ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 231 names in this directory beginning with the letter Დ.
და-ჰ-კრავს
დაუკრავს.

და-ჰ-ქუხებს
მძლავრი ხმით დასძახებს.

და-ჰ-ქუხს
ქუხილისებური ხმით დასძახის, დასჭექს თავზე ვისმე ან რასმე.

დააბაკუნებს
ბაკუნით, ბაკი-ბუკით დადის.

დააბრახუნებინებს
აიძულებს ან შესაძლებლობას მისცემს დააბრახუნოს.

დააბრახუნებს
ბრახუნის ხმას გამოაცემინებს.

დააბღავლებს
აიძულებს დაიბღავლოს.

დააგუგუნებს
გუგუნით დასძახებს სიმღერას.

დააზუზუნებს
ზუზუნის ხმას გამოაცემინებს, − გააზუზუნებს.

დააკაკუნებს
კაკუნის ხმას გამოაცემინებს.

დააკრაჭუნებს
კბილების ერთმანეთზე მაგრად გასმით ხმას გამოსცემს.

დააკრჭიალებს
იგივეა, რაც დააკრაჭუნებს.

დაალაპარაკებს
ლაპარაკის საშუალებას მისცემს, − ხმას ამოაღებინებს, აამეტყველებს დალაპარაკება ლაპარაკის დაწყება, ხმის ამოღება, ამეტყველება.

დაალაწუნებს
ლაწუნით დადის, – დადის და ლაწუნის ხმას გამოსცემს.

დააჟრიალებს
იგივეა, რაც დააჟღრიალებს.

დააჟღრიალებს
ჟღრიალს გამოაცემინებს, ჟღრიალით აახმაურებს.

დაატკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს.

დაატყაპუნებს
ტყაპუნის ხმას გამოაცემინებს, ტყაპუნით დაჰკრავს.

დააფაჩუნებს
ფაჩუნის ხმას გამოაცემინებს.

დააფხაკუნებს
ფხაკუნის ხმას გამოაცემინებს.

დააქუხებს
ქუხილის ხმას გამოაცემინებს.

დააღიღინებს
ღიღინით იმღერებს, ღიღინით იტყვის სიმღერას.

დააღრჭენს
კბილებს დააღრჭენს, კბილებს დააღრჭიალებს.

დააღუღუნებს
ღუღუნით სიმღერას იტყვის.

დააყრუებს
იგივეა, რაც გააყრუებს.

დააჩხაკუნებს
ჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს.

დააჩხარუნებს
ჩხარუნს დააწყებინებს, ჩხარუნის ხმას გამოაცემინებს.

დააჩხლაკუნებს
კუთხ. (კახ., ფშ.) ჩხაკუნის ხმას გამოაცემინებს.

დააჩხრიალებს
ჩხრიალის ხმას გამოაცემინებს.

დააწიკწიკებს
წიკწიკს დააწყებინებს, წიკწიკის ხმას გამოაცემინებს (მაგ., გარმონს).

დააწკაპუნებს
წკაპუნის ხმას გამოაცემინებს.

დააწკარუნებს
წკარუნის ხმას გამოსცემს.

დააწკრიალებს
წკრიალის ხმას გამოაცემინებს, – დააწკარუნებს.

დააჭრაჭუნებს
ჭრაჭუნის ხმას გამოაცემინებს.

დააჭრიალებს
ჭრიალს ხმას გამოაცემინებს.

დააჭრიჭინებს
ჭრიჭინის ხმას გამოაცემინებს.

დააჭყივლებს
აიძულებს დაიჭყივლოს, – ჭყივილს აატეხინებს.

დაახმაურებს
ხმაურს შექმნის, აახმაურებს (რაიმეს).

დაახრანტალებს
ხრანტალის ხმას გამოსცემს.

დაახრიალებს
ხრიალის ხმას გამოაცემინებს.

დაახრიგინებს
ხრიგინ-ხრიგინით დააქვს.

დაახრჭენს
კბილებს დააღრჭიალებს, დააკრაჭუნებს.

დაახრჭიალებს
კბილებს დააკრაჭუნებს.

დააჯახუნებს
ჯახუნის ხმას გამოაცემინებს.

დაბაკუნება
მაგარ საგანზე (მიწაზე, იატაკზე...) ფეხის, ჯოხის ბოლოს დაკვრა და მკვეთრი ხმის გამოცემინება.

დაბაკუნობს
იგივეა, რაც დააბაკუნებს.

დაბალხმიანი
დაბალი ხმით გამოცემული (ზუზუნი ...), დაბალი ხმით თქმული.

დაბზუის
მოძრაობისას ბზუილის ხმას გამოსცემს.

დაბოხებული
რაც დაუბოხებიათ, – გაბოხებული.

დაბრახუნდება
ბრახუნის ხმას გამოსცემს.

დაბრახუნებული
რაც დააბრახუნეს ან დაბრახუნდა.

დაბრახუნობს
ბრახუნით, ხმაურით დადის.

დაბღუის
დაღრიალებს, ხმამაღლა დასტირის.

დაგა-დუგი
ძლიერი და რიტმული ცემის ხმა მაგარი სხეულისა მაგარსვე სხეულზე.

დაგდაგი
ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ყრუ ძლიერი ხმაური.

დაგი-დუგი
იგივეა, რაც დაგა-დუგი.

დაგმინება
გმინვის აღმოხდომა, გმინვის ამოხდომა, გმინვის ამოშვება, კვნესა ტკივილის, ტანჯვისა ან მწუხარებისაგან.

დაგრგვინავს
მრისხანებს, ბობქრობს.

დაგუგუნება
გუგუნის ხმის გამოცემა.

დადონდგოლება
კუთხ. (მთიულ.) დონდგოლის, დიდი ხმაურის ატეხა, – ჩოჩქოლი, აურზაური.

დაზუზუნებს
ზუზუნი გააქვს, ზუზუნით მოძრაობს; ზუზუნით დაქრის.

დაზუის
ზუილით მოძრაობს, მოძრაობისას ზუილის ხმას გამოსცემს.

დაიბაყბაყებს
ბაყბაყით იტყვის, – ბოხი, უშნო ხმით იტყვის, დაილაპარაკებს.

დაიბზუილებს
ბზუილის ხმას გამოსცემს მწერი.

დაიბობღინებს
კუთხ. (იმერ.) ბობღინით იტყვის.

დაიბრახუნებს
ბრახუნით დაირტყამს.

დაიბრდღვენს
ბრდღვინვას დაიწყებს, – დაიღრიალებს და ტოტით მიწის თხრას დაიწყებს მხეცი (ლომი, ვეფხვი და მისთ.).

დაიბუბუნებს
ბუბუნის ხმას გამოსცემს, გაბმით ნელა დაიყვირებს ხარი.

დაიბუტბუტებს
ბუტბუტით იტყვის.

დაიბღავლებს
ბღავილი აღმოხდება, ბღავილის ხმას გამოსცემს.

დაიბღმუვლებს
ბღმუილის ხმას გამოსცემს.

დაიგმინებს
გმინვას ამოუშვებს.

დაიგრგვინებს
გრგვინვასავით ხმას გამოსცემს, – დაიგუგუნებს.

დაიგრიალებს
გრიალის ხმას გამოსცემს, – ძლიერ ახმაურდება, დაიქუხებს.

დაიგრუხუნებს
გრუხუნის ხმას გამოსცემს, – დაიქუხებს, დაიგრგვინვებს.

დაიგუგუნებს
გუგუნის ხმას გამოსცემს.

დაიზმუვლებს
ზმუილის ხმას გამოსცემს, ზმუილს ამოუშვებს ნელი ხმით.

დაიზმუკუნებს
ზმუკუნის ხმას გამოსცემს, ზმუკუნი აღმოხდება; ზმუკუნით იტყვის.

დაიზრიალებს
ზრიალის ხმას გამოსცემს.

დაიზუზუნებს
ზუზუნის ხმას გამოსცემს.

დაიკაკუნებს
კაკუნის ხმას გამოსცემს, − დაკაკუნდება.

დაიკვნესებს
კვნესას ამოუშვებს, კვნესა აღმოხდება ტკივილისა, ტანჯვისა ან მწუხარებისაგან; კვნესით იტყვის.

დაიკივლებს
კივილით დაიძახებს, ცივი ხმით დაიყვირებს (ითქმის ზოგ ფრინველზედაც).

დაიკიკინებს
კიკინის ხმას გამოსცემს.

დაიკნავლებს
კნავილის ხმას გამოსცემს; დაიჭყავლებს.

დაიკრუსუნებს
კრუსუნის ხმას გამოსცემს, – დაიკვნესებს.

დაიკრუტუნებს
კრუტუნის ხმას გამოსცემს.

დაილიკლიკებს
1. იგივეა, რაც დაირაკრაკებს (ნაკადული...). 2. ლიკლიკით, ტიკტიკით დაილაპარაკებს (ბავშვი).

დაიმქუხარებს
იგივეა, რაც დაიქუხებს.

დაიპეტელებს
კუთხ. (იმერ., გურ.) დაიბღავლებს თხა.

დაიჟღრიალებს
ჟღრიალის ხმას გამოსცემს.

დაირახრახებს
რახრახს დაიწყებს, რახრახით ახმაურდება.

დაისისინებს
სისინის ხმას გამოსცემს.

დაისტვენს
იგივეა, რაც დაუსტვენს.

დაიტკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს თავისას, − გაიტკაცუნებს.

დაიფშვინებს
ფშვინვას ამოუშვებს.

დაიქუხებს
ქუხილი გაისმის, − დაიგრგვინებს, დაიჭექებს, იქუხებს.

დაიქშენს
ქშენას ამოუშვებს.

დაიქშუვლებს
ქშუილს ამოუშვებს, ქშუილით წამოვა.

დაიქშუტუნებს
ქშუტუნს გამოსცემს.

დაიღავღავებს
ღავღავს დაიწყებს, ნელა და გაბმით დაიყეფებს.

დაიღიღინებს
ღიღინს დაიწყებს; ღიღინით იტყვის (სიმღერას), დაბალ ხმაზე იმღერებს.

დაიღმუვლებს
ღმუილის ხმას გამოსცემს.

დაიღმუილებს
იგივეა, რაც დაიღმუვლებს.

დაიღნავლებს
ღნავილის ხმას გამოსცემს, – დაიკნავლებს.

დაიღრენს
ღრენის ხმას გამოსცემს ძაღლი.

დაიღრიალებს
ღრიალით იტყვის, ღრიალით დაიყვირებს.

დაიღრუტუნებს
ღრუტუნს დაიწყებს.

დაიყარყარებს
სითხით ავსებისას ხმას გამოსცემს ჭურჭლის ყელი.

დაიყივლებს
ყივილის ხმას გამოსცემს, ყივილს დაიწყებს.

დაიყრანტალებს
ყრანტალით დაიძახებს, – დაიჩხავლებს.

დაიყროყინებს
ყროყინის ხმას გამოსცემს.

დაიშრიალებს
შრიალის ხმას გამოსცემს, შრიალით ამოძრავდება.

დაიჩხავლებს
ჩხავილის ხმას გამოსცემს; ჩხავილს დაიწყებს.

დაიჩხაკუნებს
ჩხაკუნის ხმას გამოსცემს.

დაიჩხრიალებს
ჩხრიალის ხმას გამოსცემს, ჩხრიალს გაიღებს.

დაიწივლებს
მწივანა ხმით დაიკივლებს.

დაიწიკვინებს
წიკვინით იტყვის რასმე, – წვრილი უსიამოვნო ხმით იტყვის, დაიძახებს რასმე.

დაიწიწინებს
იგივეა, რაც დაიწრიპინებს.

დაიწკავწკავებს
წკავწკავით, წვრილი ხმით დაიყეფებს.

დაიწკარუნებს
წკარუნის ხმას გამოსცემს.

დაიწკრიალებს
წკრიალის ხმას გამოსცემს, – დაიწკარუნებს.

დაიწრიპინებს
წრიპინის ხმას გამოსცემს.

დაიწრუწუნებს
წრუწუნს ამოუშვებს, – დაიწრიპინებს.

დაიწუვლებს
წუილის ხმას გამოსცემს, – დაიწივლებს.

დაიჭახჭახებს
ჭახჭახის ხმას გამოსცემს, – ჭახჭახით დაიძახებს.

დაიჭექებს
ჭექასავით ხმას გამოსცემს, – დაიქუხებს.

დაიჭიკჭიკებს
ჭიკჭიკის ხმას გამოსცემს.

დაიჭიჭყინებს
ჭიჭყინის ხმას გამოსცემს, – დაიჭყვიტინებს.

დაიჭრაჭუნებს
ჭრაჭუნის ხმას გამოსცემს.

დაიჭრიალებს
ჭრიალის ხმას გამოსცემს, ჭრიალით ახმაურდება.

დაიჭრიჭინებს
ჭრიჭინის ხმას გამოსცემს.

დაიჭუჭყუნებს
იგივეა, რაც დაიჭიჭყინებს.

დაიჭყავლებს
ჭყავილის ხმას გამოსცემს.

დაიჭყვირებს
ჭყვირილის ხმას გამოსცემს, – დაიჭყივლებს (ჩვეულებრივ გოჭი, ღორი).

დაიჭყვიტინებს
ჭყვიტინის ხმას გამოსცემს, – დაიჭიჭყინებს (ზურნა და მისთ.).

დაიჭყივლებს
ჭყივილის ხმას გამოსცემს.

დაიჭყიპინებს
ჭყიპინის ხმას გამოსცემს.

დაიხავლებს
ხავილით ახმიანდება, ხავილს ამოუშვებს, ხავილს დაიწყებს.

დაიხვიხვინებს
ხვიხვინის ხმას გამოსცემს.

დაიხრიალებს
ხრიალის ხმას გამოსცემს, – ხრიალს ამოუშვებს.

დაიხროტინებს
ხროტინს ამოუშვებს.

დაიხუვლებს
ხუვილის ხმას გამოსცემს, – დაიქუხებს.

დაიჯახუნებს
ჯახუნის ხმას გამოსცემს, ჯახუნით გაიხმაურებს, – დაჯახუნდება.

დაკაკუნდება
კაკუნის ხმას გამოსცემს.

დაკაკუნება
კაკუნის ხმის გამოცემა, დარაკუნება.

დამღიღინებელი
ვინც დააღიღინებს ან დაიღიღინებს.

დაპუტუნებს
კუთხ. (იმერ.) თავს ადგას ვისმე ან რასმე და პუტუნით ლაპარაკობს, – დაბუტბუტებს.

დაჟღივლებს
რისამე თავზე იჟღივლებს, – ჟღივილით დასძახებს.

დაჟღრიალება
ჟღრიალის ხმის გამოცემინება, გამოცემა.

დარაკუნება
დაკაკუნება.

დარაწკუნება
იგივეა, რაც დაწკარუნება.

დარახრახებს
რახრახით დადის.

დარახუნება
დაბრახუნება.

დარეკ[ავ]ს
რისამე ცემით ხმას გამოაღებინებს, – ჩამოჰკრავს ზარს.

დარიწკინდება
კუთხ. (იმერ.) რაწკა-რუწის ხმას გამოსცემს, – დაწკარუნდება.

დარიხინებს
რიხინ-რიხინით დადის (ეტლით და მისთ.).

დასაბრახუნებელი
რითაც ბრახუნის ხმას გამოაცემინებენ.

დასაღიღინებელი
რაც უნდა დაიღიღინონ.

დასტვენს
სტვენის ხმას გამოსცემს, – დაუსტვენს.

დასჩხავის
ვისიმე ან რისამე თავზე ჩხავის, – ჩხავილით დასძახის.

დასწივის
ვისიმე ან რისამე თავზე წივის, წვრილი ხმით დასძახის ზევიდან.

დასჭექს
ჭექისებურ ძლიერ ხმას გამოსცემს, – დაიგრიალებს.

დასჭეხს
მჭახე ხმით დასძახებს, – დასჭექს; მჭახე ხმას გამოსცემს.

დატკაცუნდება
ტკაცუნის ხმას გამოსცემს, – გატკაცუნდება, დაიტკაცუნებს .

დატკაცუნება
იგივეა, რაც გატკაცუნება.

დაუბაკუნებს
დააბაკუნებს მისთვის, – დაუბრახუნებს (ფეხებს) დასატუქსავად.

დაუბოხდება
ბოხი გაუხდება, გაუბოხდება ხმა.

დაუბრახუნდება
დაბრახუნდება მისი, შეიძლება დაბრახუნდეს მისი (მის მიერ).

დაუკაკუნებს
დააკაკუნებს მისას, მისაზე, − დაურაკუნებს.

დაუკივლებს
იგივეა, რაც დაჰკივლებს, – კივილით შეუძახებს, დაუყვირებს, დაუჭყივლებს.

დაუკრავს
მუსიკალურ ინსტრუმენტს ხმას, ბგერებს გამოაცემინებს.

დაურაკუნებს
დაარაკუნებს მისას, – დაურაკუნებს.

დაურახუნებს
ძლიერ დაუკაკუნებს, დაუბრახუნებს.

დაუსტვენს
სტვენის ხმას გამოსცემს, სტვენას ამოუშვებს.

დაუტკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს მისაზე, – გაუტკაცუნებს.

დაუღრიალებს
ღრიალით შესძახებს, გაჯავრებით დაუყვირებს.

დაუჩურჩულებს
ჩურჩულით ეტყვის, ჩაუჩურჩულებს.

დაუჩხლაკუნებს
კუთხ. (კახ., ფშ.) იგივეა, რაც დააჩხაკუნებს.

დაუძახებს
შორიდან შეუძახებს, – დაუყვირებს.

დაუწრუპუნებს
იგივეა, რაც დაუწრუწუნებს.

დაუწრუწუნებს
წრუწუნით მოუხმობს.

დაუჯახუნებს
ჯახუნით დაურტყამს.

დაფაჩუნება
ფაჩუნის ხმის გამოცემა, გაფაჩუნება.

დაქოთქოთებს
ქოთქოთით მოძრაობს, ქოთქოთით მიდი-მოდის; ქოთქოთი გააქვს.

დაქუხდება
დააქუხებენ; ქუხილი გაისმება; დაიქუხებს.

დაქუხება
ქუხილის ხმის გამოცემა.

დაღავღავებს
დადის და ღავღავებს.

დაღიღინება
ღიღინით დამღერება.

დაღიღინებს
ღიღინით დადის.

დაღიღინებული
რაც დააღიღინეს ან დაიღიღინეს.

დაღრიალება
დაყვირება, დაბღავლება.

დაღრიალებს
ღრიალით, ბღავილით დადის.

დაღუღუნებს
ღუღუნის ხმას გამოსცემს, ღუღუნით მღერის.

დაყივლება
ყივილით დაძახება.

დაყრანტალება
ყრანტალის ხმის გამოცემა, – დაჩხავლება.

დაყრანტალებს
ყრანტალით დასძახის, – დასჩხავის.

დაყრუვდება
სიჩუმე მოიცავს; სიცოცხლე, ხმაურობა შეწყდება, უკაცური გახდება.

დაჩლატუნებს
ჩლატუნით დადის.

დაწივლება
წივილის ხმის გამოცემა, წვრილი ხმით დაძახება, მწივანა ხმით დაკივლება.

დაწიკვინება
წიკვინით რისამე თქმა, წვრილი, უსიამოვნო ხმით დალაპარაკება.

დაწკარუნება
წკარუნის ხმის გამოცემა, აწკარუნება, აწკრიალება.

დაწრუპუნება
წრუპუნის ხმის გამოცემა ტუჩების მოკუმვით; წრუპუნით დაძახება.

დაჭახუნება
მირტყმა, მიჯახება ჭიქებისა.

დაჭექება
ჭექის ხმის გამოცემა, დაქუხება.

დაჭრაჭუნდება
ჭრაჭუნის ხმას გამოსცემს.

დახრანტალება
ხრანტალის ხმის გამოცემა, ხრანტალის ამოშვება.

დახრიალება
ხრიალის ხმის გამოცემა, ხრიალის ამოშვება.

დახრიგინებს
ხრიგინით დადის; ხრიგინი გააქვს.

დახროტინება
ხროტინის ამოშვება.

დაჯახუნდება
ჯახუნის ხმას გამოსცემს, ჯახუნით გახმაურდება.

დაჯახუნება
ჯახუნის ხმის გამოცემა, ჯახუნით გახმაურება.

დაჰკივის
კივილით დასძახის.

დაჰკივლებს
კივილით დასძახებს.

დაჰკიჟინებს
კიჟინით დასძახებს, – დაჰყვირებს.

დაჰყვირის
ყვირილით იძახის ვისიმე ან რისამე თავზე, – ყვირილით დასძახის.

დაჰყივლებს
რისამე ან ვისამე თავზე დაიყივლებს, – ყივილით დასძახებს.

დგანდგარი
დიდი ხმაურობა მიწისძვრისა და სხვ., – გრიალი.

დგაფუნი
ტალღების ხეთქების ხმა.

დგვეფა
კუთხ. (იმერ.) „ისეთი გარტყმა, რომ ბოხი ხმა გავიდეს“.

დგრიალებს
დიდად ხმაურობს, გრიალებს.

დგრიალი
ძლიერი ხმაურობა.

დვრინი1
საერთოდ, დაბალი მეორე ბანი.

დვრინი2
საპენტის ლარის მიერ გამოცემული ხმა.

დონდგოლი
კუთხ. (ქიზ.) შეკრებილი ხალხის მოძრაობა და ხმაურობა, – ჩოჩქოლი.

დოღრიალა
ღრიალა, მყვირალა.

დრიგინ-დრიგინით
რისამე (მაგ., მატარებლის) სვლისას ხმის გამოცემით, ხმაურით.

დუგდუგი
ხმაბაძვ. ამუშავებული მანქანის (მავალი მატარებლის...) ერთნაირი განუწყვეტელი ხმაური.

დუდუნებს
დუდუნი გააქვს, ნელა ხმაურობს წყალი, მდინარე.

დუდუნი
დაბალი ხმით დაუნაწევრებელი ბგერების გამოცემა, ყრუ და წყნარი ხმიანობა, ბუტბუტი.

დუდღუნი
ცხვირში ლაპარაკი.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე