმღერებს, ტკბილად იგალობებს.

იხმაურებს
ხმაურს მოჰყვება.

იხმოვანებს
ხმას გამოსცემს, – იჟღერებს.

იხუვლებს
ხუილს მოიღებს, ხუილით გადმოეშვება, გაექანება, გაემართება, – იგრიალებს ბევრი ერთად: ხალხი და სხვ.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე