There are currently 49 names in this directory beginning with the letter Ბ.
ბადრიჯნისფერირაც ფერით ბადრიჯანს მოგვაგონებს.
ბალახისფერირაც ფერით ბალახს მოგვაგონებს; მწვანე.
ბასმასაღებავი, ჩვეულებრივ, შავი.
ბაყამიძვ. ლაქა (საბა). კუთხ. (ქიზ.) უხეირო ლურჯი საღებავი.
ბდღვრიალარაც ბდღვრიალებს, ბდღვრიალის გამომცემი, − ელვარე, კაშკაშა.
ბდღვრიალი ძლიერი ნათება; ელვარების გამოცემა, ბრწყინვა, კაშკაში.
ბზინავსბრწყინავს, ელვარებას გამოსცემს.
ბზინვა ბრწყინვა, ელვარება.
ბზინვარებაიგივეა, რაც ბზინვა.
ბინდინაწილობრივი სიბნელე დაღამებისას ან გათენების წინ, დღე-დაღამის გასაყარი.
ბინდისფერიდაბინდული; ბნელი.
ბნელეთისადაც მუდამ სიბნელეა.
ბნელისინათლეს მოკლებული საპირისპ. ნათელი.
ბნელუკუნი ბნელი უკუნი, უკუნი ბნელი, წყვდიადი.
ბნელწყვდიადისაშინლად ბნელი, უკუნი ბნელი.
ბოლისფერი რაც ფერით ბოლს, კვამლს მოგვაგონებს, − მოცისფრო-მონაცრისფრო.
ბორდოშვინდისფერი, მუქი წითელი.
ბორდოსფერიშვინდის ფერი, მუქი წითელი.
ბრინჯაოსფერიმოყავისფრო, მოშინდისფრო.
ბრკიალიბზინვარება, ბრწყინვა.
ბროლაბროლივით გამჭვირვალე.
ბროლანკარაბროლივით ანკარა, ბროლივით გამჭვირვალე.
ბროლიგადატ. სუფთა თეთრი, ძალიან თეთრი.
ბროლისფერი ბროლივით თეთრი.
ბროწეულისფერიწითელი, მეწამული.
ბრწკიალიბრწყინვა, ბრჭყვიალი.
ბრწყინავსანათებს სხივების ძლიერი უკუფენით.
ბრწყინვა ელვარება, ბრჭყვიალი, კაშკაში.
ბრწყინვალერაც ბრწყინავს, − ელვარე, კაშკაშა.
ბრწყინვალებაელვარება, ბრწყინვა.
ბრწყინვალებსიგივეა, რაც ბრწყინავს.
ბრჭყვიალარასაც ბრჭკვიალი გააქვს, − მბრწყინავი, მბზინვარე.
ბრჭყვიალებაბრწყინვა, ბზინვა, ბრჭყვიალი.
ბრჭყვიალებსბრჭყვიალი გააქვს, − ბრწყინავს, ბზინავს.
ბრჭყვიალიბრწყინვა, კაშკაში; სხვადასხვა ფერის გამოშუქება სინათლის უკუფენისას.
ბრჭყვინავსიგივეა, რაც ბრჭყვიალებს.
ბუნდოვანი რაც მკაფიოდ, გარკვევით არა ჩანს, რის გარჩევა-გარკვევაც ჭირს საპირისპ. ნათელი, გარკვეული.
ბურისიბნელე, რაც ჰაერს გამჭვირვალებას უკარგავს.
ბღვრიალიიგივეა, რაც ბდღვრიალი.
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე