There are currently 16 names in this directory beginning with the letter Თ.
თაგვისფერირაც ფერით თაგვს მოგვაგონებს, – მუქი ნაცრისფერი.
თალხი1. «სამგლოვიარო ფერი» (საბა). შავი ფერისა (ტანისამოსი, ქსოვილი).
თამბაქოსფერირაც ფერით თამბაქოს მოგვაგონებს, – მოყვითალ-მოყავისფრო.
თანაფერებიფერები, რომლებიც ერთი-მეორესთან შერევით იძლევიან თეთრ ფერს.
თაფლარასაც თაფლის ფერი აქვს, – მოყვითალო, ჩალისფერი.
თაფლისფერი რაც ფერით თაფლს მოგვაგონებს, – მოყვითალო, ჩალისფერი.
თეთრ-მოყვითალომოთეთრო–მოყვითალო.
თეთრ-სპეტაკიძლიან თეთრი,–სპეტაკი.
თეთრ-წითელითეთრი და წითელი, – მოწითალო-მოთეთრო.
თეთრიანიჭრელი ქსოვილი, რომელშიც თეთრი ფერი ჭარბობს.
თმათაფლავისაც თაფლისფერი თმა აქვს, – ოქროსფერთმიანი.
თმაშავივისაც შავი თმა აქვს.
თმაწითელი,თმაწითელა ვისაც წითელი თმა აქვს.
თრთვილაწითელი ან შავი ცხენი, თეთრად დაწინწკლული.
თრთოლაციმციმი, კრთომა, თამაში ფერთა, სხივთა.
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე