There are currently 39 names in this directory beginning with the letter Ს.
სადაფისფერირაც ფერით სადაფს მოგვაგონებს.
საიასადა, მარტივი, არაჭრელი.
სამფერირასაც სამი ფერი აქვს, – სამფეროვანი.
სანთლისფერიფერით სანთლის მსგავსი,– ყვითელი, გაფითრებული, მკვდრისფერი (ადამიანზე იტყვიან).
საფირონისფერირაც ფერით საფირონს მოგვაგონებს.
საღებარიიგივეა, რაც პიგმენტი.
სვილისფერიმკრთალი შავგვრემანი.
სიბნელებნელის თვისება, – ბნელობა.
სითეთრეთეთრის თვისება, თეთრი ფერის ქონა; თეთრი ფერი.
სიკვდილისფერიძალიან მკრთალი.
სინათლერამე წყაროს მიერ გამოსხივებული შუქი, ნათელი.
სინათლიანისინათლის მქონე, – ნათელი, განათებული.
სიყვითლემორეულივისაც ყვითელი ფერი, სიყვითლე აქვს მორეული.
სიწითლეწითლის თვისება, – წითელი ფერის ქონა; წითელი ფერი.
სიჭრელეჭრელი ფერის ქონა; ჭრელი ფერი.
სპექტრისხვადასხვა ფერის ზოლი, რომელიც მიიღება გამჭვირვალე პრიზმაში თეთრი სხივის გავლის დროს.
სპილენძისფერირაც ფერით სპილენძს მოგვაგონებს, – მოწითალო-მოყვითალო.
სრეკუთხ. (ქართლ. კახ.) იგივეა, რაც სრელა.
სრელაკუთხ. (ქართლ. კახ.) განსხვავებული ფერის ზოლი.
სრელა-სრელა,სრელადასრელა კუთხ. (ქართლ. კახ.) იგივეა, რაც ზოლზოლად.
სტაფილოსფერირასაც სტაფილოს ფერი აქვს, − მოყვთალო წითელი.
სუროსფერირაც ფერით სუროს მოგვაგონებს, – მუქი მწვანე.
სხვადასხვაფერისხვადასხვა ფერისა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერისა.
სხივთკონაერთი მბრწყინავი წერტილიდან, ერთი მანათობელი წყაროდან მრავლად გამომავალი სხივები.
სხივთტეხასხივების გარდატეხა გარკვეულ არეში გავლისას.
სხივისინათლის ვიწრო ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული, – შუქი.
სხივიანიმოელვარე, მბრწყინავი, ნათელი.
სხივიერობასხივიერის თვისება, – ბრწყინვალება.
სხივმფენისხივის მომფენი, რაც სხივებს აფრქვევს, გამომასხივებელი.
სხივოსანისხივთა მფრქველი.
სხივფენილირასაც სხივი მოეფინა.
სხივჩამდგარისხივით განათებული, – სხივმოფენილი.
სხივცისკროვანინათელმოსილი, გაცისკროვნებული, ბრწყინვალე.
სხურებულიერთმანეთში არეული, შერეული ფერი; დაწინწკლული.
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე