ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 107 names in this directory beginning with the letter Გ.
გააბდღვრიალებს
კაშკაშით გაანათებს, გააჩირაღდნებს.

გააბრწყინებს
ბრწყინვას, კაშკაშს დააწყებინებს, გაანათებს, ბრწყინვალებას მოჰფენს.

გააბრჭყვიალებს
ბრჭყვიალს დააწყებინებს, − გააბრწყინებს, გააელვარებს.

გააელვარებს
 ელვარებას დააწყებინებს.

გააელვებს
 ელვასავით გაანათებს, – გააბრჭყვიალებს.

გააკაშკაშებს
ძლიერ გაანათებს.

გააკრიალებს
კრიალს დააწყებინებს, − კრიალას, ლაპლაპას გახდის.

გაალაპლაპებს
 ლაპლაპს დააწყებინებს.

გაალაჟვარდებს
ლაჟვარდის ფერს მისცემს, ცისფერს გახდის.

გაალეგავებს
გაარუხებს, გაანაცრისფრებს.

გაალურჯებს
 ლურჯს გახდის, ლურჯ ფერს მისცემს, ლურჯად შეღებავს.

გაამუქებს
მუქს გახდის, მუქ ფერს მისცემს.

გააპრიალებს
პრიალს დააწყებინებს, პრიალას გახდის, − გააკრიალებს, გაალაპლაპებს.

გააუფერულებს
უფერულს გახდის, ფერს დაუკარგავს.

გააფერადებინებს
აიძულებს ან საშუალებას მისცემს გააფერადოს.

გააფერადებს
რაიმე ფერად შეღებავს.

გააფერადოვნებს
ფერადოვანს გახდის.

გააფერმკრთალებს
ფერმკრთალს გახდის, ფერს დაუკარგავს.

გააღადღადებს
გააბრწყინებს, გააჩახჩახებს.

გააღაჟღაჟებს
ღაჟღაჟას გახდის, − გააწითლებს.

გააღუდღუდებს
აალაპლაპებს, ააელვებს.

გააყვითლებს
ყვითელს გახდის, ყვითლად შეფერავს.

გააშავებს
შავს გახდის, შავ ფერს მისცემს.

გააჩახჩახებს
ჩახჩახს დააწყებინებს, – ძლიერ გაანათებს.

გააწითლებს
 წითელ ფერს მისცემს, წითლად აქცევს, წითლად შეღებავს.

გააჭრელებს
ჭრელს გახდის, ნაირ-ნაირ ფერს მისცემს.

გაახუნებს
ფერს დაუკარგავს, ფერს წაართმევს.

გაბდღვ[რ]იალება
კაშკაშით განათება.

გაბდღვინდება
ბდღვრიალს დაიწყებს, − გაბრწყინდება.

გაბრწყინდება
ბრწყინვას, კაშკაშს დაიწყებს, − განათდება.

გაბრჭყვიალდება
ბრჭყვიალა გახდება; ბრჭყვიალს დაიწყებს.

გადაათეთრებს
ერთიანად გაათეთრებს, თეთრად დაფარავს.

გადააყვითლებს
ერთიანად გააყვითლებს.

გადააწითებს
იგივეა, რაც გადააწითლებს.

გადააწითლებს
 მთლიანად გააწითლებს, წითლად დაფარავს.

გადააჭრელებს
მთლად ააჭრელებს, – ნაირ-ნაირი ფერით დაფარავს.

გადანარინჯდება
მთლად ნარინჯის ფერი დაედება, ნარინჯის ფერისა გახდება.

გადაფერადებული
ნაირ-ნაირად ფერმიღებული, აჭრელებული.

გადაყვითლდება
მთლად, ერთიანად გაყვითლდება.

გადაწითლება
მთლიანად გაწითლება, წითლით დაფარვა.

გადაჭრელება
მთლად აჭრელება; ნაირ-ნაირი ფერით დაფარვა.

გაელვარდება
ელვარებას დაიწყებს, – გაბრჭყვიალდება, გაბრწყინდება.

გაელვება
ელვასავით განათება; ელვარების გამოცემა; გაბრწყინება.

გათეთრდება
თეთრი გახდება, თეთრი ფერი დაედებ.

გაიელვებს
ელვასავით გაანათებს, – ელვარებას გამოსცემს, გაბრწყინდება.

გაიკიაფებს
 კიაფით გაანათებს, – გაიელვებს, გაიციმციმებს.

გაიკრიალებს
კრიალს დაიწყებს, კრიალით გაიბრწყინებს, გაიელვებს.

გაიციმციმებს
ციმციმით გამოჩნდება, გამოკრთება.

გაკრთება
გაიელვებს, გაიციმციმებს.

გაკრთომა
გაბრწყინება, გაკიაფება შუქისა.

გალაპლაპებული
რაც გაალაპლაპეს ან გალაპლაპდა.

გალურჯდება
ლურჯი გახდება, ლურჯი ფერი დაედება.

გალურჯებული
რაც ვინც გაალურჯეს ან გალურჯდა.

გამ[ს]ჭვირი
იგივეა, რაც, გამჭვირვალე.

გამკრთალი
იგივეა, რაც მკრთალი, ფერმიხდილი.

გამოანათებს
მოანათებს; შუქს გამოსცემს, – გამოაშუქებს.

გამოაშუქებს
 შუქს, სინათლეს გამოსცემს, – გამოანათებს.

გამოახუნებს
ფერს დაუკარგავს, ფერს გამოაცლის.

გამობჟუტავს
ბჟუტვით მოჩანს, ოდნავ ანათებს (შიგნიდან).

გამოკრთება
მკრთალად გამოანათებს, კრთომით, ციმციმით გამოჩნდება.

გამოკრთის
მკრთალად [გამო]ანათებს, კრთომით, ციმციმით მოჩანს.

გამომკრთალი
რაც გამოკრთა, – კრთომით, ციმციმით გამოჩენილი.

გამომჭვირვალი
რაც გამოსჭვივის.

გამონაკრთომი
რაც გამოკრთა, – გამომკრთალი.

გამოშუქება
შუქის გამონათება, გამოსხივება.

გამოხუნებული
იგივეა, რაც გახუნებული.

გამუქდება
მუქი გახდება, მუქი ფერი მიეცემა.

გამქრთალდება
ფერმკრთალი გახდება.

გამჭვირვალე
სინათლის შუქის გამტარებელი.

გამჭვრეტი
იგივეა, რაც გამჭვირვალე.

განაცრისფ[ე]რდება
ნაცრისფერი გახდება, ნაცრისფერი დაედება, ნაცრისფრად შეიღებება.

განსხივებული
რაც განსხივდა, რაც სხივებს გამოსცემს; გაბრწყინებული, გაშუქებული.

გაპრიალდება
პრიალა გახდება, გააპრიალებენ, – გაკრიალდება. || გაიელვებს.

გასპეტაკდება
თეთრად გაქათქათდება, გადათეთრდება.

გაუფერულება
უფერულად ქცევა, ფერის დაკარგვა, გაფერმკრთალება, გახუნება.

გაფერადდება
გააფერადებენ.

გაფერადება
ფერებით (საღებავებით) შეღებვა.

გაფერადებული
რაც გააფერადეს ან გაფერადდა.

გაფერავს
(ოქროს, ვერცხლის) ფერს დაადებს.

გაფერმკრთალდება
ფერმკრთალი გახდება, _ ფერი დაეკარგება, გაუფერულდება.

გაფერმკრთალებული
რაც (ვინც) გააფერმკრთალეს ან გაფერმკრთალდა, − ფერდაკარგული.

გაფითრებული
ფერწასული, ფერდაკარგული, გაფერმკრთალებული.

გაღადღადება
ღადღადის დაწყება, ძლიერ განათება.

გაღაჟღაჟებული
რაც ან ვინც გააღაჟღაჟეს ან გაღაჟღაჟდა, – გაწითლებული, აწითლებული, ღაჟღაჟა.

გაყვითლდება
ყვითელი გახდება, ყვითელი ფერი მიეცემა.

გაყირმიზდება
ყირმიზი გახდება, – დაიბრაწება, წითელი ფერი დაედება.

გაშავდება
შავი გახდება, შავი ფერი დაედება.

გაჩახჩახდება
ჩახჩახს დაიწყებს, – ძლიერ განათდება.

გაციმციმება
ციმციმით გაბრწყინება.

გაცისკროვნდება
გასხივოსნდება, გაბრწყინდება, ნათელი დაადგება.

გაცრიაგდება
კუთხ. (ქართლ., კახ.) ფერს, სინათლეს, სხივებს დაკარგავს.

გაცრიატდება
გაუფერულდება, გაფერმკრთალდება.

გაწითლდება
გააწითლებენ; წითლად შეიღებება, წითელი ფერი დაედება, წითელი გახდება.

გაწითლება
წითლად შეღებვა, წითლად გახდომა.

გაწითლებული
ვინც ან რაც გააწითლეს ან გაწითლდა, – წითლად შეღებილი.

გაჭარხლდება
ჭარხლისფერი გახდება, ჭარხალივით გაწითლდება.

გაჭრელება
ჭრელად გახდომა, – ნაირ-ნაირ ფერად შეღებვა, შეფერადება, აჭრელება.

გაჭროღებული
ფერშეცვლილი და აჭრელებული.

გახუნდება
ფერი დაეკარგება, ფერი წაუხდება, – გაუფერულდება, გაფერმკრთალდება, გაბაცდება.

გაჯისფერი
მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი.

გვერდწითელი,
გვერდწითელა წითელი გვერდის მქონე, რასაც გვერდ[ებ]ი წითლად უღაჟღაჟებს.

გვიმსი
 ძვ. „მქრქალი“ დ. ჩუბინ..

გიზგიზა
ბრიალა.

გიზგიზებს
ბრიალებს || გადატ. ანათებს, ბრჭყვიალებს, ბრწყინავს.

გიზგიზი
ბრიალი.

გიშრისფერი
გიშერივით შავი, ძალიან შავი.

გრემა
ძვ. მკრთალი, მქრქალი ფერი.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე