ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 11 names in this directory beginning with the letter Ე.
ეგუგუნება
გუგუნით ეხმაურება.

ელვა-ქუხილი
ელვა და ქუხილი.

ენატკბილი
ტკბილმოსაუბრე, ტკბილად მოლაპარაკე.

ერთხმიანი
ერთ ხმაზე შესასრულებელი (სიმღერა).

ექვსხმიანი
ძვ. მუს. ექვსი ხმისაგან შემდგარი (გუნდი).

ექო
რაიმე საგნის ბგერის არეკვლა, – გამოძახილი, ნახმევი.

ეყაყანება
ყაყანით ელაპარაკება.

ეჩურჩულება
ჩურჩულით ელაპარაკება.

ეხლიჩება
ჩახლეჩილი, ხრინწიანი უხდება ხმა.

ეხო
იგივეა, რაც ექო.

ეხრინწება
ხრინწიანი უხდება, – უხრინწიანდება ხმა.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე