გემოს აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 9 names in this directory beginning with the letter Ე.
ე.

ეგემება
გემოთი მოეწონება, გემრიელი ეჩვენება, ეგემრიელება.

ეგემრიელება
გემრიელედ ეჩვენება.

ემლაშება
მლაშე ეჩვენება, – ემწუთხება.

ემჟავება
1. მჟავედ ეჩვენება. 2. მჟავე საჭმლის, სასმლის მიღების მოთხოვნილება აქვს.

ემწარება
მწარედ ეჩვენება.

ემწუთხება
მწუთხედ ეჩვენება, – ემლაშება.

ეტკბილება
ტკბილად ეჩვენება; ტკბილი ჰგონია, ტკბილად მიაჩნია.

ეტკბობა
ტკბილად ეჩვენება, ტკბილად მიაჩნია, – ტკბილი ჰგონია, ეტკბილება.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე