შეხების აღმნიშვნელი ლექსიკა

 

There are currently 18 names in this directory beginning with the letter Მ.
მესხლეტი
რაც ისხლეტს, – სრიალა, მოლიპული.

მოაფათურებს
ხელ[ებ]ს მოაფათურებს, ფათურით მოსინჯავს, – ხელ[ებ]ს აქეთიქით მიუსვ-მოუსვამს რასმე ძებნისას.

მოეფერება
 ფერებას დაუწყებს, – მოეალერსება.

მოეფხანება
ფხანა დაეწყება, – მოექავება.

მოექავება
ქავილი დაეწყება, – მოეფხანება.

მოლიპული
გასიპული, სრიალა.

მოუთათუნებს
იგივეა, რაც მოუცაცუნებს.

მოუფათურებს
მიუსვ-მოუსვამს ვისმე ან რასმე.

მოუცაცუნებს
ცაცუნით, ოდნავ შეხებით, მოუსვამს ჩვეულებრივ – ხელს, თითებს.

მოფხანს
ხელს, ფრჩხილებს.. წაუსვამს ქავილის გასაქარვებლად, – დაფხანს.

მოქავება
ქავილის დაწყება, მსუბუქად მოფხანა.

მოცივო
ოდნავ ცივი.

მსუსხავი
რაც სუსხავს, – მშუშხავი.

მსხვილი
დიდი სისქისა, – სქელი (საპირისპ. წვრილი).

მქისი, მქისე
1. ძვ. „დამუხვილი, დამშხალული, გინა ხორკლიანი რამ“ (საბა), – დაბზარული, დახეთქილი. 2. ხეშეში, უხეში, ტლანქი.

მშრალი
რაც გაშრა, – სისველეს, სინოტივეს მოკლებული.

მშუშხავი
რაც შუშხავს, მსუსხავი.

მჭრელი
ვინც ან რაც ჭრის, – მკვეთელი.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე