ფერად-ფერადისხვადასხვა, ნაირ-ნაირი ფერისა, ჭრელი, ჭრელჭრელი.
ფერადდებაფერადი ხდება, აფერადებენ, ჭრელდება.
ფერადისხვადასხვა ფერისა, ნაირნაირი ფერისა, ჭრელი.
ფერადკანიანივისაც (რასაც) ფერადი (შავი, ყვითელი...) კანი აქვს.
ფერადობსფერადია, ნაირნაირი ფერისად ჩანს.
ფერადოვანიიგივეა, რაც ფერადი.
ფერავსლითონის საგნებს (ოქროს, ვერცხლის) ფერს ადებს.
ფერგადასულირასაც ფერი აქვს გადასული, ფერდაკარგული, გახუნებული.
ფერგამკრთალი იხ. ფერმკრთალი.
ფერგამოცვლილირასაც ფერი გამოცვლილი აქვს, ფერშეცვლილი.
ფერგახუნებულიიგივეა, რაც გახუნებული.
ფერიშთაბეჭდილება, რომელსაც ახდენს თვალზე საგნის მიერ ანარეკლი სინათლე.
ფერითიფერის დამახასიათებელი, ფერთან დაკავშირებული.
ფერმილეულივისაც ფერი აქვს მილეული, ფერმკრთალი.
ფერმიხდილივისაც ან რასაც ფერი აქვს მიხდილი, ფერდაკარგული, ფერმკრთალი.
ფერმკრთალდებაფერმკრთალი ხდება, ფერი ეკარგება.
ფერმკრთალიმკრთალი ფერისა.
ფერნაკლულობაფერმკრთალობა, უფერულობა.
ფერნაკრთობი,ფერნამკრთალები, ფერნამკრთალევი იგივეა, რაც ფერმკრთალი.
ფერნამკრთალობაიგივეა, რაც ფერმკრთალობა.
ფერნაქცევი ვისაც ან რასაც ფერი ექცა, – ფერნაცვალი.
ფერნაცვალივისაც ან რასაც ფერი ეცვალა, ფერშეცვლილი, ფერნაქცევი, გახუნებული.
ფერობაიგივეა, რაც ფერი, ფეროვნება.
ფეროვანისხვადასხვა ფერისა, ფერადი.
ფეროვნებაფეროვანის თვისება, ფერიანობა.
ფერსავსეფერიანი, ფეროვანი.
ფერუცვლელირასაც ფერი აქვს უცვლელი, გაუხუნარი.
ფერქცეულიფერშეცვლილი, ფერწასული; გახუნებული.
ფერშეუცვლელირასაც ფერი შეუცვლელი აქვს.
ფერშეცვლილირასაც ფერი აქვს შეცვლილი, გახუნებული.
ფერჩატეტკილიკუთხ. (ქართლ. იმერ.) ფერდაკარგული, ფერმკრთალი, გაფითრებული.
ფერწასულიუფერული, გახუნებული.
ფერწერაფერებით, საღებავებით ხატვის ხელოვნება.
ფერწითელიფერად წითელი, წითელი ფერისა.
ფირუზისფერირაც ფერით ფირუზს მოგვაგონებს, ცისფერი.
ფოლადისფერიმოვერცხლისფრო.
ფორეჯებიანიიგივეა, რაც ფორეჯიანი.
ფორეჯიდიდი წინწკალი, ხალი სხეულზე, ქსოვილზე, ბეწვზე....
ფორეჯიანიფორეჯების მქონე, დაწინწკლული.