There are currently 23 names in this directory beginning with the letter Ც.
ცეცხლისფერირაც ფერით ცეცხლს მოგვაგონებს, – ალისფერი.
ცვილისფერიგაყვითლებული, სანთლისფერი.
ციაგლურჯიღია ლურჯი, – მოლურჯო.
ციაგმკრთალიძალიან მკრთალი, – ცრიატი, გაცრიაგებული.
ციალ-კიალიციალი და კიალი; გამუდმებით ციალი.
ციალებსკრთის სხივი, ციმციმებს.
ციალი«მცირე რამ ელვარება» (საბა), – ციმციმი.
ციატიმკრთალი, ღია ფერისა.
ცილისფერირაც ფერით ცილას მოგვაგონებს, – მოყვითალო თეთრი.
ციმიღია ფერის ლაქა მუქ ფონზე.
ციმციმისხივის კრთომა, – ლიფლიფი, ციალი, კიაფი.
ცინცხალიბრჭყვიალა; ხასხასა.
ცისარტყელაშვიდფერა რკალი ცაზე.
ცისკროვანიცისკარივით ნათელი, ბრწყინვალე.
ცისფერთვალავისაც ცისფერი თვალები აქვს.
ცისფერთვალებიანიიგივეა, რაც ცისფერთვალება.
ცისფერირაც ფერით ცას მოგვაგონებს, – ღია ლურჯი.
ცრიაგიმკრთალი, ფერმკრთალი, ღია ფერისა.
ცრიატდებაცრიატი ხდება, – მკრთალდება.
ცრიატიმბჟუტავი, მკრთალი სინათლე; ღია, ბაცი ფერისა, – ციატი.
ცქრიალიციმციმი, კამკამი, კიაფი.
ცხვრისფერიცხვრის თვალების ფერი თვალი, – ჭროღა.
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე