ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 111 names in this directory beginning with the letter Მ.
მანგი
ნათელი, მოელვარე.

მარღი
ულამაზო თეთრი, ითქმის თვალის შესახებ.

მარჩხი
ჭროღა, ჭრელი თვალები.

მარწყვისფერი
ღია წითელი.

მარჯნისფერი
რაც ფერით მარჯანს მოგვაგონებ, მუქი წითელი.

მაყვლისფერი
მაყვალივით შავი.

მაჭატა
კუთხ. (ქართლ.) მყვირალა, არასასიამოვნო ფერი.

მბზინავი
რაც ბზინავს, – მბრწყინავი.

მბრწყინავი
რაც ბრწყინავს, – მბრწყინვალე.

მბრჭყვინავი
რაც ბრჭყვინავს.

მგლისფერი
მგლის ფერისა, – რუხი.

მეწამული
მუქი წითელი.

მილულული
ფერწასული.

მიმკრთალდება
მკრთალი ფერი დაედება.

მიმკრთალი
რაც მიმკრთალდა, – მკრთალი ფერისა.

მიყმენდილი
ფერდაკარგული, გაყვითლებული.

მიწისფერი
რა ფერიც მიწას, მტვერს აქვს, – რუხი.

მიხაკისფერი
იგივეა, რაც ყავისფერი.

მკრთალდება
მკრთალი ხდება.

მკრთალი
ღია, ბაცი ფერისა.

მკრთალლურჯი
მკრთალი ლურჯი, ბაცი ლურჯი.

მკრთოლვარე
ცეცხლივით ელვარე, – ბრწყინვალე.

მკრთომარე
რაც კრთის; მოელვარე, მოკიაფე.

მკრთომელი
გამომცემი სინათლისა და მისთ..

მოალისფრო
რასაც ალისფერი დაჰკრავს, ოდნავ ალისფერი.

მობნელო
ოდნავ ბნელი.

მობჟუტავს
ოდნავ ანათებს, გამოკრთის, ძლივძლივობით ანთია.

მობრჭყვიალე
რაც ბრჭყვიალებს, – მოკაკშკაშე, მოელვარე.

მობრჭყვინავს
იგივეა, რაც მობრჭყვიალებს.

მოელვარე
რაც ელვარებს, – მბრწყინავი, მბზინავი.

მოემწითურება
მწითური, მოწითალო გაუხდება.

მოვარდისფრო
ვარდისფერი რომ დაჰკრავს, ისეთი, ოდნავ ვარდისფერი; ვარდისფერნარევი.

მოვარდისფრო-მოყვითალო
მოვარდისფრო და მოყვითალო.

მოვერცხლისფრო
ვერცხლისფერი რომ დაჰკრავს ისეთი, ოდნავ ვერცხლისფერი; ვერცხლისფერნარევი.

მოთეთრო
ოდნავ თეთრი.

მოთეთრო-მონაცრისფრო
ოდნავ ნაცრისფერი, ღია ნაცრისფერი.

მოთინათინე
მოციმციმე, მოკიაფე.

მოიკუპრება
კუპრის ფერი დაედება, – გაშავდება.

მოკამკამე
რაც კამკამებს, რასაც კამკამი გაუდის, – მოციმციმე.

მოკაშკაშე
რაც კაშკაშებს, რასაც კაშკაში გაუდის.

მოკიანთე
კუთხ. (გურ.) იგივეა, რაც მოკიაფე.

მოკიაფე
რაც კიაფობს, – მოციმციმე.

მოკრთის
კრთომით მოჩანს, – გამოკრთის.

მოლაპლაპე
რაც ლაპლაპებს, რასაც ლაპლაპი გაუდის, – მოელვარე.

მოლეგო
რასაც ლეგა ფერი დაჰკრავს, – ოდნავ ლეგა.

მოლისფერი
რაც ფერით მოლს მოგვაგონებს, – ღია მწვანე.

მოლიცლიცე
რაც ლიცლიცებს.

მოლურჯო
ოდნავ ლურჯი.

მოლურჯოშავი
შავი, რომელსაც ლურჯი ფერი დაჰკრავს.

მომკრთალო
ოდნავ მკრთალი.

მომუქო
ოდნავ მუქი.

მომქრქალო
ოდნავ მქრქალი.

მომწვანო
რასაც ოდნავ მწვანე ფერი დაჰკრავს.

მონარინჯისფერო-წითელი
წითელი, რომელსაც დაჰკრავს ნარინჯისფერი.

მონაცრისფერო
რასაც ნაცრისფერი დაჰკრავს, ოდნავ ნაცრისფერი.

მონაცრისფრო
იხ. მონაცრისფერო.

მოოქროსფრო
ოდნავ ოქროსფერი.

მოპეპლული
კუთხ. (გურ.) მოჩითული, მოხატული.

მოპრიალე
რაც პრიალებს, – პრიალა.

მორუხო
მონაცრისფრო.

მოქათქათე
რაც ქათქათებს, – ძალიან თეთრი.

მოქერაო
ცოტათი ქერა, ოდნავ ქერა, ქერასავით.

მოღადღადე
რაც ღადღადებს; რასაც ღადღადი გააქვს.

მოყავისფრო-მოწითალო
მოყავისფრო და მოწითალო.

მოყვითალო
ოდნავ ყვითელი.

მოყვითლო
იხ. მოყვითალო.

მოშავგვრემანო
ოდნავ შავგვრემანი.

მოშავო
ოდნავ შავი.

მოშავო-მონაცრისფრო
მოშავო და მონაცრისფრო.

მოშავფრო
იგივეა, რაც მოშავო.

მოჩახჩახე
მოკაშკაშე, მოელვარე.

მოციაგე
რაც ციაგებს.

მოციალე
რაც ციალებს.

მოციგლიგე
რაც ციგლიგებს.

მოციმციმ-მოელვარე
მოციმციმე და მოელვარე.

მოციმციმე
რაც ციმციმებს.

მოცისკროვნე
ცისკრის მსგავსი, ცისკარივით კიაფა, ნათელი.

მოცისფრო
ოდნავ ცისფერი.

მოწაბლისფრო
ოდნავ წაბლისფერი.

მოწითალო
ოდნავ წითელი.

მოწითალო-ვარდისფერი
ვარდისფერი, რომელსაც წითელი ფერი დაჰკრავს.

მოწითალო-მწვანე
მწვანე, რომელსაც წითელი ფერი დაჰკრავს.

მოწითალო-ყავისფერი
ყავისფერი, რომელსაც წითელი ფერი დაჰკრავს.

მოწითალო-ყვითელი
ყვითელი, რომელსაც წითელი ფერი დაჰკრავს.

მოწითანო
იხ. მოწითალო.

მოწითლო
იხ. მოწითალო.

მოწინწკლული
რაც მოწინწკლეს, – წინწკლებდაყრილი.

მოხასხასე
რაც ხასხასებს, რასაც ხასხასი გაუდის.

მრავალფერადი
იხ. მრავალფერი.

მრავალფერი
სხვადასხვა ფერი, ათასფერი, მრავალგვარი, ნაირ-ნაირი.

მრავალფეროვანი
სხვადასხვა ფერისა, ფერადფერადი.

მრეში
ძვ. წაბლისფერი (საბა).

მრომი
იხ. მრუმე.

მრუმე
ძვ. „ესე არს ბნელად საჩინარი, გინა შავი ბინდის მსგავსი“ (საბა).

მტრედისფერი
ღია ლურჯი, მოცისფრო ცის მუდმივ ეპითეტად იხმარება.

მურა
რუხწითელი, შავწითელი.

მური
შავი.

მურისფერი
რაც ფერით მურს მოგვაგონებს, – შავი.

მუქდება
მუქი ხდება.

მუქი
1. თალხი, არანათელი, მოშავო ფერისა 2. მოჭირებული, მოჭარბებული ფერი.

მქრალი
1. მილეული, მიმქრალი. 2. იგივეა, რაც მქრქალი.

მქრქალი
არამკვეთრი სინათლე, არაპრიალა, ბრწყინვას, ელვარებას მოკლებული ზედაპირი რისამე.

მღვრიე
ბრწყინვას, ელვარებას მოკლებული, მქრქალი.

მწვანდება
მწვანე ხდება.

მწვანე
ნედლი ბალახის, ფოთლის და მისთ. ფერი.

მწითური
იხ. წითური.

მჭახე
მკვეთრი, ფერი.

მჭვინვარე
„შავი ელვარე“.

მჭვირვალი,
მჭვირვალე იხ. გამჭვირვალე.

მხე
ძვ. „ნაცრისფერი, მხიე“.

მხიე
ძვ. „მრეში, ნაცრისფერი“.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე