There are currently 39 names in this directory beginning with the letter Მ.
მარახოშიმომჟავო ღვინო, ხილი.
მარილიანირასაც მარილი აქვს; მარილის შემცველი; მლაშე.
მარილიანობამარილიანის თვისება, სიმლაშე.
მარილნაკბენირასაც ზომაზე ოდნავ მეტი მარილი აქვს, ოდნავ მლაშე.
მარილნაკლებირასაც მარილი აკლია.
მლაშეზომაზე მეტად მარილიანი.
მოამჟავებსმჟავეს გახდის, მჟავე გემოს მისცემს; ცოტათი დაამჟავებს.
მოიმწარებსოდნავ მწარეა, მწარე გემო გაჰკრავს.
მომჟავდებაცოტათი დამჟავდება; მჟავე გახდება.
მომჟავებაცოტათი დამჟავება.
მომუხულიკუთხ. (გურ.) საჭმლის ცუდი გემო, რაც სანელებლითაა გამოწვეული; ძელგი, მძლაგე.
მომძაღდებაცოტათი დამძაღდება; მძაღე გემო მიეცემა.
მომწარდებაცოტათი გამწარდება; მწარე გემო მიეცემა.
მოსამჟავებელირაც უნდა მოამჟაონ.
მოტკბებაცოტათი ტკბილი გახდება.
მოტკბო-მომჟავორასაც ტკბილი და მჟავე გემო დაჰკრავს.
მოტკბო-მჟავემჟავე, რომელსაც ტკბილი გემო დაჰკრავს.
მოუმჟავებელირაც მომჟავებული არ არის.
მჟავესპეციფიკური მწვავე გემო, – ჭმახი (როგორიც აქვს, მაგ., ტყემალს, ძმარს, ლიმონს და სხვ.).
მჟავენაყოფიანირასაც მჟავე ნაყოფი აქვს.
მტკნარიუმარილო; უგემური (ითქმის წყალზე).
მძაღეწამხდარი, მომწკლარტო, მომწარო გემოსი (ნიგოზი, ერბო და მისთ.).
მწარესპეციფიკური არასასიამოვნო პირის დამწველი გემო.
მწკლარტემომჟავო-მომწარო გემოსი.
მწუთხე„მეტად მლაშე“ (საბა).
მხემოტკბო მჟავე; მომჟავო .
შემდგენელი ლევან ვაშაკიძე
რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე