შეხების აღმნიშვნელი ლექსიკა

 

There are currently 11 names in this directory beginning with the letter Ხ.
ხავერდოვანი
ხავერდივით რბილი.

ხავერდოვნება
ხავერდოვნის თვისება, ხავერდისებური სილბო.

ხეშეში
ხმელი, უხეში, გახევებული, მქისე.

ხისტი
ხეშეში, ხმელი, ხამი.

ხიჩინი
იგივეა, რაც ღიტინი.

ხიცინი
იგივეა, რაც ღიტინი.

ხორკლებიანი
რასაც ხორკლი, ხორკლები აქვს, ხორკლით დაფარული, – ბურცებიანი.

ხორკლი
მცირე ზომის ბურცი.

ხორკლიანი
რასაც ხორკლები აქვს.

ხოროში
უხეში, ხეშეში.

ხუხლუპანა
კუთხ. (ქიზ.) უთმო, უბალნო, უბუსუსო.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე