ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 13 names in this directory beginning with the letter Ვ.
ვარაყანი
ძვ. სიყვითლე.

ვარაყშეყრილი
რაც ოქროსფრად შიგადაშიგ ბზინავს.

ვარდისფერი
მკრთალი მოწითალო.

ვარდული
ვარდისნაირი, ვარდის ფერი.

ვარვარებს
გაწითლებულია, გათეთრებულია და შუქს გამოსცემს, ელვარებს.

ვარვარი
სხეულის უპირატესად ლითონის ძლიერი გახურება, როდესაც ის ფერს იცვლის წითლდება, თეთრდება და შუქს გამოსცემს, ელვარებს.

ვასვასებს
ელვარებს, პრიალებს.

ვასვასი
კუთხ. (ქიზ.) ელვარება, ლაპლაპი; ბიბინი.

ვაშლავაშლა
კუთხ. (ქიზ.) ფერადი; ღვინის ფერი საქონელი.

ვეჟანა,
ვეჟანი  1. წითელ-შავი, რუხი (საბა). 2. ვეფხვივით ჭრელი.

ვერცხლავს
ვერცხლისფრად [შე]ფერავს.

ვერცხლისფერი
ვერცხლის დამახასიათებელი ფერი, მბზინავი თეთრნაცრისფერი.

ვერცხლოვანი
იგივეა, რაც ვერცხლისფერი.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე