გემოს აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 7 names in this directory beginning with the letter Ხ.
ხ.

ხაჟუჟი
კუთხ. (ქიზ.) „მარახოში, მომჟავო (სასმელი თუ საჭმელი)“.

ხაწიწდება
დამწვრის გემო ეძლევა.

ხელი
ხელს მისცემს, ხელი მიეცემა – ცუდი გემო დაჰყვება რაიმე ჭურჭელში შესანახად ჩასხმულ ღვინოს.

ხმელარი
კუთხ. (გურ.) „უსიამოვნო გემო, რომელიც დაჰყვება მზეზე ნადგამ ჩანასხამ წყალს, – ხმელის გემო“.

ხრაკი
დახრაკული, დამწვარი.

ხრაკიანი
რასაც ხრაკის სუნი და გემო აქვს.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე