ბაგა-ბუგი1. რბილზე ცემის ხმა. 2. გულის ძლიერი, აჩქარებული ცემის ხმა.
ბაგი-ბუგიიგივეა, რაც ბაგა- ბუგი.
ბაგუნიცემით გამოწვეული ხმაური.
ბათქა-ბუთქითოფის, დამბაჩის და მისთ. ზედიზედ სროლის ხმა.
ბაკა-ბუკიმაგარ საგნებზე სიარულისას ფეხის ცემით გამოცემული მკვეთრი ხმა.
ბაკი-ბუკიიგივეა, რაც ბაკა- ბუკი.
ბაკუნობსბაკი-ბუკით, ბაკუნით დადის.
ბანიხმა, რომელიც ეწყობა სიმღერას.
ბარტყა-ბურტყიხმაბაძვ. საფენელის ბერტყვის ხმა (საბა).
ბარტყანიხმაბაძვ. რბილი ბრტყელი საგნის დავარდნის ხმა || იგივეა, რაც ბრაგვანი.
ბარტყუნიმრავალგზის დარტყმა-დაცემის შედეგად გამოცემული ხმა.
ბასკუნიკუთხ. (იმერ., გურ.) ცემა მკვრივ რამეზე.
ბასტანიმაღლიდან ჩამოვარდნილი რბილი და მძიმე საგნის დაცემის ხმა, – ბარტყანი.
ბასტი-ბუბუდიდი ხმაურობა, ჟრიამული.
ბასტუნიცემა მკვრივ რამეზე.
ბაყა-ბუყიხმაბაძვ. წყვეტილი ყრუ ხმა ცემის დროს.
ბგერაჰაერის ტალღისებრი რხევითი მოძრაობა, რომელსაც აღიქვამს სმენის ორგანო,– ხმა.
ბზუილარაც ან ვინც ნიადაგ ბზუის.
ბზუილიკრაზანასა და ბუზების ხმიანობა.
ბზუისფრენის დროს ფრთების სწრაფი და უწყვეტი მოძრაობით ზუზუნისებურ ხმას გამოსცემს მწერი.
ბზუკუნებსიგივეა, რაც ბზუის.
ბზუკუნიიგივეა, რაც ბზუილი.
ბიბინიკუთხ. (ფშ., ხევს.) ხმაური, მღელვარება.
ბიჟინიშვლის ნუკრის კიკინი.
ბობღინიგაურკვევლად, ბგერების დაუნაწევრებლად ლაპარაკი, – ბურტყუნი.
ბჟუილიიგივეა, რაც ბზუილი.
ბრაგა-ბრუგიმაგარ ზედაპირზე ცემის ხმა.
ბრაგვაიგივეა, რაც ბრაგვანი.
ბრაგვანიმაგარ რამეზე მძიმე სხეულის დაცემა.
ბრაგუნიძლიერად რტყმა ყრუ ხმის გამოცემით.
ბრახა-ბრუხიხმაბაძვ. ძლიერი ბრახუნი ნაწყვეტ-ნაწყვეტად.
ბრახვანიმძიმე საგნის ძირს დაცემის ხმა.
ბრახუნარაც ბრახუნის მსგავს ხმას გამოსცემს.
ბრახუნიმაგარ რამეზე ცემა, – ბრაგუნი.
ბრახუნობსბრახუნის ხმას გამოსცემს.
ბუბუნიდიდი ხმაური, – გუგუნი.
ბურტყუნიხმადაბალი გაურკვეველი ლაპარაკი.
ბუსუნიკუთხ. (იმერ.) ჩამიჩუმი.
ბუტბუტიდაბალი ხმით გაურკვევლად ლაპარაკი თავისთვის.
ბუყბუყიხმაბაძვ. ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ნელი ყრუ ხმაურობა, გამოწვეული სითხეში გაზების მოძრაობით, დუღილის პროცესით.
ბუხბუხიხმაბაძვ. ბოხი, წყვეტილი ხმის მძიმე-მძიმედ გამოცემა.
ბუხუნირაიმე ცხოველის (ლომის, ირმის, ღორის) ძლიერი ხმიანობა.
ბღავილიცხოველთა (ძროხის, ცხვრის, ირმის.) ხმიანობა || გადატ. ღრიალი, ხმამაღალი ტირილი გამწარებული, თავზარდაცემული ადამიანისა.
ბღვრიალი„ბრიყვული ტირილი“ (საბა), − ღრიალი.
ბღუილიგაბმით ყვირილი, ღმუილივით. || გადატ. ღრიალი, ხმამაღლა ტირილი.