ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 21 names in this directory beginning with the letter Ნ.
ნავთისფერი
 გარდამავალი რუხი, მოლურჯო - რუხი ლურჯი.

ნაზი
არამკვეთრი, თვალისათვის სასიამოვნო ღია ფერი.

ნათელი
სინათლით მოცული, – სინათლიანი, შუქიანი, განათებული.

ნათელმიხდილი
რასაც ნათელი, სინათლე ჩამოეცალა, მოაკლდა, აკლია.

ნაირფერადი
სხვადასხვა ფერისა, – ნაირფერი, ჭრელი.

ნაირფერი
სხვადასხვა ფერისა, – ფერად-ფერადი.

ნაკრთომი
მკრთალი, გამკრთალი; მიხდილი ფერი.

ნალაქი
რაზედაც ლაქების კვალია, ლაქებით დაფარული, – ლაქებიანი.

ნამჯისფერი
იგივეა, რაც ჩალისფერი.

ნარგიზი
ნარგიზის ყვავილის ფერი, – მკრთალი ნარინჯისფერი.

ნარინჯი
იგივეა, რაც ნარინჯისფერი.

ნარინჯისფერი
რაც ფერით ნარინჯს მოგვაგონებს, – მოწითალო ყვითელი.

ნაფერადები
აფერადებული.

ნაშური
„ლურჯად შეღებილი ნარმა“.

ნაჩრდილები
იხ. ჩრდილი.

ნაცარა
ნაცრისფერი რამე.

ნაცრდება
ნაცრისფერი ხდება.

ნაცრისფერი
რაც ფერით ნაცარს მოგვაგონებს, – რუხი, ლეგა.

ნაჭორფლი
ჭორფლის მსგავსი წინწკლების მქონე.

ნიგროზინი
ერთგვარი მოშავოლურჯი ფერის საღებავი.

ნისლა
ნისლის ფერი, ნაცრისფერი საქონელი.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე