ხმისა და ხმიანობის აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულში

 

There are currently 169 names in this directory beginning with the letter Გ.
გააბრახუნებს
ბრახუნის ხმას გამოაცემინებს.

გააზრიალებს
ზრიალს დააწყებინებს, ზრიალის ხმას გამოაღებინებს.

გააზუზუნებს
ზუზუნის ხმას გამოაცემინებს.

გააკრაჭუნებს
კრაჭუნის ხმას გამოაცემინებს კბილებს.

გაალაპარაკებს
საშუალებას მისცემს გაელაპარაკოს, − დაალაპარაკებს, გაასაუბრებს ვინმესთან.

გააჟღარუნებს
ჟღარუნის ხმას გამოაცემინებს.

გააჟღრიალებს
ჟღრიალის ხმას გამოაცემინებს.

გაარიჩხინებს
იგივეა, რაც გააჩხარუნებს.

გაატკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გააღებინებს.

გააფხაჭუნებს
ფხაჭუნის ხმას გამოაღებინებს.

გააღრაჭუნებს
ღრაჭუნის ხმას გამოაცემინებს, – გააკრაჭუნებს.

გააღრჭიალებს
კბილებს გააკრაჭუნებს.

გააყრუებს
დიდი ხმაურით ყურთასმენას წაიღებს.

გააჩხარუნებს
ჩხარუნის ხმას გამოაცემინებს.

გააწკაპუნებს
წკაპუნის ხმას გამოაცემინებს.

გააწკარუნებს
წკარუნის ხმას გამოაღებინებს.

გააწკლაპუნებს
წკლაპუნის ხმას გამოაცემინებს.

გააწკლატუნებს
წკლატუნის ხმას გამოაცემინებს.

გააწკრიალებს
წკრიალის ხმას გამოაცემინებს.

გააწლაკუნებს
იგივეა, რაც გააწკლაპუნებს.

გააჭანჭყარებს
ნაკლულ ჭურჭელში სითხეს შეანჯღრევს.

გააჭახუნებს
ჭახუნის ხმას გამოაღებინებს.

გააჭყაპუნებს
ჭყაპუნის ხმას გამოაცემინებს.

გაახმიანებს
ხმას გამოაცემინებს, აახმაურებს.

გაახრჭიალებს
იგივეა, რაც გააღრჭიალებს.

გააჯახუნებს
ჯახუნით მიხურავს, გაიხურავს კარს, ფანჯარას.

გაბაკუნდება
ბაკუნის, ბაკა-ბუკის ხმას გამოსცემს.

გაბოხება
დაბოხება (ხმისა).

გაბოხებული
დაბოხებული ხმა.

გაბრახუნდება
ბრახუნის ხმას გამოსცემს.

გაბრახუნება
რისამე ბრახუნით, ბრაგუნით გახურვა.

გაბრახუნებული
რაც გააბრახუნეს ან გაბრახუნდა.

გადაბაკუნდება
ბაკუნით გადავა, გადაივლის.

გადაეჩურჩულება
ჩურჩულით გადაელაპარაკება, გადაუჩურჩულებს.

გადაიქუხებს
ქუხილით გადაივლის.

გადალაპარაკება
გვერდზე მყოფთან, შორიახლოს მყოფთან გალაპარაკება.

გადასაჩურჩულებელი
რასაც გადაუჩურჩულებენ, ჩურჩულით სათქმელი.

გადასჩურჩულებს
იგივეა, რაც გადაუჩურჩულებს.

გადაუშხივლებს
იგივეა, რაც გადაუშხუილებს, გადაუშხუვლებს.

გადაუშხუვლებს
შხუილით გადაუქნევს, გადაჰკრავს.

გადაუჩურჩულებს
ჩურჩულით გადაულაპარაკებს, ეტყვის რამეს.

გადაქუხს
ქუხილით გადადის.

გადაჩურჩულება
ჩურჩულით გადალაპარაკება.

გადმო-ჰ-ქუხებს
ქუხილის ხმით გამოეხმაურება ზევიდან ქვევით.

გადმომქუხარი,
გადმომქუხარე რაც გადმოქუხს, – ქუხილით, დიდი ხმაურით გადმომდინარე.

გადმოსჩურჩულებს
ძალიან ჩუმად, ჩურჩულით გადმოულაპარაკებს.

გადმოქუხს
ქუხილით გადმოდის, ქუხილით ძირს ეშვება.

გადმოჩქრიალებს
ჩქრიალით გადმოდის.

გაეჩურჩულება
ჩურჩულით დაელაპარაკება; უჩურჩულებს.

გაზრიალება
ზრიალის ხმის გამოცემა.

გაზუზუნდება
ზუზუნის ხმას გამოსცემს.

გაზუზუნებული
რამაც გაიზუზუნა.

გაიბრახუნებს
ბრახუნით გაიხურავს (კარსა და მისთ.).

გაიზუზუნებს
ზუზუნის ხმას გამოსცემს.

გაიკრიალებს
იგივეა, რაც გაიწკრიალებს.

გაინაბავს
სუნთქვას შეიკრავს და გაჩუმდება.

გაიჟრიალებს
იგივეა, რაც გაიჟღრიალებს.

გაიჟღრიალებს
ჟღრიალის ხმას გამოსცემს.

გაირახუნებს
რახუნის ხმას გამოსცემს.

გაისისინებს
სისინის ხმას გამოსცემს.

გაისმის
გასაგონია, ყურთასმენამდე აღწევს.

გაიტკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გამოაცემინებს თავისას.

გაიფაჩუნებს
ფაჩუნის ხმას გამოსცემს.

გაიშლიგინებს
შლიგინით, ხმაურით გაივლის.

გაიშრიალებს
შრიალის ხმას გამოსცემს, – გაშრიალდება.

გაიშხივლებს
იგივეა, რაც გაიშხუვლებს.

გაიშხუვლებს
შხუილის ხმას გამოსცემს.

გაიშხუილებს
შხუილით გაივლის; შხუილის ხმას გამოსცემს.

გაიწკრიალებს
წკრიალის ხმას გამოსცემს.

გაიჭრაჭუნებს
ჭრაჭუნის ხმას გამოსცემს.

გაიჭრიალებს
ჭრიალის ხმას გამოსცემს.

გაიჭრიჭინებს
ჭრიჭინის ხმას გამოსცემს.

გაიხმაურებს
ხმაურს დაიწყებს.

გაიჯახუნებს
ჯახუნით გაიხურავს კარს.

გაკნატუნება
კნატუნით შეჭმა.

გაკნაწუნება
კნაწუნის ხმის გამოსცემა.

გაკრაჭუნება
კბილების ერთმანეთზე გასმა უსიამოვნო ხმის კრაჭუნის გამოცემით.

გალაპარაკება
ლაპარაკის დაწყება (ვინმესთან),− გასაუბრება, დალაპარაკება.

გალობა
1. ჭიკჭიკი, სტვენა (ფრინველთა) 2. მუსიკალური ნაწარმოების შესრულება (ადამიანის) ხმით, – სიმღერა, მღერა.

გამკივანი
მაღალი, წვრილი, კივილისებრი ხმა.

გამო-ს-თქვამს
გამოხატავს, გადმოსცემს რაიმეს (სიტყვით).

გამოაბრახუნებს
ბრახუნის ხმას გამოაცემინებს.

გამოაგრიალებს
გრიალით გამოიყვანს.

გამოაზუზუნებს
ზუზუნით გამოისვრის, გამოტყორცნის.

გამოაჯახუნებს
ჯახუნით გამოიხურავს (კარებს...).

გამობაკუნდება
ბაკუნით, ბაკა-ბუკით გამოვა.

გამობრახუნება
ხმაურით გამოხურვა (კარისა).

გამოგრიალდება
გრიალით გამოვა.

გამოთქვამს
1. გამოხატავს, გადმოსცემს რაიმეს (სიტყვით, წერილობით.) 2. აწარმოებს სამეტყველო ბგერას, − წარმოთქვამს.

გამოიბრახუნებს
ხმაურით გამოიხურავს, გამოიკეტავს (კარს).

გამოიქუხებს
ქუხილის ხმას გამოსცემს, დაიქუხებს.

გამოიჭექებს
ჭექის ხმას გამოსცემს.

გამოიჯახუნებს
ჯახუნით გამოიხურავს.

გამოქუხს
ქუხილის ხმა ისმის.

გამოშხუის
შხუილი გააქვს, – შხივის.

გამოჩუხჩუხებს
ჩუხჩუხით გამოდის.

გამოჩქეფს
სწრაფად, ხმაურით დის, – ჩხრიალებს, მოჩქეფს.

გამოჩხრიალებს
ჩხრიალის ხმას გამოსცემს.

გამოძახილი
ხმამაღლა ხმობა, მოწოდება.

გამოწანწკარებს
წანწკარით დის.

გამოჭექა
ჭექით გამოძახება, გამოხმაურება.

გამოჭექილი
ქუხილით გამოსული ხმა.

გამოხმობა
იგივეა, რაც გამოძახილი.

გამოჯახუნება
ჯახუნით გამოხურვა.

გამყივანი
მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა.

გამყივარი
იგივეა, რაც გამყივანი.

გაჟღრიალდება
 ჟღრიალს გაიღებს, ჟღრიალის ხმას გამოსცემს.

გარაწკუნდება
იგივეა, რაც გაწკარუნდება.

გარახუნდება
რახუნით გაიხმაურებს.

გარიალება
კუთხ. (ფშ., კახ.) რიალით გახმაურება, გავლა.

გარიხინდება
ხმაურით გაივლის.

გასისინება
სისინის ხმის გამოცემა.

გასჩხავის
უსიამოვნოდ ხმიანობს.

გასწივის
წვრილ ხმას გამოსცემს.

გატკაცუნდება
ტკაცუნის ხმას გაიღებს, – გაიტკაცუნებს.

გატკაცუნება
ტკაცუნის ხმის გაღება.

გატყლაშუნება
ტყლაშუნის ხმის გამოცემინება.

გაუკაკუნებს
კაკუნით გაუსვამს ერთმანეთზე.

გაუტკაცუნდება
ტკაცუნის ხმას გამოსცემს .

გაუტკაცუნებს
ტკაცუნის ხმას გამოაღებინებს.

გაუწკაპუნებს
წკაპუნით გაჰკრავს, გადაჰკრავს.

გაფაჩუნდება
ფაჩუნით გახმაურდება, ფაჩუნის ხმას გამოსცემს.

გაფაჩუნება
ფრთხილი მოძრაობის დროს ოდნავ გასაგონი ხმის გამოცემა.

გაფხაჭუნება
ფხაჭუნის ხმის გამოცემა, ფრჩხილების, ბრჭყალების მოსმით უსიამოვნო ხმის გამოცემა.

გაღიღინებს
ღიღინით გასძახის, ღიღინით ამბობს.

გაღრაჭუნება
ღრაჭუნის ხმის გამოცემინება, გაკრაჭუნება.

გაღრჭიალება
კბილებით ღრჭიალის ხმის გამოცემა.

გაშრიალება
შრიალით ამოძრავება.

გაშხუილება
შხუილით გავლა, ჩავლა, გაქნევა.

გაჩუჩუნდება
ჩუჩუნის ხმას გამოიღებს.

გაჩხაკუნდება
ჩხაკუნის ხმას გამოსცემს.

გაჩხარუნება
ჩხარუნის ხმის გამოცემა.

გაჩხრიალდება
ჩხრიალის ხმას გამოსცემს.

გაძახილი
ყვირილი, სიმღერა.

გაწკაპუნება
წკაპუნის ხმის გამოცემა.

გაწკარუნდება
წკარუნს დაიწყებს, წკარუნის ხმას გამოსცემს.

გაწკარუნება
წკარუნის ხმის გამოცემინება.

გაწკლაპუნება
წკლაპუნის ხმის გამოცემა.

გაწკრიალება
წკრიალის ხმის გამოცემა.

გაწლაკუნება
წლაკუნის ხმის გამოცემა.

გაჭანჭყარება
ჭურჭელში ნაკლულ სითხის შენჯღრევისას ხმის გამოცემა.

გაჭახუნება
ჭახუნის ხმის გამოცემა.

გაჭიჭინდება
ჭიჭინის ხმას გამოსცემს.

გაჭრიალდება
ჭრიალს დაიწყებს, ჭრიალის ხმას გამოსცემს.

გახმაურება
ხმაურის გაღება, ხმაურის დაწყება.

გახმიანება
ხმაურის ატეხა.

გახრინწიანდება
ხრინწიანი გაუხდება ხმა.

გაჯახუნდება
ჯახუნით მიიხურება (კარი...).

გაჯახუნება
ჯახუნით დახურვა.

გაჯახუნებული
რაც გააჯახუნეს ან გაჯახუნდა.

გაჰკივის
კივილით გაიძახის.

გაჰღიღინებს
ღიღინით გასძახის.

გვრინვა
გლოვის გამომხატველი ხმიანობა.

გიზგიზი
ძლიერი ცეცხლის ხმა.

გლიმი
კუთხ. (კახ.) იგივეა, რაც კრინტი.

გლიჯინ-გლიჯინით
ხმაურით...

გლიჯინი
ტლანქად, დიდი ნაბიჯებით სირბილი; ამგვარი სიარულით გამოწვეული ხმაური.

გმინვა
ტკივილის. ტანჯვის, მწუხარების გამომხატველი ამოძახილი, ოხვრა, კვნესა.

გნიასი
დიდი ხმაური, ყვირილი.

გოდებს
ტირილით გლოვობს, მოთქვამს.

გრგვინავს
დიდ ხმას, გრიალის, ზრიალის ხმას გამოსცემს.

გრგვინვა
ძლიერი ხმა.

გრიალ-გრიალით
ზედიზედ გამეორებული გრიალით.

გრიალი
დიდი, გამაყრუებელი ხმაურობა, – ზრიალი, გუგუნი.

გრუხუნი
გამაყრუებელი ხმაურობა.

გუგუნი
ყრუ, გაბმული გრიალი.

გუზგუზი
ცეცხლის, ალის ხმაური.

გურგურებს
გურგური გააქვს, გურგური გაუდის (ცეცხლს), − გიზგიზებს.

გურგური
ხმაური, გიზგიზი ალმოდებული ცეცხლისა.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე