შავ-თეთრიშავი და თეთრი ფერით ჭრელი.
შავ-ყვითელიმოშავო ყვითელი.
შავდებაშავი ხდება, შავ ფერს იღებს, შავად იღებება.
შაველაკუთხ. (მოხევ.) ბნელი, ჩაშავებული.
შავვერცხლისფერივერცხლისფრად მოელვარე შავი.
შავიყველა ფერზე მუქი, ნახშირის, გიშრის ფერი.
შავმოელვარეშავად მოელვარე.
შავჭრელიშავი თეთრით აჭრელებული.
შაქრისფერიღია ხორბლისფერი.
შეაფერადებსრაიმე ფერად შეღებავს, რამე ფერს მისცემს; შეფერავს.
შეაყვითლებსმცირედ გააყვითლებს, მოყვითალო ფერს დასდებს.
შეაწითლებსოდნავ გააწითლებს.
შეაჭრელებსაქა-იქ ოდნავ ააჭრელებს.
შეეღებებაშეიღებება მისი ან მისთვის, საღებავით სხვაფერი გაუხდება.
შეიფერებაშეფერავენ; რისამე ფერი მიეცემა, შეიღებება, შეფერადდება.
შეიღებავსშეღებავს თავისას ან თავისთვის.
შეიღებებაშეღებავენ; შეღებვა შესაძლებელი იქნება.
შელაქულიიგივეა, რაც გალაქული.
შემუქდებამუქი ფერი მიეცემა, ცოტათი გამუქდება.
შემფერადებელივინც შეაფერადებს, − გამფერადებელი.
შემწვანდებაცოტათი გამწვანდება.
შემწვანებულირაც შემწვანდა, ცოტათი ამწვანებული.
შესაფერადებელირაც უნდა შეაფერადონ ან შეფერადდეს,− შესაღებავი.
შეუფერადდებაშეფერადდება მისი, − ფერადი გაუხდება.
შეუფერადებსშეაფერადებს მისას ან მისთვის.
შეუყვითლდებაშეყვითლდება მისი, ოდნავ გაუყვითლდება.
შეფერადდებაფერადი გახდება, სხვა ფერი მიეცემა, შეიღებება.
შეფერადებარაიმე ფერად შეღებვა, როგორიმე ფერის მიცემა, გაფერადება, შეფერვა.
შეფერადებულირაც შეაფერადეს ან შეფერადდა.
შეფერავსრაიმე ფერად შეღებავს, შეაფერადებს.
შეფერილირაც შეიფერა ან შეფერეს, შეღებილი, შეფერადებული.
შეფერილობაშეღებილობა, შეფერვა, ფერი, ფეროვნება.
შეღებავსსაღებავით შეფერავს, საღებავით ფერს შეუცვლის; სხვა ფერს მისცემს.
შეღებილირაც შეღებეს ან შეიღება, საღებავით... ფერშეცვლილი, შეფერილი.
შეყვითლდებაყვითელი ფერი დაედება, მცირედ გაყვითლდება, სიყვითლე შეეპარება.
შეწითლებაცოტათი გაწითლება, აწითლება, შეფაკლება.
შეწითლებულიცოტათი გაწითლებული.
შეწინწკლულიცოტათი დაწინწკლული.
შეჭარხლდებაჭარხალივით გაწითლდება.
შეჭრელდებაჭრელი გახდება, აქა-იქ, ოდნავ აჭრელდება.
შეჭრელებააქა-იქ, ოდნავ აჭრელება, სიჭრელის შერევა.
შვიდფერა იგივეა, რაც შვიდფერი.
შვიდფერიშვიდი ფერისაგან შემდგარი, – შვიდფეროვანი.
შვიდფეროვანიიგივეა, რაც შვიდფერი.
შვიდძალიშვიდზოლიანი, შვიდხაზიანი.
შვინდისფერირაც ფერით შვინდს მოგვაგონებს, მუქი წითელი.
შინდისფერიიგივეა, რაც შვინდისფერი.
შოკოლადისფერირაც ფერით ყავას გვაგონებს,– ყავისფერი.
შუქასხმულიშუქით მოცული, შუქიანი.
შუქელვაელვარე შუქი, ელვისებრი შუქი.
შუქელვარებაშუქის ელვარება.
შუქი1. თვალის მიერ აღქმული სხივური ენერგია, რის მეოხებითაც ირგვლივ მყოფი საგნები ხილული ხდება, სინათლე. 2. სინათლის ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული, – სხივი.
შუქმოფენილირასაც ან ვისაც შუქი აქვს მოფენილი, გაშუქებული, განათებული.