ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 19 names in this directory beginning with the letter Ხ.
ხავსისფერი
რაც ფერით ხავსს მოგვაგონებს, – მუქი მწვანე.

ხაკი
მოყავისფრო მწვანე.

ხაკისფერი
მოყავისფრო მწვანე, – ხაკი.

ხაჟო
კუთხ. (გურ.) ჭრელი, ლაქებიანი( მაგ., ლობიო).

ხასყირმიზი
კუთხ. (ქიზ.) ღვინისფერი.

ხასხასა
რაც ხასხასებს, – კრიალა, ცინცხალი მწვანე...

ხასხასი
მკვეთრი მწვანე ფერის გამოცემა, მწვანედ ელვარება.

ხაშხაშა
იგივეა, რაც ღაჟღაჟა.

ხაჩხაჩა
კუთხ. (კახ. თუშ.) იგივეა, რაც ხასხასა.

ხაცავს
კუთხ. (ხევს.) თვალს სჭრის თოვლი, სინათლე….

ხახვისფერი
რაც ფერით ხახვს მოგვაგონებს, – მკრთალი მოლურჯო-მოწითალო.

ხვლიკისფერი
რაც ფერით ხვლიკს მოგვაგონებს, – მომწვანო ნაცრისფერი.

ხმელეთზურმუხტი
ზურმუხტოვანი, აყვავებული ხმელეთის მქონე.

ხორბლისფერი
რაც ფერით ხორბალს მოგვაგონებს, – შავგვრემანისა და თეთრის საშუალო კანი.

ხორცისფერი
რაც ფერით ადამიანის ხორცს მოგვაგონებს, ხორცთან შეხამებული ფერი, – პირისფერი  || მოვარდისფრო ჩალისფერი.

ხოხბისფერი
რაც ფერით ხოხობს მოგვაგონებს, – ცისფრად მოლივლივე ჭრელი.

ხსედი
ღია წაბლისფერი ცხენი.

ხუნდება
ფერი ეკარგება, – ბაცდება, უფერულდება.

ხუნებადი
რაც ადვილად ხუნდება.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე