There are currently 44 names in this directory beginning with the letter Ლ.
ლალისებურილალივით წითელი.
ლანდიცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი გამოსახულება მეორე მხარეს.
ლაპლაპარასაც ლაპლაპი გააქვს, რაც ლაპლაპებს, – მბზინავი, ელვარე.
ლაპლაპი1. რისამე მაგ., გლუვი ლითონის, წმინდა წყლის ზედაპირის ბზინვა, ელვარება. 2. ციმციმი.
ლაჟვარდალაჟვარდის ფერისა, – ლურჯი.
ლაჟვარდიღია ლურჯი ფერისა, ცის მუდმივი ეპითეტია.
ლაქაგანსხვავებული ფერის პატარა ადგილი, ნიშანი რაიმეს ზედაპირზე.
ლები1. ცემით ან დაცემით დალურჯებული ადგილი ტანზე. 2. ჭაობიანი ნიადაგების ფენა მოლურჯო ფერისა.
ლეგამუქი ნაცრისფერი, – რუხი, ყომრალი.
ლეგლუგალეგა და ლეგა, სხვადასხვანაირი ლეგა.
ლემანიკუთხ. (მოხევ.) „ნაცრისფერი“.
ლიანქრადკუთხ. (გურ.) ოდნავ, მკრთალად, თხლად წასმა ან დაჩნევა რაიმესი.
ლიბრედიმუქი ფერი, საშუალო თეთრსა და შავს შორის.
ლიპლიპაკუთხ. (ფშ. ქიზ.) რაც ლიპლიპებს, .
ლიპლიპიკუთხ. (ფშ. ქიზ.) იხ. ლაპლაპი.
ლიფლიფებსლიფლიფით, მკრთალად ანათებს, – ციმციმებს.
ლიღალიღას ფერი მიწა, კუთხ. (იმერ.) ერთგვარი წითელი მიწა, რომელიც საღებავად იხმარება.
ლომაბაცი შავი, მოჩალისფრო შავი კამეჩი.
ლოყებაწითლებულივისაც ლოყები აწითლებული აქვს.
ლოყებდაჭარხლებულივისაც ლოყები დაჭარხლებული აქვს, – ლოყებაწითლებული.
ლოყებღაჟღაჟავისაც ღაჟღაჟა ლოყები აქვს.
ლურჯ-მოშავოძალიან მუქი ლურჯი.
ლურჯ-წითელილურჯი და წითელი.
ლურჯგულარასაც ლურჯი გული აქვს.
ლურჯდებალურჯი ხდება, ლურჯი ფერი ედება.
ლურჯთვალა ლურჯი თვალების პატრონი, – ლურჯთვალებიანი.
ლურჯი სპექტრის ერთი ძირითად ფერთაგანი, – მუქი ცისფერი.
ლურჯკაბიანივისაც ლურჯი კაბა აცვია.
ლურჯმოშავო მოშავო ლურჯი, – ძალიან მუქი ლურჯი.
ლურჯმუქისფერიმუქი ლურჯი ფერისა.
ლუსკუმაკუთხ. (გურ.) იხ. ლუსკუმი.
ლუსკუმილუსკუმი ღამე "ბნელი ღამე".
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე